მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

იესო ნავეს ძე 16

  1. 1

    იოსების შვილების წილხვედრი იორდანედან იერიხოს მახლობლად იყო, იერიხოს წყლებიდან აღმოსავლეთით: უდაბნო, რომელიც იერიხოდან ბეთელის მთაზე ადის.

  2. 2

    ბეთელიდან საზღვარი ლუზისკენ მიდის და არქისა და ყატაროთის საზღვრამდე აღწევს;

  3. 3

    ეშვება ზღვისკენ, იაფლეტის საზღვართან ქვემო ბეთ-ხორონის მიჯნამდე და გაზერამდე; და ზღვასთან მთავრდება.

  4. 4

    მიიღეს თავისი სამკვიდრო იოსების ძეებმა: მენაშემ და ეფრემმა.

  5. 5

    ეს იყო ეფრემის ძეთა საზღვარი მათი საგვარეულოების მიხედვით: აღმოსავლეთით ყატაროთ-ადარიდან ზემო ბეთ-ხორონამდე,

  6. 6

    მიქმეთათის ჩრდილოეთით ზღვისკენ გადადის საზღვარი, აღმოსავლეთით თაანათ-შილოსკენ უხვევს და იანოხის აღმოსავლეთით ჩაუვლის მას,

  7. 7

    იანოახადან ყატაროთისა და ნაარათისკენ ეშვება იერიხომდე და იორდანესკენ გადადის.

  8. 8

    თაფუახიდან საზღვარი ზღვისკენ მიიწევს, კანას ხევით და ზღვასთან მთავრდება. ეს არის ეფრემის ძეთა სამკვიდრო, მათი საგვარეულოების მიხედვით.

  9. 9

    მენაშეს ძეთა სამკვიდროს შუაგულში ჰქონდათ გამოყოფილი ეფრემის ძეებს ყველა ქალაქი თავისი სოფლებით.

  10. 10

    და არ განუდევნიათ მათ გეზერში მცხოვრები ქანაანელნი, დღემდე მკვიდრობენ ქანაანელნი ეფრემიანთა შორის და ხარკს იხდიან.