იესო ნავეს ძე 15
- 1
ეს არგუნა წილისყრამ იუდას ძეთა ტომს, მათი საგვარეულოების მიხედვით: ედომის საზღვართან, ცინის უდაბნო, სამხრეთის კიდემდე.
- 2
მისი სამხრეთის საზღვარი ყურედან, მარილოვანი ზღვის კიდიდან სამხრეთისკენ იწყებოდა.
- 3
სამხრეთიდან ყაკრაბიმის მაღლობისკენ გადიოდა და ცინამდე გრძელდებოდა, სამხრეთიდან კადეშ-ბარნეაყამდე მაღლდებოდა, ხეცრონზე გადიოდა, მერე კარკაყასკენ უხვევდა და ადარასთან გადიოდა;
- 4
ყაცმონის შემდეგ, ეგვიპტის ხევისკენ გადიოდა; იქ კი საზღვარი ზღვასთან სრულდებოდა. ეს იყო მათთვის სამხრეთის საზღვარი.
- 5
აღმოსავლეთიდან მარილოვანი ზღვა ესაზღვრებოდა, იორდანეს შესართავამდე. ჩრდილოეთის საზღვარი, ზღვის ყურედან იყო, იორდანეს შესართავიდან.
- 6
ადიოდა საზღვარი ბეთ-ხოგლამდე და ბეთ-ყარაბასკენ გადიოდა ჩრდილოეთით რეუბენის ძის, ბოჰანის ქვამდე.
- 7
ყაქორის ველიდან დებირას საზღვარს წვდებოდა და ჩრდილოეთით, გილგალისკენ უხვევდა, რომელიც ადუმიმის მაღლობის პირდაპირ იყო, ხევის სამხრეთით; ყენ-შემეშის წყლებისკენ გადადიოდა საზღვარი და ყენ-როგელთან სრულდებოდა.
- 8
ბენ-ჰინომის ველის გასწვრივ ადიოდა იგი, იებუსის იგივე იერუსალიმის სამხრეთით, მთის მწვერვალისკენ, რომელიც ჰინომის ჭალის ზემოთაა დასავლეთით, რეფაიმის ველის კიდეზე ჩრდილოეთიდან.
- 9
მთის მწვერვალიდან წყაროს წყლებისკენ უხვევდა საზღვარი, ყეფრონის მთის ქალაქებისკენ გრძელდებოდა და ბაყალასკენ, იგივე კირიათ-იეყარიმისკენ მიემართებოდა.
- 10
ბაყალადან დასავლეთისკენ, სეყირის მთისკენ უხვევდა საზღვარი და იეყარიმის ანუ ქესალონის მთის ჩრდილო მხარეს გრძელდებოდა, ბეთ-შემეშისკენ ეშვებოდა და თიმნაყისკენ გადადიოდა;
- 11
ყეკრონის ჩრდილო მხარისკენ გადიოდა საზღვარი, შოქრონისკენ უხვევდა, ბაყალას მთაზე გადადიოდა და იაბნელამდე აღწევდა, ზღვასთან კი ბოლოვდებოდა.
- 12
დასავლეთიდან დიდი ზღვა ესაზღვრებოდა; აი, საზღვარი იუდას ტომისა, მათი საგვარეულოების მიხედვით, ყოველი მხრიდან.
- 13
ხალებ იეფუნეს ძეს ნაკვეთი იუდას ძეთა შორის მისცა, როგორც უფალს ჰქონდა ნაბრძანები იეშუასადმი; კერძოდ კირიათ-არბაყი. არბა ყენაკელთა მამაა იგივე ხებრონი.
- 14
და განდევნა იქიდან ხალებმა ყენაკის სამი ძე: შეშაი, ახიმანი და თალმაი, ყენაკის შვილები.
- 15
იქიდან კი იგი დებირის მკვიდრთა წინააღმდეგ ავიდა; უწინ კირიათ-სეფერი ერქვა დებირს.
- 16
თქვა ხალებმა: "ვინც კირიათ-სეფერს მოსრავს და დაიპყრობს, მივცემ ცოლად ყაქსას, ჩემს ასულს.
- 17
და დაიპყრო იგი ღოთენიელმა, ხალების ძმის, კენაზის ძემ და მისცა მას ცოლად ყაქსა, თავისი ასული.
- 18
წასვლისას ქალმა დაიყოლია ღოთენიელი, რომ მამამისისგან მინდორი მოეთხოვა; თვითონ კი ჩამოხდა სახედრიდან და როცა ხალებმა ჰკითხა: "რა გინდა?”
- 19
უპასუხა: "მაკურთხე, და რადგან ნეგები ანუ სამხრეთის მიწა გაქვს მოცემული, ბარემ წყაროებიც მომეცი”. და მანაც მისცა ზემო და ქვემო წყაროები.
- 20
ესაა იუდას ტომის ძეთა სამკვიდრებელი მათი საგვარეულოების მიხედვით.
- 21
აი, ქალაქები, იუდას ტომის მიწის კიდეზე, ედომის საზღვრის მიმართულებით, სამხრეთით: კაბცეელი, ედერი, იაგური;
- 22
კინა, დიმონა, ყადყადა;
- 23
კედეში, ხაცორი, ითნანი;
- 24
ზიფი, ტელემი, ბაყალოთი;
- 25
ხაცორ-ხადათა, კირიოთი, ხეცრონი იგივე ხაცორი;
- 26
ამამი, შემაყი, მოლადა;
- 27
ხაცორ-გადა, ხეშმონი, ბეთ-ფელეტი;
- 28
ხაცორ-შუყალი, ბეერ-შებაყი, ბიზიოთია;
- 29
ბაყალა, ყიიმი, ყეცემი;
- 30
ელთოლადი, ქესილი, ხორმა;
- 31
ციკლაგი, მადმანა, სანსანა;
- 32
ლებაოთი, შილხიმი, ყაინი და რიმონი - სულ ოცდაცხრა ქალაქი, თავისი სოფლებით.
- 33
დაბლობზე: ეშთაოლი, ცორყა, აშნა;
- 34
ზანოახი, ყენ-განიმი, თაფუახი, ჰაყენამი;
- 35
იარმუთი, ყადულამი, სოქო, ყაზეკა;
- 36
შაყარაიმი, ყადითაიმი, გედერა, გედეროთაიმი - სულ თოთხმეტი ქალაქი, თავისი სოფლებით.
- 37
ცენანი, ხადაშა, მიგდალ-გადი;
- 38
დილყანი, მიცფე, იოკთეყელი;
- 39
ლაქიში, ბაცკათი, ყეგლონი;
- 40
ქაბონი, ლახმასი, ქითლიში;
- 41
გედეროთი, ბეთ-დაგონი, ნაყამა და მაკედა - თექვსმეტი ქალაქი, თავისი სოფლებით.
- 42
ლიბნა, ყეთერი, ყაშანი;
- 43
იფთახი, აშნა, ნეციბი;
- 44
კეყილა, აქზიბი, მარეშა - ცხრა ქალაქი თავისი სოფლებით.
- 45
ყეკრონი, შემოგარენი დაბებითა და სოფლებით.
- 46
ყველა ქალაქი ყეკრონიდან ზღვამდე, რომელიც აშდოდის მახლობლად იყო, თავისი სოფლებით:
- 47
აშდოდი, შემოგარენი ქალაქებითა და სოფლებით, ღაზა, შემოგარენი ქალაქებითა და სოფლებით ეგვიპტის ხევამდე, რომელსაც დიდი ზღვა ებჯინება.
- 48
მთაში: შამირი, იათირი, სოქო;
- 49
დანა, კირიათ-სანა, იგივე დებირი;
- 50
ყანაბი, ეშთემო, ყანიმი;
- 51
გოშენი, ხოლონი და გილო - თერთმეტი ქალაქი თავისი სოფლებით.
- 52
არაბი, რუმა, ეშყანი;
- 53
იანუმი, ბეთ-თაფუახი და აფეკა;
- 54
ხუმტა, კირიათ-არბაყი, იგივე ხებრონი და ციყორი - ცხრა ქალაქი თავისი სოფლებით.
- 55
მაყონი, ქარმელი, ზიფი, იუტა;
- 56
იზრეყელი, იოკდეყამი, ზანოახი;
- 57
კინი, გიბყა და თიმნა - ათი ქალაქი თავისი სოფლებით.
- 58
ხალხული, ბეთ-ცური, გედორი;
- 59
მაყარათი, ბეთ-ყანოთი და ელ-თეკონი - ექვსი ქალაქი თავისი სოფლებით;
- 60
კირიათ-ბაყალი იგივე კირიათ-იეყარიმი და რაბა - ორი ქალაქი თავისი სოფლებით.
- 61
უდაბნოში: ბეთ-ყარაბა, მიდინი, სექაქა;
- 62
ნიბშანი, ირმელახი და ყენგედი - ექვსი ქალაქი თავისი სოფლებით.
- 63
ვერ შეძლეს იუდას ძეებმა იებუსელთა, იერუსალიმის მკვიდრთა განდევნა და დღემდე მკვიდრობენ იებუსელნი იუდას ძეებთან ერთად იერუსალიმში.