რიცხვნი 7
- 1
იმ დღეს, როცა დაასრულა მოსემ სავანის აღმართვა, სცხო მას, გაწმიდა ის და მთელი მისი აღჭურვილობა, სამსხვერპლო მთელი თავისი ჭურჭლეულით, სცხო მათ და გაწმიდა ისინი.
- 2
და მიეახლნენ მას ისრაელის მთავრები, მამისსახლთა მეთაურები, ტომთა მთავარნი, რომლებიც წინამძღოლობდნენ აღრიცხულებს;
- 3
და მიიტანეს თავისი შესაწირი უფლის წინაშე: ექვსი გადახურული ურემი და თორმეტი ხარი; ერთი ურემი ორი მთავრისგან და თითო ხარი თითოეულისგან; წარადგინეს სავანის წინ.
- 4
უთხრა უფალმა მოსეს:
- 5
"მიიღე მათგან, საკრებულო კარვის მსახურებისთვის და მიეცი ლევიანებს, თითოეულს თავისი მსახურებისამებრ”.
- 6
აიღო მოსემ ურმები ხარებთან ერთად და გადასცა ლევიანებს.
- 7
ორი ურემი და ოთხი ხარი გერშონის ძეებს მისცა, მათი მსახურებისამებრ.
- 8
ოთხი ურემი და რვა ხარი მერარის ძეებს მისცა, მათი მსახურებისამებრ, აჰარონ მღვდლის ძის, ითამარის ზედამხედველობით.
- 9
კეჰათის ძეებს არ მისცა, რადგან მათი სამსახური წმიდა ჭურჭლის მხრით ტარება იყო.
- 10
შესწირეს მთავრებმა თავისი შესაწირი სამსხვერპლოს წინ, სამსხვერპლოს საზეიმო კურთხევისთვის, მისი ზეთისცხებისას.
- 11
უთხრა უფალმა მოსეს: "ერთმა მთავარმა ერთ დღეს შესწიროს თავისი შესაწირი სამსხვერპლოს საზეიმო კურთხევისთვის და მეორემ - მეორე დღეს”.
- 12
პირველ დღეს თავისი შესაწირი გაიღო ნახშონმა, ამინადაბის ძემ, იუდას ტომიდან.
- 13
აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის.
- 14
ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
- 15
ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
- 16
ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
- 17
ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ნახშონის, ამინადაბის ძის შესაწირი.
- 18
მეორე დღეს ნათანელმა, ცურის ძემ, ისაქარის ტომის მთავარმა გაიღო თავისი შესაწირი:
- 19
აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის.
- 20
ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
- 21
ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
- 22
ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
- 23
ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ნათანელის, ცურის ძის შესაწირი.
- 24
მესამე დღეს ზებულონის ძეთა მთავარმა, ელიაბ ხელონის ძემ შესწირა.
- 25
აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის.
- 26
ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
- 27
ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
- 28
ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
- 29
ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ელიაბის, ხელონის ძის შესაწირი.
- 30
მეოთხე დღეს ელიცურ შედეურის ძემ, რეუბენის ძეთა მთავარმა შესწირა.
- 31
აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
- 32
ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
- 33
ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
- 34
ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
- 35
ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ელიცურის, შედეურის ძის შესაწირი.
- 36
მეხუთე დღეს სიმონის ძეთა მთავარმა, შელუმიელ ცურიშადაის ძემ შესწირა.
- 37
აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
- 38
ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
- 39
ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
- 40
ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
- 41
ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო შელუმიელის, ცურიშადაის ძის შესაწირი.
- 42
მეექვსე დღეს ელიასაფმა, რეღუელის ძემ, გადის ძეთა მთავარმა შესწირა.
- 43
მისი შენაწირი იყო: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
- 44
ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
- 45
ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
- 46
ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
- 47
ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ელიასაფის, რეღუელის ძის შენაწირი.
- 48
მეშვიდე დღეს ეფრემის ძეთა მთავარმა, ელიშამაყ ყამიჰუდის ძემ შესწირა.
- 49
მისი შენაწირი იყო: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
- 50
ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
- 51
ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
- 52
ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
- 53
ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ელიშამაყ ყამიჰუდის ძის შენაწირი.
- 54
მერვე დღეს მენაშეს ძეთა მთავარმა, გამალიელ ფედაცურის ძემ შესწირა.
- 55
აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
- 56
ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
- 57
ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
- 58
ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
- 59
ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო გამალიელ, ფედაცურის ძის შენაწირი.
- 60
მეცხრე დღეს ბენიამინის ძეთა მთავარმა, აბიდან გედეონის ძემ შესწირა.
- 61
აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
- 62
ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
- 63
ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
- 64
ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
- 65
ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო აბიდანის, გედეონის ძის შენაწირი.
- 66
მეათე დღეს დანის ძეთა მთავარმა, ახიყეზერ ყამიშადაის ძემ შესწირა.
- 67
აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
- 68
ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
- 69
ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
- 70
ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
- 71
ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ახიყეზერ ყამიშადაის ძის შენაწირი.
- 72
მეთერთმეტე დღეს აშერის ძეთა მთავარმა, ფაგეყიელ ყაქრანის ძემ შესწირა.
- 73
აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
- 74
ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
- 75
ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
- 76
ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
- 77
ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ფაგეყიელ ყაქრანის ძის შენაწირი.
- 78
მეთორმეტე დღეს ნაფთალის ძეთა მთავარმა, ახირაყ ყენანის ძემ შესწირა.
- 79
აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
- 80
ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
- 81
ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
- 82
ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
- 83
ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ახირაყ ყენანის ძის შენაწირი.
- 84
ეს იყო სამსხვერპლოს საზეიმო კურთხევა, ზეთისცხების დღეს ისრაელის მთავართაგან: ვერცხლის თორმეტი ლანგარი, ვერცხლის თორმეტი სასხურებელი, ოქროს თორმეტი თასი,
- 85
ვერცხლის ას ოცდაათი შეკელი თითოეულ ლანგარში და სამოცდაათი შეკელი თითოეულ სასხურებელში; ამ ჭურჭელში სულ ორი ათას ოთხასი საწმიდრის შეკელი ვერცხლი იყო;
- 86
ოქროს თორმეტი თასი, საკმევლით სავსე, თითოეული მათგანი ათ წმიდა შეკელს იწონიდა. სასაკმევლეებში სულ ას ოცი შეკელი ოქრო იყო.
- 87
მთლიანად სრულადდასაწველი საქონელი იყო: თორმეტი ხარი, თორმეტი ვერძი, თორმეტი ერთწლიანი კრავი, თავის პურეულ ძღვენთან ერთად, თორმეტი თიკანი ცოდვისგან გასაწმედად.
- 88
სამშვიდობო შესაწირად კი საქონელმა სულ შეადგინა: ოცდაოთხი ხარი, სამოცი ვერძი, სამოცი ერთწლიანი კრავი. ეს იყო სამსხვერპლოს კურთხევის ძღვენი, მისი ზეთისცხების შემდეგ.
- 89
და როცა შედიოდა მოსე საკრებულო კარავში უფალთან სალაპარაკოდ, ესმოდა ხმა, რომელიც მოწმობის კიდობნის სარქველს ზემოდან ელაპარაკებოდა, ორი ქერუბის შუიდან; და ლაპარაკობდა იგი მასთან.