1 . ელაპარაკა უფალი მოსეს:
2 . "უთხარი ისრაელის შვილებს, რომ ამიკრიფონ შესაწირი; ყოველმა, ვისაც გული ეტყვის, ამიგროვოს შესაწირი.
3 . ესაა შესაწირი, რომელსაც აკრეფთ მათგან: ოქრო, ვერცხლი და სპილენძი.
4 . ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ქსოვილი, თხის მატყლი,
5 . ვერძისა და მაჩვის დათრიმლული ტყავები და აკაციის ძელები;
6 . გასანათებელი ზეთი, სურნელებანი საცხებელი ზეთისთვის და კეთილსურნელება საკმევლისთვის.
7 . სარდიონის ქვები და ეფოდსა და გულსაფარში ჩასასმელი ქვები.
8 . და გამიკეთონ საწმიდარი, რომ დავივანო მათ შორის.
9 . როგორც მე გაჩვენებ კარავსა და ყოველი მისი მოწყობილობის ნიმუშს, ისე გააკეთე.
10 . კიდობანი აკაციის ხისგან გააკეთეთ: ორნახევარი წყრთა იყოს მისი სიგრძე და ერთნახევარი წყრთა - სიგანე და სიმაღლე.
11 . შიგნიდან და გარედან ხალასი ოქროთი მოჭედე; ირგვლივ ოქროს გვირგვინი შემოავლე.
12 . ჩამოასხი ოქროს ოთხი რგოლი და ოთხ ქვედა კუთხეში მიამაგრე: ორი რგოლი ერთ მხარეს და ორი რგოლი მეორე მხარეს.
13 . გამოთალე კეტები აკაციისგან და მოჭედე ოქროთი.
14 . გაუყარე კეტები კიდობნის გვერდების გასწვრივ რგოლებში, რათა მათი მეშვეობით ატაროთ კიდობანი.
15 . დარჩეს კეტები კიდობნის რგოლებში, არ გამოაძროთ.
16 . ჩადე კიდობანში აღთქმა, რომელსაც მოგცემ.
17 . გაუკეთე სარქველი ხალასი ოქროსგან: ორნახევარი წყრთა იყოს მისი სიგრძე და ერთნახევარი წყრთა - სიგანე.
18 . გამოჭედე ოქროსგან ორი ქერუბი და დასხი სარქვლის ორივე კიდეზე.
19 . ერთი ქერუბი ერთ კიდეზე დაამაგრე და ერთიც - მეორე კიდეზე; სარქვლის ორივე კიდეზე დასხით ქერუბები.
20 . სარქვლის ზემოდან ჰქონდეთ გაშლილი ქერუბებს ფრთები, თავისი ფრთებით დაფარონ სარქველი - სახეები კი ერთმანეთისკენ ექნებათ მიბრუნებული; სარქველს უნდა დაჰყურებდნენ ქერუბები.
21 . სარქველი დააფარე ზემოდან კიდობანს; მოწმობა, რომელსაც მე მოგცემ, კიდობანში ჩადე.
22 . მანდ გამოგეცხადები, სარქვლის ზემოდან, ორი ქერუბის შუაგულიდან, მოწმობის კიდობანზე რომ არიან, და დაგელაპარაკები ყოველივეზე, რაც ისრაელის შვილებს უნდა ამცნო.
23 . გააკეთე მაგიდა აკაციის ხისგან, ორი წყრთა იყოს მისი სიგრძე, წყრთა - სიგანე და ერთნახევარი წყრთა - სიმაღლე.
24 . მოჭედავ მას წმიდა ოქროთი და ოქროს გვირგვინს შემოავლებ.
25 . შემოავლე ირგვლივ მტკაველის ოდენა ჯებირი და ოქროს გვირგვინი შემოარტყი ჯებირს.
26 . გაუკეთე ირგვლივ ოქროს ოთხი რგოლი და ოთხივე ფეხთან, ოთხივე კუთხეზე მიამაგრე რგოლები.
27 . იყოს რგოლები ჯებირთან ახლოს, მაგიდის სატარებელი კეტების მოსათავსებლად.
28 . გააკეთე კეტები აკაციის ხისგან და მოჭედე ოქროთი, რათა მათი მეშვეობით ატაროთ მაგიდა.
29 . გააკეთე ხალასი ოქროსგან მისი ლანგრები, ფიალები, ჯამები და ჩამოსასხმელი ტოლჩები.
30 . და მუდმივად იდოს ამ მაგიდაზე ჩემთვის მოსართმევი საწინაშეო პური.
31 . გააკეთე სუფთა ოქროს ჭედური სასანთლე; მისი შვერილი, ტოტები, თასები, კვირტები და ყვავილები ყველაფერი გამოჭედილი უნდა იყოს.
32 . ექვსი ტოტი გამოდიოდეს ღეროდან: სასანთლის სამი ტოტი ერთი გვერდიდან და სამი ტოტი მეორე გვერდიდან;
33 . სამი ნუშისებრი თასი ერთ ტოტზე, კვირტი და ყვავილი; სამი ნუშისებრი თასი მეორე ტოტზე, კვირტი და ყვავილი; და ასე ექვსივე ტოტზე, რომლებიც გამოდიან სასანთლეს ღეროდან;
34 . თვით სასანთლეზე - ოთხი ნუშისებრი თასი, თავისი კვირტებითა და ყვავილებით.
35 . ერთი კვირტი ორი ტოტის ქვეშ, კიდევ ერთი კვირტი ორი ტოტის ქვეშ და კიდევ ერთი კვირტი ორი ტოტის ქვეშ; სასანთლიდან გამომავალი ექვსივე ტოტისთვის.
36 . კვირტებიც და ტოტებიც ერთიანი უნდა იყოს, მთლიანად ხალასი ოქროს ერთიანი ჭედური უნდა იყოს.
37 . გააკეთე შვიდი ლამპარი, რათა მის წინ აანთონ ეს ლამპრები გასანათებლად.
38 . ხალასი ოქროსი იყოს მაშები და აქანდაზები.
39 . ერთი ტალანტი ხალასი ოქროთი გაკეთდეს იგი მთელ თავის ჭურჭელთან ერთად.
40 . ნახე და გააკეთე იმ ნიმუშის მიხედვით, რომელიც გაჩვენე მთაზე”.
1 . შეკრიბა მოსემ ისრაელის ძეთა მთელი თემი და უთხრა: "აჰა, სიტყვები, რომლებიც გვამცნო უფალმა შესასრულებლად:
2 . ექვსი დღე აკეთეთ საქმე და მეშვიდე დღე წმიდა იყოს თქვენთვის, უფლის საზეიმო შაბათი, დასასვენებლად; ყველა, ვინც ამ დღეს საქმეს გააკეთებს, მოკვდება.
3 . ნუ დაანთებთ ცეცხლს შაბათ დღეს თქვენს საცხოვრებელში”.
4 . უთხრა მოსემ ისრაელის ძეთა მთელ თემს: "აჰა, სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა:
5 . გაიღეთ შესაწირი უფლისათვის; ყოველმა გულით მსურველმა მიიტანოს შესაწირი უფლისა: ოქრო, ვერცხლი და სპილენძი.
6 . მატყლი ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული, ბისონი და თხისური.
7 . ვერძების ალისფერი ტყავი, მაჩვის ტყავები და აკაციის ძელები.
8 . ზეთი გასანათებლად, სურნელი საცხებელი ზეთისთვის და კეთილსურნელება საკმევლისთვის.
9 . ქვები სარდიონისა და ჩასასმელი ქვები ეფოდისა და სამკერდულისთვის.
10 . მოვიდეს თქვენში ყოველი ოსტატი და გააკეთოს ყველაფერი, რაც ბრძანა უფალმა.
11 . სავანე, მისი კარავი და გადასახურავი, მისი კაუჭები და კოჭები, მისი ძელაკები, მისი სვეტები და კვარცხლბეკები.
12 . კიდობანი და მისი კეტები, თავსარქველი და ჩამოსაფარებელი ფარდა,
13 . მაგიდა და მისი კეტები, ყოველი მისი ჭურჭელი და საწინაშეო პური.
14 . სასანთლე გასანათებლად და ყოველი მისი ჭურჭელი, ლამპრები და ზეთი გასანათებლად.
15 . სასაკმევლე სამსხვერპლო თავისი კეტებით, საცხებელი ზეთი და სურნელოვანი საკმეველი და ჩამოსაფარებელი ფარდა კარვის შესასვლელისთვის.
16 . სრულადდასაწველის სამსხვერპლო თავისი სპილენძის ცხაურით, მისი კეტები და ყოველი მისი ჭურჭელი, საბანელი თავისი კვარცხლბეკით.
17 . ეზოს ფარდები, მისი სვეტები თავისი კვარცხლბეკებით და ფარდა ეზოს შესასვლელისთვის.
18 . სავანის პალოები, ეზოს პალოები და მათი საბელები;
19 . ნაქარგი სამოსელი საწმიდარში მსახურებისთვის და წმიდა შესამოსელი აჰარონ მღვდლისა და მისი ძეებისთვის, მღვდლობის გასაწევად”.
20 . და გავიდა ისრაელიანთა მთელი თემი მოსესგან.
21 . მივიდა ყველა, ვისაც გული ეწეოდა და ვისაც სული აღეძრა, მიიტანეს მათ უფლის შესაწირი, საკრებულო კარვის მოსაწყობად მისი ყოველი საჭიროებისა და წმიდა შესამოსელისთვის.
22 . მიდიოდნენ მამაკაცები და დედაკაცები; ყველა გულით მსურველს მიჰქონდა რგოლები, საყურეები და ბეჭდები, სამკაულები და ყოველგვარი ოქროს ნივთი; ყოველ კაცს თავისი წილი შესაწირი ოქრო მიჰქონდა უფლისთვის.
23 . ყველას მიჰქონდა, ვისაც კი მოეპოვებოდა ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული ნართი და ბისონი, თხისური, ვერძების ალისფერი და მაჩვის ტყავები.
24 . ყველას, ვისაც კი ვერცხლისა და სპილენძის შეწირვა სურდა, მიჰქონდა უფლისთვის შესაწირად; ყველას, ვისაც კი მოეპოვებოდა აკაციის ძელები რაიმე საქმისთვის გამოსაყენებლად, მოჰქონდა.
25 . ყოველი გულბრძენი დედაკაცი, თავისი ხელით ართავდა და მიჰქონდა ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული ნართი და ბისონი.
26 . ყოველი დედაკაცი, რომელსაც გული მიუწევდა და დართვა იცოდა, ართავდა თხისურს.
27 . და მიჰქონდათ თავკაცებს სარდიონის ქვები და ჩასასმელი ქვები ეფოდისა და სამკერდულისთვის,
28 . სურნელება და ზეთი გასანათებლად; ზეთი საცხებლისა და საკმევლისთვის.
29 . ყოველ კაცსა და ქალს, ვისაც გული უწევდა მისატანად, ყოველი იმ საქმისთვის, რომლის კეთებაც ბრძანა უფალმა მოსეს პირით; მიჰქონდათ ისრაელის შვილებს ნებაყოფლობითი შესაწირი უფლისთვის.
30 . უთხრა მოსემ ისრაელის შვილებს: "შეხედეთ, სახელდებით მოუხმო უფალმა ბეცალელს, ძეს ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან.
31 . აავსო იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით,
32 . რათა ოსტატურად დაამუშავოს ოქრო, ვერცხლი და სპილენძი.
33 . გამოთალოს ქვები ჩასასმელად, მოაჩუქურთმოს ხე და აღასრულოს ოსტატის ყოველი საქმე.
34 . გულში ჩაუდო სხვათა სწავლების უნარი მას და ოჰოლიაბს, ახისამაქის ძეს, დანის ტომიდან.
35 . აუვსო გული სიბრძნით, რათა აკეთონ ყოველი საქმე მეჩუქურთმისა, ოსტატურად მქსოველისა და მქარგავისა ცისფერ, ძოწისფერ, მეწამულ და ბისონის ქსოვილებზე და მქსოველისა, რომელიც ოსტატურ ნაკეთობებს ქმნის”.
1 . შეუდგნენ საქმეს ბეცალელი და ოჰოლიაბი და ყველა ოსტატი, რომელთაც მიანიჭა უფალმა სიბრძნე და გონიერება, საწმიდარისთვის საჭირო საგნების გასაკეთებლად უფლის ბრძანებისამებრ.
2 . მოუხმო მოსემ ბეცალელს, ოჰოლიაბს და ყველა ოსტატს, რომელთაც მიანიჭა უფალმა გულის სიბრძნე, თითოეულს, ვისაც გული ერჩოდა საქმის დასაწყებად და საკეთებლად.
3 . და მიიღეს მოსესაგან მთელი შემოწირულობა, რაც მიიტანეს ისრაელის შვილებმა საწმიდრის საქმის აღსასრულებლად, მის საკეთებლად; კვლავ მიჰქონდათ მასთან ძღვენი დილაობით.
4 . მოვიდა ყველა ბრძენკაცი, საწმიდარის ყოველგვარი საქმის მკეთებელი, თითოეული თავისი საქმის მცოდნე, ვის რისი გაკეთებაც შეეძლო.
5 . ასე უთხრეს მოსეს: "იმაზე მეტი მოაქვს ხალხს, ვიდრე იმ სამუშაოს შესასრულებლადაა საჭირო, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა”.
6 . მაშინ ბრძანა მოსემ და გაავრცელეს ხმა ბანაკში: "არც კაცმა და არც ქალმა აღარაფერი გაამზადოს საწმიდრისათვის შესაწირად”. და შეწყვიტა ხალხმა მოტანა.
7 . საკმარისი იყო მარაგი ყოველი გასაკეთებელი საქმისთვის და ზედმეტადაც კი დარჩა.
8 . გააკეთა თითოეულმა ოსტატმა, კარვის საქმის შემსრულებელმა: გრეხილი ბისონის, ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული ქსოვილის ათი ნაჭერი; ქერუბებიც ამოქარგეს ზედ.
9 . თითოეული გადასაფარებლის სიგრძე ოცდარვა წყრთა იყო, სიგანე - ოთხი წყრთა; ერთი ზომისა იყო ყოველი გადასაფარებელი.
10 . ხუთი გადასაფარებელი ერთმანეთს გადააკერა და მეორე ხუთი ნაჭერიც ერთმანეთს გადააკერა.
11 . გააკეთა ცისფერი მარყუჟები ერთი გადასაფარებლის კიდეზე, სადაც იგი სხვებთან ერთიანდება; ასევე გააკეთა ბოლო გადასაფარებლის კიდეზე სხვებთან შესაერთებლად.
12 . ორმოცდაათი მარყუჟი გაუკეთა ერთ გადასაფარებელს და ორმოცდაათი მარყუჟი გააკეთა გადასაფარებლის ბოლოს, სადაც იგი სხვებთან ერთიანდება; ეს მარყუჟები ერთმანეთს ესადაგებოდნენ.
13 . გააკეთა ორმოცდაათი ოქროს კაუჭი, შეაერთა გადასაფარებლები ერთიმეორესთან კაუჭებით და გამოვიდა ერთიანი სავანე.
14 . გააკეთა გადასაფარებლები თხისურისგან სავანის გადასახურად: თერთმეტი ასეთი გადასაფარებელი დაამზადა.
15 . თითოეული გადასაფარებლის სიგრძე - ოცდაათი, ხოლო სიგანე ოთხი წყრთა იყო; ერთი ზომისა იყო თერთმეტივე გადასაფარებელი.
16 . შეაერთა ხუთი გადასაფარებელი ცალკე და ექვსი გადასაფარებელი ცალკე.
17 . გააკეთა ორმოცდაათი მარყუჟი ბოლო გადასაფარებლის კიდეზე, მისაერთებელთან და ორმოცდაათი მარყუჟი გააკეთა მეორე მისაერთებელი გადასაფარებლის კიდეზე.
18 . გააკეთა სპილენძის ორმოცდაათი კაუჭი კარვის შესაერთებლად, რათა ერთიანი ყოფილიყო.
19 . საფარი გააკეთა კარვისათვის ვერძთა ალისფერი ტყავებისგან და ზემოდან გადასახურავი მაჩვის ტყავებისგან.
20 . სვეტებად აკაციის ძელები გაუკეთა სავანეს.
21 . თითოეული ძელის სიგრძე ათი წყრთა იყო, სიგანე - ერთნახევარი.
22 . ორი რიკი ჰქონდა თითოეულ ძელს, ერთმანეთთან მიერთებული. ასე გაუკეთა აღთქმის კარვის ყოველ ძელს.
23 . გაუკეთა სავანეს ძელები, ოცი ძელი სამხრეთით.
24 . ორმოცი ვერცხლის კვარცხლბეკი გააკეთა ოცი ძელის ქვეშ: ორი კვარცხლბეკი ერთი ძელის ქვეშ ორივე სახელურისთვის და ორი კვარცხლბეკი მეორე ძელის ქვეშ - ორივე სახელურისთვის.
25 . გააკეთა ოცი ძელი აღთქმის კარვის მეორე გვერდისთვის, ჩრდილოეთით.
26 . და ორმოცი ვერცხლის კვარცხლბეკი: ორი კვარცხლბეკი ერთი ძელის ქვეშ და ორი კვარცხლბეკი მეორე ძელის ქვეშ.
27 . გააკეთა ექვსი ძელი აღთქმის კარვის უკანა მხარეს, დასავლეთისკენ.
28 . ორი ძელი გააკეთა აღთქმის კარვის კუთხეებისთვის, უკანა მხარეს.
29 . შეერთებული იყო ქვემოდან და ზემოდან ერთი რგოლით; ასე გააკეთა ორივესთვის ორივე კუთხეში.
30 . რვა ძელი იყო თავ-თავისი ვერცხლის კვარცხლბეკებით, თექვსმეტი კვარცხლბეკი: ორ-ორი კვარცხლბეკი თითოეული ძელის ქვეშ.
31 . გააკეთა ძელაკები აკაციის ხისგან: ხუთი - სავანის ერთი გვერდის ძელებისთვის,
32 . ხუთიც - სავანის მეორე გვერდის ძელებისთვის, დასავლეთით.
33 . გააკეთა შუა ძელაკი ძელების შუაგულში გასაყრელად ერთი ბოლოდან მეორემდე.
34 . ძელები და მათი რგოლები ოქროთი მოჭედა, ოქროსაგან გააკეთა სათავსები ძელაკებისთვის; ისინიც ოქროთი მოჭედა.
35 . გააკეთა ფარდა ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისგან; ზედ ოსტატურად ამოქარგა ქერუბები.
36 . გაუკეთა მას აკაციის ოთხი სვეტი, ოქროს კაუჭებით და ოქროთი მოჭედა; და ჩამოასხა მათთვის ოთხი ვერცხლის კვარცხლბეკი.
37 . დაამზადა მოხატული ფარდა კარვის შესასვლელისთვის ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისგან, მქარგველის ნამუშევარი.
38 . და ხუთი სვეტი კაუჭებითურთ. ოქროთი მოჭედა მათი თავები და კაუჭები; გააკეთა ხუთი სპილენძის კვარცხლბეკი.
1 . როგორც კი თავის სახლში დაიწყო ცხოვრება მეფემ, მოასვენა უფალმა გარშემო მტრებისგან.
2 . უთხრა მეფემ ნათან წინასწარმეტყველს: "შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, ღვთის კიდობანი კი კარავში ასვენია”.
3 . მიუგო მეფეს ნათანმა: "გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს, რადგან შენთანაა უფალი”.
4 . მაგრამ ესმა იმ ღამეს უფლის სიტყვა ნათანს:
5 . "წადი და უთხარი ჩემს მსახურს, დავითს: ასე ამბობს-თქო უფალი, განა შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს სამყოფელად?
6 . იმ დროიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე ისრაელი, სახლში არ ვმკვიდრობ, დღემდე კარავსა და სავანეში ვიმყოფები.
7 . აბა, ისრაელიანთა შორის ყოფნისას, ოდესმე თუ მითქვამს სიტყვა ისრაელის რომელიმე ტომისთვის, ვისთვისაც ჩემი ერის, ისრაელის მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი?
8 . ახლა უთხარი ჩემს მორჩილს დავითს, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ფარეხიდან, ცხვრის მწყემსობიდან წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის მთავარი გამხდარიყავი.
9 . ყველგან თან გახლდი, სადაც კი მიდიოდი და ვანადგურებდი შენს მტრებს შენს წინაშე; და განვადიდე შენი სახელი, დიდებული ადამიანების მსგავსად ამ ქვეყანაზე.
10 . ადგილს დავუდგენ ჩემს ერს, ისრაელს და დავაფუძნებ მას, რათა იცხოვროს თავის ადგილზე. და მეტად აღარ შეშფოთდება, და ძველებურად ვეღარ შეაჭირვებენ მას ბოროტმოქმედნი,
11 . როგორც მაშინ, როცა მსაჯულები დავუდგინე ჩემს ხალხს, ისრაელს; ყველა შენი მტრისგან მოგასვენებ და გაუწყებს შენ უფალი: უფალი აგიშენებს სახლს!
12 . და დრო რომ დაგიდგება და განისვენებ შენს მამებთან, აღვადგენ შენს შემდგომ შენს შთამომავალს, შენი საზარდულიდან გამოსულს და განვუმტკიცებ სამეფოს.
13 . ის ააშენებს სახლს ჩემი სახელისთვის და უკუნისამდე განვამტკიცებ მის სამეფო ტახტს.
14 . მამა ვიქნები მისთვის, ის კი ძე იქნება ჩემთვის. როდესაც დააშავებს, დავსჯი კაცთა კვერთხით და ვცემ ადამიანთა ჩვეულებით.
15 . მაგრამ არ წაერთმევა მას ჩემი წყალობა და სიკეთე, როგორც წავართვი საულს, რომელიც ჩამოგაცილე შენს წინ.
16 . მტკიცედ იდგება შენი სახლი და შენი სამეფო საუკუნოდ ჩემს წინაშე; მყარი იქნება შენი ტახტი უკუნისამდე!”
17 . ყველა ეს სიტყვა და მთელი ეს ხილვა მოუთხრო ნათანმა დავითს.
18 . მივიდა მეფე დავითი, დადგა უფლის წინაშე და თქვა: "უფალო ღმერთო, ვინა ვარ მე და ვინ არის ჩემი სახლი, რომ აქამდე ამამაღლე?
19 . ესეც გეცოტავა შენს თვალში უფალო, ღმერთო ჩემო და წინასწარ ილაპარაკე შენი მსახურის სახლზე. კაცთა წესია ეს, უფალო, ღმერთო!
20 . კიდევ რისი თქმა შეუძლია შენთვის დავითს? შენ თავად იცნობ შენს მსახურს, უფალო ღმერთო!
21 . შენი სიტყვისა და შენი ნების თანახმად მოიმოქმედე ეს დიადი საქმეები, რომ ამცნო შენს მსახურს.
22 . ამიტომაც დიადი ხარ შენ, უფალო ღმერთო, რადგან არავინაა შენი მსგავსი და არ არის სხვა ღმერთი შენს გარდა, ყველაფრის თანახმად, რაც მოგვისმენია ჩვენი ყურით.
23 . რომელი ხალხია ამქვეყნად შენი ერის, ისრაელის მსგავსი, რომელსაც ღმერთი მოევლინა, რომ თავისთვის გამოესყიდა და თავის ერად ექცია, რომ სახელოვანი გაეხადა და ჩაედინა დიადი და საკვირველი საქმეები შენი ხალხის თვალწინ, რომელიც გამოისყიდე ეგვიპტისგან, განდევნე რა ხალხები და მათი ღმერთები მათ წინაშე?
24 . შენ განამტკიცე შენი ხალხი, ისრაელი, რომ შენს ხალხად გაგეხადა უკუნისამდე, ხოლო შენ, უფალო, მათი ღმერთი გამხდარიყავი.
25 . ახლა კი, უფალო ღმერთო, იმოქმედე შენი აღთქმისამებრ და აღასრულე შენი სიტყვა, რომელიც შენს მსახურზე და მის სახლზე თქვი,
26 . რათა განდიდდეს სახელი შენი უკუნისამდე და თქვან: ცაბაოთ უფალია ისრაელის ღმერთი. და მტკიცე იყოს, შენი მსახურის დავითის სახლი შენს წინაშე.
27 . რადგან შენ, ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა, გამოუცხადე შენს მსახურს და უთხარი, სახლს აგიშენებო. ამიტომაც გაბედა შენმა მსახურმა, რომ ასე ელოცა შენს მიმართ.
28 . ახლა, უფალო ღმერთო! ჭეშმარიტია შენი სიტყვები და ასეთი სიკეთე გაქვს აღთქმული შენი მსახურისთვის.
29 . ახლა ინებე და აკურთხე შენი მსახურის სახლი, რომ საუკუნოდ შენს წინაშე იყოს, რადგან ასე გაქვს ნაბრძანები, უფალო! იკურთხოს შენი კურთხევით შენი მსახურის სახლი უკუნისამდე”.
1 . შემოკრიბა დავითმა ისრაელის ყველა მთავარი იერუსალიმში, მამისსახლთა თავკაცები, ჯარების სარდალნი, მეფის მსახურნი, ათასისთავნი, ასისთავნი, მეფისა და მისი ძეების მთელი ქონებისა და ჯოგის გამგებელნი, მეფისწულები თავისი საჭურისებით და ყველა მამაცი ვაჟკაცი.
2 . ფეხზე წამოდგა მეფე დავითი და ბრძანა: „მისმინეთ, ძმანო ჩემო და ხალხო ჩემო! გულში მქონდა უფლის აღთქმის კიდობნისთვის სამუდამო სახლისა და ჩვენი ღვთის ფეხთათვის კვარცხლბეკის აშენება; აჰა, ყველაფერი გავამზადე მშენებლობის დასაწყებად.
3 . მითხრა უფალმა: არ ააშენო ტაძარი ჩემს სახელზე, რადგან მებრძოლი კაცი ხარ და სისხლი გაქვს დაღვრილი!
4 . მამაჩემის მთელი სახლეულიდან გამომარჩია უფალმა, ისრაელის ღმერთმა, უკუნისამდე სამეფებლად ისრაელზე, რადგან იუდა გამოარჩია მმართველად, იუდას სახლში მამაჩემის სახლი აირჩია, მამაჩემის ძეთა შორის კი, ჩემი გამეფება ინება მთელ ისრაელზე!
5 . ჩემი ყველა ვაჟიდან კი, ვინაიდან მრავალი ძე მომცა უფალმა, სოლომონი ამოირჩია, უფლის სამეფოს, ისრაელის ტახტზე დასასმელად.
6 . მითხრა: სოლომონი, შენი ძე, ის ააშენებს ჩემს სახლსა და ეზოებს, რადგან ის ავირჩიე ჩემთვის ძედ და მე ვიქნები მის მამად.
7 . სამარადისოდ განვუმტკიცებ სამეფოს, თუ მტკიცედ დაიცავს ჩემს მცნებებსა და დადგენილებებს, როგორც დღეს იცავს!
8 . ახლა კი, მთელი ისრაელის, უფლის კრებულის წინაშე და ჩვენი ღმერთის გასაგონად ვამბობ: დაიცავით და გამოიკვლიეთ უფლის, თქვენი ღმერთის ყოველი მცნება, რათა დაიმკვიდროთ ეს ბარაქიანი ქვეყანა და დაუტოვოთ თქვენს ძეთ, თქვენ შემდეგ სამუდამოდ.
9 . შენც სოლომონ, ჩემო ძეო, შეიცანი მამაშენის ღმერთი და მთელი გულითა და გონებით ემსახურე მას, რამეთუ მთლიანად იკვლევს გულს უფალი და ფიქრთა ყოველი ზრახვა უწყის. თუ მოძებნი მას - იპოვი, თუ მიატოვებ - სამუდამოდ უარგყოფს.
10 . აჰა, შენ გამოგარჩია უფალმა, რათა სახლი აუშენო საწმიდრად, მტკიცედ იდექი და შეასრულე!”
11 . და მისცა დავითმა სოლომონს, თავის ძეს, კარიბჭის, მისი სახლების, ზედა სათავსების, ქორედების, შიდა ოთახებისა და კიდობნის სახლის ნახაზები;
12 . ასევე ყველაფრის გეგმა, რისი გაკეთებაც სულით უნდოდა, უფლის სახლის ეზოების, ირგვლივ თითოეული ოთახების, ღვთის ტაძრის საგანძურებისა და შეწირული ნივთების საგანძურებისა;
13 . მღვდელთა და ლევიანთა დასებისთვის, უფლის სახლის ყველა მსახურებისა და მისთვის საჭირო მთელი ჭურჭლისა;
14 . ოქროს ნივთებისა განსაზღვრული წონით, ყოველგვარი მსახურებისთვის განკუთვნილი ყოველი ჭურჭლისა, ვერცხლის ყველა ნივთისა, განსაზღვრული წონით, ყოველგვარი მსახურებისთვის განკუთვნილი ყოველი ჭურჭლისა.
15 . ოქროს სალამპრეებისა თავ-თავისი წონით, თითოეული სალამპრე, თავის სადგომზე წონის ნიშნულით და ვერცხლის სალამპრეებისა წონით, თითოეული სალამპრე, თავის სადგომზე წონის ნიშნულით, თითოეული სალამპრე თავისი სამსახურებრივი დანიშნულებისამებრ.
16 . ოქროს წონა, საწინაშეო პურის მაგიდისთვის, თითოეული მაგიდისთვის და ვერცხლიც, ვერცხლის მაგიდისთვის.
17 . ასევე სუფთა ოქრო ჩანგლების, თასებისა და ოქროს ფიალებისთვის ოქროსავე სარქვლებით, თითოეული სარქვლისთვის წონით, ასევე ვერცხლიც წონით, თითოეული სარქვლისთვის.
18 . და საკმევლის სამსხვერპლოსთვის ხალასი ოქრო, განსაზღვრული წონა და ეტლის გამოსახულება ოქროს ფრთებგაშლილი ქერუბებით, რომლებიც უფლის აღთქმის კიდობანს ფარავდნენ.
19 . და თქვა დავითმა: "ეს ყველაფერი უფლისგან არის, რაც ჩამაგონა აღსასრულებლად”.
20 . უთხრა დავითმა სოლომონს, თავის ძეს: „მტკიცედ იდექი, გაბედული იყავი და შეუდექი საქმეს. ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები, რადგან უფალი ღმერთი, ჩემი ღმერთი, შენთანაა და არ მიგატოვებს, უფლის სახლის მსახურების ყოველი საქმის აღსრულებამდე.
21 . და აჰა, მღვდელთა და ლევიანთა დასები ყოველგვარი მსახურებისთვის ღვთის სახლში და ყველა გულმოდგინე, ხელოსნობაში გაწაფული კაცი შენთან არის ყოველ საქმეში; ასევე ყველა მთავარი და მთელი ხალხი, შენს ბრძანებაზეა”.
1 . სპარსეთის მეფის, კიროსის მეფობის პირველ წელს, იერემიას პირით წარმოთქმული უფლის სიტყვის აღსასრულებლად აღძრა უფალმა
2 . "ასე ამბობს კიროსი, სპარსეთის მეფე: დედამიწის ყოველი სამეფო მე მომცა უფალმა, ცათა ღმერთმა და მან მიბრძანა, რომ სახლი ავუშენო მას იერუსალიმში, რომელიც იუდაშია.
3 . ვინ არის თქვენ შორის მისი ხალხიდან, დაე ღმერთი იყოს მასთან და ავიდეს იერუსალიმს, რომელიც იუდაშია, რათა ააშენოს სახლი უფლისა, ისრაელის ღმერთისა, იმ ღმერთისა, რომელიც იერუსალიმშია!
4 . დანარჩენებმა კი, ყველამ იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობენ, შეეწივნონ მას ვერცხლითა და ოქროთი, ქონებითა და პირუტყვით, სხვა შესაწირებთან ერთად, ღმერთის სახლისთვის, რომელიც იერუსალიმშია!”
5 . აღდგნენ იუდასა და ბენიამინის სახლთა მთავარნი, მღვდელნი და ლევიანნი, ყველა, ვისი სულიც აღძრა ღმერთმა, რათა იერუსალიმში ამოსულიყვნენ უფლის სახლის ასაშენებლად.
6 . ყველა მათი მეზობელი ეხმარებოდა მათ ვერცხლის ჭურჭლით, ოქროთი, ქონებით, პირუტყვითა და ძვირფასეულობით, გარდა იმისა, რაც ნებაყოფლობით შესწირეს.
7 . ხოლო მეფე კიროსმა ბრძანა გამოეტანათ უფლის სახლის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა წამოიღო იერუსალიმიდან და თავისი ღმერთების სახლში დააწყო.
8 . გამოიტანა ჭურჭელი კიროსმა, სპარსეთის მეფემ, მითრიდატე ხაზინადარის ხელით და შეშბაცარს, იუდას მთავარს მიუთვალა.
9 . აი მათი რიცხვი: ოქროს ოცდაათი ლანგარი, ვერცხლის ათასი ლანგარი, ოცდაცხრა დანა,
10 . ოქროს ოცდაათი თასი, ვერცხლის ოთხას ათი ორპირი თასი და სხვა ჭურჭელი - ათასი.
11 . ოქროსა და ვერცხლის მთელი ჭურჭელი ხუთი ათას ოთხასი იყო. ეს ყოველივე შეშბაცარმა ამოიტანა ბაბილონის ტყვეობიდან იერუსალიმში დაბრუნებისას.
1 . დავითის ფსალმუნი. უთხრა უფალმა მეუფეს ჩემსას: იჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ.
2 . კვერთხს შენი ძალისას გამოგიგზავნის უფალი სიონიდან; იბატონე შენს მტერთა შორის.
3 . შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი გალაშქრების ჟამს წმიდა ბრწყინვალებით; განთიადის საშოდანვე შენთანაა ნამი შენი სიყრმისა.
4 . დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით.
5 . უფალი შენს მარჯვნივაა, თავის რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს.
6 . განსჯის ხალხებს, აავსებს მძორებით, მრავალს გაუჭეჭყავს თავს მიწაზე.
7 . ნაკადულიდან დალევს გზაში, ამიტომ მაღლა ასწევს თავს.
1 . და აჰა, გაუწყებთ ძმებო, ღვთის მადლის შესახებ, რომელიც მაკედონიის ეკლესიებს მიეცა;
2 . რადგან, მიუხედავად დიდი შეჭირვებით გამოცდისა, მათი სიხარულის სიუხვე და მათი სიღატაკის სიღრმე უხვად გამოიხატა მათი ხელგაშლილობის სიმდიდრეში.
3 . ვინაიდან ვადასტურებ, რომ თავიანთი ძალის შესაბამისად და უფრო მეტადაც იყვნენ გულუხვნი.
4 . დაჟინებით გვთხოვდნენ, რომ წმიდანთა მომსახურებაში მოზიარეობის უფლება მიგვეცა.
5 . და გაიღეს არა მარტო ის, რისი მოლოდინიც გვქონდა, არამედ მათ საკუთარი თავი მისცეს ჯერ უფალს და მერე ჩვენც, ღვთის ნებით;
6 . ამიტომ ტიტეს ვთხოვეთ, რომ, როგორც დაიწყო, ასევე დაემთავრებინა თქვენთან ეს კეთილი საქმე.
7 . ჰოდა, როგორი სიუხვეც გაქვთ ყველაფერში - რწმენასა და სიტყვაში, შემეცნებასა და ყოველგვარ სწრაფვაში, და თქვენდამი ჩვენს სიყვარულში, - ასევე იუხვეთ ამ მადლშიც.
8 . ამას ბრძანებით კი არ ვამბობ, არამედ იმისთვის, რომ სხვათა გულმოდგინებით თქვენი სიყვარულის სიწრფელეც გამოვცადო.
9 . ვინაიდან იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ თქვენთვის გაღატაკდა იგი, თუმცა მდიდარი იყო, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი გაღატაკებით.
10 . ჩემს აზრს გეტყვით ამაზე: რადგან სასარგებლო იქნება არამხოლოდ აღასრულოთ ის, რაც შარშან პირველებმა წამოიწყეთ, არამედ ხალისიც იქონიოთ.
11 . ახლა კი საქმე დაასრულეთ, რათა, რისი გაკეთებაც ხალისით გეწადათ, შეასრულოთ კიდეც, თქვენი შესაძლებლობისამებრ.
12 . ვინაიდან, როცა წადილი არის, შენაწირი მიიღება იმის მიხედვით, ვისაც რა აქვს, და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს.
13 . ვინაიდან, იმისთვის კი არ იძლევით, რომ სხვებს შვება ჰქონდეთ და თქვენ გაჭირვება, არამედ თანაბრობისთვის.
14 . ამჟამად თქვენი ნამეტი შეავსებს მათ ნაკლულობას, რათა მათმა ნამეტმაც შეავსოს თქვენი ნაკლულობა, რომ იყოს თანაბრობა.
15 . როგორც სწერია: ბევრის ამკრეფს ზედმეტი არ მოსვლია და ცოტას ამკრეფს არ დაჰკლებია.
16 . და მადლობა ღმერთს, რომელიც ასეთსავე სიბეჯითეს აძლევს თქვენ მიმართ ტიტეს გულს;
17 . ვინაიდან მართლაც გულიანად დათანხმდა ჩვენს თხოვნას და საკუთარი სურვილითაც გამოემართა თქვენთან.
18 . მასთან ერთად გამოვგზავნეთ ძმა, რომელსაც ყველა ეკლესიაში აქებენ სახარების ქადაგებისთვის.
19 . გარდა ამისა, ეკლესიების მიერ ხელდასხმულიცაა ჩვენს თანამგზავრად ამ სამადლო საქმეში, რასაც ვემსახურებით ჩვენ, თვით უფლის სადიდებლად და ჩვენი წადილის შესაბამისად.
20 . ვფრთხილობთ ამაში, რომ ვინმესგან არ დავდანაშაულდეთ ამ უხვი შესაწირის განკარგვის საქმეში.
21 . და რაკი კეთილს ვიზრახავთ, არამხოლოდ უფლის წინაშე, არამედ ადამიანთა წინაშეც,
22 . თან წამოვაყოლეთ ჩვენი ძმა, ვისი გულმოდგინებაც მრავალჯერ გამოვცადეთ ბევრ რამეში, და ახლა უფრო მოწადინებულია, რადგან დარწმუნებულია თქვენში.
23 . რაც შეეხება ტიტეს, ის ჩემი თანაზიარი და თანამშრომელია თქვენდამი მსახურებაში. ჩვენი ძმები კი, ეკლესიათაგან წარგზავნილნი არიან და ქრისტეს დიდება.
24 . ჰოდა, უჩვენეთ მათ თქვენი სიყვარული და დაადასტურეთ ჩვენი ქადილი თქვენს შესახებ ეკლესიების წინაშე.
1 . თუმცა ზედმეტად მიმაჩნია მოგწეროთ წმიდანთა მომსახურებაზე.
2 . რადგან ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიკვეხნი კიდეც თქვენით მაკედონელთა წინაშე, რომ აქაია შარშანდელს აქეთ მზად არის-მეთქი; ასე, რომ მრავალი წახალისდა თქვენი მოშურნეობით.
3 . ძმები კი იმისთვის გამოვგზავნე, რომ ფუჭი არ აღმოჩნდეს ჩვენი კვეხნა თქვენით ამ საქმეში და რათა მზად იყოთ, როგორც ვთქვი.
4 . რათა, როცა მაკედონელნი მოვლენ ჩემთან ერთად, მოუმზადებლები არ გპოვონ და არ შევრცხვეთ; არ ვამბობ თქვენ არ შერცხვეთ-მეთქი, რადგან ასე დაბეჯითებით ჩვენ დავიკვეხნეთ.
5 . ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე მეთხოვა ძმებისთვის, რომ წინასწარ მოსულიყვნენ თქვენთან და გაემზადებინათ თქვენგან უკვე აღთქმული ძღვენი, რათა მზად ყოფილიყო როგორც კეთილი ნების და არა როგორც ნაძალადევი საჩუქარი.
6 . იმასაც გეტყვით, რომ ვინც ძუნწად თესავს, ის ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, ის უხვად მოიმკის.
7 . თითოეულმა გაიღოს ისე, როგორც გულით განეწყო, არც მწუხარებითა და არც ძალდატანებით; ვინაიდან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს;
8 . ღმერთს კი ძალუძს სიუხვე მოგცეთ ყოველგვარ მადლში, რათა ყველაფერში ყოველივეს საკმარისად მქონენი, უხვნი იყოთ ყოველი კეთილი საქმისთვის.
9 . როგორც სწერია: გაფლანგა, ღარიბებს დაურიგა; მისი სიმართლე რჩება უკუნისამდე!
10 . ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს - საჭმელად, მოგცემთ და გაამრავლებს თქვენს თესლს და გაზრდის თქვენი სიმართლის ნაყოფს,
11 . რათა ყველაფერში გამდიდრდეთ ყოველგვარი ხელგაშლილობისთვის, რაც ჩვენი მეშვეობით ღვთისადმი მადლიერებას გამოიწვევს.
12 . ვინაიდან ამ საქმის მსახურება არა მარტო ავსებს წმიდანთა ნაკლებობას, არამედ ღვთისადმი მადლიერებასაც ამრავლებს;
13 . რადგან ხედავენ რა ამ მსახურებას, ღმერთს ადიდებენ თქვენს მიერ ქრისტეს სახარების მორჩილებისა და აღიარების გამო, აგრეთვე ხელგაშლილობისა და იმ წრფელი მოზიარეობის გამო, რასაც არა მხოლოდ მათდამი, არამედ ყველას მიმართ ავლენთ.
14 . თქვენთვის ლოცულობენ და თქვენკენ მოილტვიან ისინი ღვთის იმ მადლის გამო, რაც აღმატებულად არის თქვენში.
15 . და მადლობა ღმერთს მისი ენითაღუწერელი საჩუქრისთვის.
1 . 1. ეგვიპტელ იუდაელებს სიხარულს, კეთილდღეობას და მშვიდობას უთვლიან ძმები - იერუსალიმში და იუდაში მყოფი იუდაელები. 2. დაე, სიკეთე მოგაგოთ ღმერთმა და გაიხსენოს თავისი აღთქმა აბრაამის, ისაკისა და იაკობის - თავის ერთგულ მორჩილთა მიმართ. 3. დაე, სუყველას მოგცეთ გული, რთამ თაყვანი სცეთ მას და აღასრულოთ მისი ნება მტკიცე გულითა და მოწადინე სულით. 4. გული გაგიხსნათ მან თავისი რჯულისათვის და მცნებებისთვის, მშვიდობა მოგფინოთ. 5. შეისმინოს უფალმა თქვენი ლოცვა-ვედრება და შეგიწყნაროთ გასაჭირში და არ გაგწიროთ. 6. ჩვენ ახლა თქვენთვის ვლოცულობთ. 7. დემეტრიოსის მეფობის დროს, ას სამოცდა ცხრა წელს, ჩვენ, იუდაელებმა, მოგწერეთ თქვენ დიდი გულისტკივილითა და მწუხარებით, რომელიც განვიცადეთ ჩვენ, როცა იასონი და მისი თანამზრახველები განუდგნენ წმიდა მიწას და სამეფოს, 8. და გადაწვეს კარიბჭეები, დაღვარეს უმანკო სისხლი. მაგრამ ჩვენ შევევედრეთ უფალს და შესმენილ იქნა ჩვენი ვედრება და შევწირეთ მსხვერპლი და ძღვენი, დავანთეთ კანდლები და პური დავუწყვეთ გვერდით. 9. ახლაც აღასრულებდეთ კარვობის დღესასწაულს, ქისლევის თვეში ას ოთხმოცდა რვა წელს. 10. მეფე პტოლომეოსის მასწავლებელს, არისტობულოსს, მირონცხებულ მღვდელთა ნათესავს და ეგვიპტელ იუდაელებს სიხარულსა და ჯანმრთელობას უსურვებენ იერუსალიმში და იუდაში მყოფნი, უხუცესობა და იუდა. 11. დიდად ვუმადლით ღმერთს, საშინელ საფრთხეთაგან ჩვენს მხსნელს, რომ შეგვეწია მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში 12. და უკუაქცია წმინდა ქალაქზე გამოლაშქრებული ჯარი, 13. რადგან სპარსეთს რომ მიადგა წინამძღთალი თავისი ლაშქრით, როშელიც უძლეველად იყო მიჩნეული, ნაკუწ-ნაკუწად აკაფეს ნანეას ტაძარში ამ ტაძრის ქურუმთა ეშმაკობის წყალობით. 14. ანტიოქოსი ხომ თითქოსდა მასთან შეუღლების სურვილით წამოვიდა ხსენებული ადგილისაკენ და მასთან ერთად მისი მეგობრებიც მოვიდნენ აქ, მზითვის ფულის ასაღებად. 15. ნანეას ქურუმებმა გადაიხადეს ფული და მეფეც მცირედი ამალით კვრივის გალავანში შემოვიდა. და, როგორც კი შედგა ტაძარში ანტიოქოსმა ფეხი, შიგნით მოიმწყვდიეს იგი ქურუმებმა, 16. გახსნეს თაღზე ფარული კარი, დაუშინეს იქიდან ქვები და ჩაქოლეს ყველა - წინამძღოლიცა და თანმხლებნიც; შემდეგ მოკვეთეს მათ თავები და გარეთ გამოყარეს. 17. ყოვლად კურთხეულია ჩვენი ღმერთი, რომ გასცა მკრეხელები; 18. ხოლო ჩვენ, რაკი მოვისურვეთ ქისლევის ოცდამეხუთე დღეს გვედღესასწაულა ტაძრის სატფურების დღესასწაული, საჭიროდ ვცანით, გვეუწყებინა თქვენთვის, რომ თქვენც გაგემართათ კარვობისა და ცეცხლის დღესასწაული, როგორც ნეემიამ, ტაძრისა და სამსხვერპლოს ამშენებელმა, შესწირა მსხვერპლი. 19. რადგან როცა სპარსეთში ტყვედ წაასხეს ჩვენი მამა-პაპა, ღვთისმოშიშმა მღვდლებმა საკურთხევლიდან საიდუმლოდ წამოიღეს ცეცხლი და მშრალი ჭის ფსკერზე გადამალეს და საიმედოდ შეინახეს ჭაში, რაკი არავინ იცოდა ეს ადგილი. 20. გამოხდა მრავალი წელი და ღმერთმა ინება, რათა სპარსეთის მეფეს ნეემია გაეგზავნა ცეცხლისთვის მისი შემნახველი მღვდლების შთამომავლებთან; როცა გვაცნობეს, რომ არ აღმოჩნდა ცეცხლი, არამედ მხოლოდ შემკვრივებული წყალი, უბრძანა მათ ნეემიამ, მოეტანათ იგი. 21. როცა ყველაფერი მოამზადეს მსხვერპლის შესაწირად, ნეემიამ მღვდლებს უბრძანა, ეპკურებინათ წყალი შეშისთვის და მასზე დაწყობილი მსხვერპლისთვის. 22. ბრძანება რომ შეასრულეს და დრომ მოაწია, გამოანათა მზემ, აქამდე ღრუბლებით რომ იყო დაფარული, და აღეგზნო დიდი ცეცხლი; გააოცა ამან ყველა. 23. მღვდლები კი, ვიდრე მსხვერპლი იწვოდა, ლოცულობდნენ მღვდლებიც და ყველანი. იონათანი იწყებდა და დანარჩენები ხმას აყოლებდნენ, და ნეემიაც მათ შორის. 24. ასეთი იყო მათი ლოცვა: უფალო, უფალო, ღმერთო, ყოვლის შემოქმედო, საშინელო და ძლიერო, სამართლიანო და ლმობიერო, ერთადერთო მეუფევ, კეთილისმყოფელო, 25. ერთადერთო გამრიგევ, ერთადერთო მართალო, ყოვლისმპყრობელო და მარადიულო, რომელმაც იხსენი ისრაელი ყოველივე ბოროტისაგან, რომელმაც გამოარჩიე მამები და აკურთხე ისინი; 26. შეიწირე ეს მსხვერპლი მთელი შენი ხალხის, ისრაელის გულისთვის, დაიცავი შენი წილხვედრი და წმინდაჰყავ იგი. 27. გევედრებით, კვლავ შეკრიბო ჩვენი გაფანტული ხალხი, იხსნა დატყვევებულნი წარმართთა შორის, მოხედე განწირულთ და მოძულებულთ; დაე, უწყოდნენ წარმართებმა, რომ ჩვენი ღმერთი ხარ; 28. დასაჯე ჩვენი მოძალადეები, ამპარტავნობით რომ გვაგულისებენ. 29. დანერგე შენი ხალხი შენს წმიდა ადგილას, როგორც თქვა მოსემ. 30. მღვდლები კი ამასობაში საზეიმო სიმღერებს გალობდნენ. 31. როგორც კი შეიწირა მსხვერპლი, ნეემიამ ბრძანა, დანარჩენი წყალი დიდ ქვებზე მოეღვარათ. 32. როგორც კი ეს ბრძანება აღასრულეს, იფეთქა ალმა, მაგრამ სამსხვერპლოსაგან გამოტევებულ შუქზე ჩანელდა იგი. 33. განცხადდა ეს საქმე და მოახსენეს სპარსეთის მეფეს, რომ იმ ადგილას, სადაც გადმოსახლებული მღვდლები ინახავდნენ ცეცხლს, აღმოჩნდა წყალი და ამ წყლით ნეემიას მიმდევრებმა განწმიდეს მსხვერპლი. 34. მეფემ საქმის ვითარება რომ გაიცნო, ბრძანა შემოესაზღვრათ ეს ადგილი, როგორც კვრივი. 35. ხოლო იმათ, ვისაც სწყალობდა, მეფემ ბევრი ძღვენი უბოძა, რაც თავად ჰქონდა მიღებული. 36. ხოლო ნეემიას თანმხლებმა ხალხმა უწოდა ამ ადგილს ნეფთარ, რაც განწმედად ითარგმნება. ბევრი კი მას ნეფთაის უწოდებს.