წისქვილის დოლაბი, ხელსაფქვი


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 11 : 5 ; რიცხვნი 11 : 8 ; მეორე რჯული 24 : 6 ; მსაჯულნი 9 : 53 ; მსაჯულნი 16 : 21 ; ეკლესიასტე 12 : 4 ; იერემია 25 : 10 ; მათე 18 : 6 ; მათე 24 : 41 ;
=1.1.135 წისქვილის დოლაბი, ხელსაფქვი

გამოყენება:
- მარცვლეულის საფქვავად რიცხ.11,8
- როგორც იარაღი მსაჯ.9,53
- როგორც სიმძიმე მათ.18,6
- არ აგირავებდნენ რჯ.24,6

მათზე მუშაობდნენ:
- მონები გამ.11,5
- ტუსაღები მსაჯ.16,21
- ქალები მათ.24,41

სიმბოლურად:
- სიბერე ეკლ.12,4
- გაუკაცრიელება იერ.25,10

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 11
5. მოკვდება ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყნად ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან პირმშომდე მხევლისა, ხელსაფქვავებს რომ უზის; მოკვდება ყოველი პირუტყვის პირველმოგებული.

რიცხვნი 11
8. დადიოდა ხალხი და კრეფდა, ფქვავდა წისქვილის ქვაზე ან ფილით ნაყავდა; ხარშავდნენ ქვაბში და კვერებს აცხობდნენ მისგან; ზეთიანი კვერის გემო ჰქონდა.

მეორე რჯული 24
6. არავინ დაიგირაოს ხელსაფქვავი ან დოლაბი, რადგან სიცოცხლის დამგირავებელი იქნება იგი.

მსაჯულნი 9
53. მაშინ ერთმა ქალმა დოლაბის ნატეხი მოახვედრა თავში აბიმელექს და თავის ქალა ჩაუმტვრია.

მსაჯულნი 16
21. შეიპყრეს ფილისტიმელებმა და თვალები დასთხარეს. ჩაიყვანეს ღაზაში, სპილენძის ხუნდები დაადეს და იყო სატუსაღოში მეხელსაფქვავედ.

ეკლესიასტე 12
4. ვიდრე დაიგმანებოდეს ქუჩის კარები, მიჩუმდებოდეს დოლაბის ხმაური, მიწყდებოდეს ფრინველთა ჟრიამული, დადუმდებოდეს ყოველი გალობა,

იერემია 25
10. ჩავაჩუმებ მათი სიხარულისა და ლხინის ხმას, ნეფისა და პატარძლის ხმას, წისქვილთა ხმაურსა და ლამპრის სინათლეს გავაქრობ.

მათე 18
6. ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან.

მათე 24
41. ორი ქალი იქნება წისქვილში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება.


1.1.135 Жернова - каменные круги для перетирания зерен в муку
Исх.11,5 Чис.11,8 Вт.24,6 Суд.9,53; 16,21 Екк.12,4 Иер.25,10 Матф.18,6; 24,41