უფალი დუმს და გვიმზერს. გვქონდეს შიში, მოვინანიოთ, ვთხოვოთ პატიება


საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 142 : 1 ; ესაია 57 : 11 ; ეზეკიელი 16 : 33 ; ეზეკიელი 36 : 31 ; მათე 26 : 75 ; მარკოხი 14 : 72 ; ლუკა 22 : 61 ; 2კორინთელთა 7 : გამოცხადება 2 : 5 ;
3.52.5. უფალი დუმს და გვიმზერს. გვქონდეს შიში, მოვინანიოთ, ვთხოვოთ პატიება

ფს.142,1,, ეს.57,[11] ეზეკ.16,63,, 36,31.32 მათ.26,75 მარ.14,72 ლუკ.22,[61.62],, 2კორ.7,9-11 გმცხ.2,5

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 142
1. ფსალმუნი დავითისა. უფალო, ისმინე ლოცვა ჩემი, ყურად იღე ჩემი ვედრება შენი ჭეშმარიტებით, მიპასუხე შენი სიმართლით.

ესაია 57
11. ვის უფრთხოდი და ვისი გეშინოდა, რომ მღალატობდი და არ გახსოვდი, გულზე არ გქონდი დადებული? ალბათ რომ ვდუმდი კარგა ხანი, იმიტომაც არ გქონდა ჩემი შიში.

ეზეკიელი 16
63. რათა გახსოვდეს და გრცხვენოდეს, ვეღარ გააღო პირი სირცხვილისგან, როცა ყველაფერს გაპატიებ, რაც ჩაიდინე, ამბობს უფალი. 

ეზეკიელი 36
31. მაშინ გაიხსენებთ თქვენს უკეთურ გზებს და უკუღმართ საქმეებს და შეგზარდებათ საკუთარი თავი თქვენს დანაშაულთა და სისაძაგლეთა გამო.
32. თქვენი გულისთვის არ აღვიძრები, ამბობს უფაღი ღმერთი; ეს შეიგნეთ! გრცხვენოდეთ და გაწითლდით თქვენი გზების გამო, ისრაელის სახლო!

მათე 26
75. გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო; გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა. 

მარკოზი 14
72. გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის მეორე ყივილამდე სამჯერ უარმყოფო, და ტირილი დაიწყო.

ლუკა 22
61. მაშინ უფალი შემობრუნდა და შეხედა პეტრეს; გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, რომელიც უთხრა მას: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო; 
62. გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.

2კორინთელთა 7
9. ახლა კი ვხარობ, არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ სინანულისათვის დამწუხრდით; რადგანაც დამწუხრდით ღვთის გულისათვის, ისე, რომ არა გვნებიათ რა ჩვენგან.
10. ვინაიდან წუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სინანულს, ამქვეყნიური წუხილი კი სიკვდილის დასაბამია.
11. რადგანაც, აი, იმავე მწუხარებამ ღვთის გულისათვის რამდენი რამ გამოიწვია თქვენში: როგორი გულმოდგინება და თავის მართლება, როგორი გულისწყრომა და შიში, როგორი სურვილი, მოშურნეობა თუ შურისგება; ყოველმხრივ წმიდად წარმოაჩინეთ თავი ამ საქმეში.

გამოცხადება 2
5. მაშ, გაიხსენე, საიდან დაეცი, მოინანიე და უწინდელ საქმეებს მიჰყავი ხელი. არადა, მალე მოვალ შენთან და ადგილიდან დავძრავ შენს სასანთლეს, თუკი არ მოინანიებ.

__თემაზე წერდნენ__
***
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით.
__ წმინდა ეფრემ ასური __