უფალი უსმენს წმიდანებს, გულმოდრეკილებს


საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 4 : 4 ; ფსალმუნები 16 : 1 ; ფსალმუნები 33 : 16 ; ფსალმუნები 65 : 18 ; 1პეტრე 3 : 12 ; ფსალმუნები 101 : 17 ; 1იოანე 3 : 22 ;
3.23.9. უფალი უსმენს წმიდანებს, გულმოდრეკილებს 

ფს.4,[4]; 16,1; 33,16; 65,18; 101,17; 1პეტ.3,12; 1იოან.3,21.22

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 4
4. უწყოდეთ, რომ ამოირჩია ღმერთმა წმიდანი: უფალი ისმენს, ოდეს მოვუხმობ მას.

ფსალმუნი 16
1. ლოცვა დავითისა. ისმინე, უფალო, სიმართლე, ყური მოაპყარ ჩემს ღაღადს, გაიგონე ჩემი ლოცვა უბიწო ბაგეებიდან.

ფსალმუნი 33
16. უფლის თვალები მიპყრობილია წმიდანებისაკენ და მისი ყურები - მათი ლოცვისაკენ.

ფსალმუნი 65
18. სიმრუდე რომ შემემჩნია ჩემს გულში, არ მოისმენდა უფალი.

ფსალმუნი 101
17. მოხედავს ლოცვას გულმოდრეკილთა და არ დაამცირებს მათ ლოცვას.

1პეტრე 3
12. რადგანაც უფლის თვალი მიპყრობილია მართალთა მიმართ, მისი ყური კი - მათი ლოცვა-ვედრების მიმართ, ხოლო მისი სახე რისხვით დაჰყურებს ბოროტმოქმედთ.

1იოანე 3
21. საყვარელნო, თუ ჩვენი გული არა გვგმობს, პირნათელნი ვართ ღვთის წინაშე.
22. ამიტომ, რასაც ვითხოვთ, მივიღებთ მისგან, ვინაიდან ვიმარხავთ მის მცნებებს და ისე ვიქცევით, როგორც მას მოსწონს.