ღვთის მოლოდინი, წყურვილი, მისი მოსვლის წვიმას შედარება


საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 41 : 3 ; ფსალმუნები 71 : 6 ; ფსალმუნები 142 : 6 ; ოსია 6 : 3 ; ოსია 14 : 6 ; იაკობი 5 : 7 ;
2,2.15. ღვთის მოლოდინი, წყურვილი, მისი მოსვლის წვიმას შედარება 

ფს.41,[3],, 71,6,, 142,6 ოს.6,3,, 14,6 იაკ.5,7-9 

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 41
3. ძლიერი და უკვდავი ღმერთის წყურვილი აქვს ჩემს სულს: როდის მოვალ და ვიხილავ სახეს ღმერთისას.

ფსალმუნი 71
6. იგი ჩამოვა, როგორც წვიმა მოთიბულ მდელოზე. როგორც წვეთები, მიწას რომ რწყავენ.

ფსალმუნი 142
6. ვიწვდი ხელებს შენსკენ. ჩემს სულს, ვითარცა მიწას გამოფიტულს, მოსწყურდი შენ. სელა.

ოსია 6
3. შევიცნოთ, ვესწრაფოთ უფლის შეცნობას; განთიადივით საიმედოა მისი ამოსვლა, წვიმასავით მოგვივა, ისხარივით, მიწას რომ რწყავს.

ოსია 14
6. ვიქნები ცვარი ისრაელისთვის; აყვავდება როგორც შროშანი და ლიბანივით გაიდგამს ფესვებს.

იაკობი 5
7. მაშ, მრავლისმთმენნი იყავით, ძმანო, უფლის მოსვლამდე. აჰა, გლეხკაცი ელის მიწის სანუკვარ ნაყოფს; მოთმინებით ელის როდის ეღირსება წვიმას, ნაადრევს თუ ნაგვიანევს.
8. თქვენც მრავლისმთმენნი იყავით და გაიმაგრეთ გული, რადგანაც მოახლოვდა მოსვლა უფლისა.
9. ნუ დრტვინავთ, ძმანო, ერთურთის მიმართ, რათა არ განისაჯოთ; აჰა, მსაჯული კართანა დგას.