სიამაყით, საკუთარი თავის მოყვარეობით განმსჭვალული სამშვინველი კაცისა


საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 9 : 25 ; ფსალმუნები 16 : 10 ; ფსალმუნები 72 : 3 ; იგავნი 8 : 13 ; იგავნი 16 : 18 ; იგავნი 26 : 12 ; ესაია 10 : 15 ; იერემია 43 : 2 ; იერემია 49 : 16 ; ეზეკიელი 16 : 49 ; დანიელი 5 : 20 ; ოსია 7 : 9 ; აბაკუმი 2 : 4 ; მარკოზი 7 : 21 ; ლუკა 18 : 11 ; 1იოანე 2 : 16 ; 1ტიმოთე 3 : 6 ; 2ტიმოთე 3 : 2 ;
1.3.19. სიამაყით, საკუთარი თავის მოყვარეობით 
განმსჭვალული სამშვინველი კაცისა 

ა) სიამაყე - სხვებზე მაღლა დგომის გრძნობა მოდის:
- ეშმაკისგან 1ტიმ.3,6
- თავდაჯერებულობისგან დან.5,20-23
- გაფუჭებული გულიდან მარ.7,21.22
- ამქვეყნიურისგან 1ინ.2,16
- თვითკმაყოფილებისგან ლუკ.18,11.12
- მიწიერი ხელისუფლებისგან ეზეკ.16,49.56

ბ) ვნება მისგან:
- სულს ასასტიკებს დან.5,20
- სულიერად ხრწნის ოს.7,9.10
- ხელს უშლის ნამდვილ პროგრესს იგ.26,12
- ხელს უშლის ღმერთთან მისვლაში ფს.9,25
- მიჰყავს თავის მოტყუებასთან იერ.49,16
- ხელს უწყობს ადამიანებს უარყონ ღვთის სიტყვა იერ.43,2
- ღუპავს იგ.16,18

გ) დამახასიათებელია:
- უპატიოსნოთათვის ფს.72,3.6
- ამა ქვეყნის ძლიერთათვის ფს16,[10] აბაკ.2,4.5
- ბოლო ჟამს მცხოვრებთათვის 2ტიმ.3,2

დ) უფლის მოშიშებას 
- სძულს იგ. 8,13
- არ შეუძლია ეს.10,15

__თემაზე წერდნენ__
*** 
ვინც ღრმად იკვლევს თავის სულს, იგი ისე ხშირად იჭერს თავის თავს შეცდომებში, რომ უნებურად თავმდაბალი ხდება. უკვე აღარ ამაყობს საკუთარი განათლებით და თავის თავს სხვაზე მაღლა არ აყენებს. 
__ჰელვეციუსი__

*** 
პატივმოყვარეობის დაძლევა დიდი ღვაწლია. ამისთვის კარგი საშუალებაა ფარულად სიკეთის ქმნა და ხშირი ლოცვა, ხოლო ნიშანი იმისა, რომ ამ ვნებისგან განთავისუფლდივ - ავისმთქმელზე ურისხველობაა. 
__წმ.მაქსიმ აღმსარებელი__

*** 
რისთვის განცხრები და ზვაობ, კაცო? რად განლაღებულხარ და ღრუბელზე მეტად მაღლობ? გულის ხმა-ჰყავ ბუნება შენი, რომ მიწა ხარ და ნაცარი და მცირე ხნის შემდეგ მტვრად იქცევი. 
__წმ.მაქსიმე აღმსარებელი__

*** 
სძლიე სიამაყე შენი, მიაღწიე თვითგანდგომას. __ნეტარი ავგუსტინე__

*** 
ის მანკი, რომლითაც პირველად იქნა ძლეული ადამიანი, სულ უკანასკნელად დაიძლევა ჩვენს მიერ, რადგან როცა ყველა ცოდვას ვსძლევთ, ის საშიშროება დაგვემუქრება, რომ საკუთარი კეთილდღეობისა და წარმატებულობის შეგნებისას, შესაძლოა ოდენ საკუთარი თავით და ჩვენი ძალებით ვიქადოდეთ და არა - უფლის ძლიერებით, რომელმაც მოგვმადლა წარმატება. 
__ნეტარი ავგუსტინე__

*** 
თავმოყვარეობა თავისთავად არც კეთილია და არც ბოროტი. საქმე ის არის, ვინ რაში ხმარობს თავმოყვარეობას, რაზეა იგი მიმართული. 
__ვეისი__

*** 
პატივმოყვარეობა სხვა არაარის რა, თუ არა უდროო ცდა, დიდი სახელი მოვიხვეჭოთ მანამ, ვიდრე მას დავიმსახურებდეთ. 
__ა. სმიტი__

*** 
მე მგონია, ფერუმარილით გათხუპნულ ქალს უფლება არა აქვს იამაყოს, როცა სახის კანს პირფერულად შეუქებენ. პირიქით ამან უფრო უნდა მოაგონოს ის შთაბეჭდილება, რასაც მისი სახის ბუნებრივი ფერი მოახდენდა. არ არსებობს სულმოკლეობისა და თავქარიანობის უფრო ცხადი საბუთი, ვიდრე დაუმსახურებელი ქებით ყოყოჩობაა. სწორედ ამას ჰქვია პატივმოყვარეობა. 
__ა.სმიტი__

*** 
პატივმოყვარეობისა და განწყობის შედეგად ადამიანები ხშირად მგზნებარედ ლაპარაკობენ და იშვიათად იჩენენ ყურადღებას სხვისი ნათქვამისადმი. გატაცებით იძლევიან პასუხს,, თუმცა არავინ უსმენს. მიჰყვებიან თავიანთ აზრებს და არად აგდებენ თანამოსაუბრის დასაბუთებას. არა თუ არ ცდილობენ მასთან ერთად დაადგინონ ჭეშმარიტება, არამედ არც გაეგებათ, რას ეძიებენ. ვინმეს რომ მოესმინა ამგვარი მუსაიფი და ჩაეწერა, წააწყდებოდა მრავალ საღ მოსაზრებას, რასაც ერთმანეთთან არავითარი კავშირი არა აქვს. 
__ლაბრუიერი__

*** 
თქვენ ხედავთ ადამიანებს, თავის ოდნავი დაკვრით რომ გესალმებიან, მხრების ქნევით მიმოდიან და მკერდს დედაკაცივით ამობურცავენ ხოლმე. რაღაცას შეგეკითხებიან, ზედ არ შემოგხედავენ. როხროხით ლაპარაკობენ, რაიც მაუწყებელია იმისა, რომ საკუთარ თავს დამსწრეებზე მაღლა აყენებენ. გაჩერდებიან და ყველა გარს ეხვევა. პირველი სიტყვა მათ ეკუთვნით, საუბარი მწთ მიჰყავთ და ყოვლად ეასაცილოდ მანამდე იბრიქებიან და ყოყლოჩინობენ, სანამ ვინმე დიდებული არ მობრძანდება. მაშინ კი გაისუსებიან და უბრუნდებიან თავიანთ ბუნებრივ მდგომარეობას, რაც ნაკლებ ამაზრზენია. 
__ლაბრუიერი__

*** 
პატივმოყვარეობა, აი ადამიანის ყველაზე მდაბალი თვისება და, იმავდროულად, მისი სიდიადის უტყუარი ნიშანი, რადგან თვით უზარმაზარი ადგილ-მამული, შესაშური ჯანმრთელობა, აურაცხელი ავლადიდება არ აკმაყოფილებს მას, თუკი მოყვასთა პატივისცემით არ არის გარემოსილი. ყველაზე მეტად ის აფასებს ადამიანის სულს და, რაგინდ საპატიო ადგილიც უნდა ჱჭიროს ცხოვრებაში, მაინც უკმაყოფილო იქნება, თუ ასეთივე ადგილი არ უჭირავს მოყვასის სულში. ესაა ყველაზე მშვენიერი ადგილი ამ ქვეყნად და ვერავინ ვერასოდეს ვერ აღმოფხვრის კაცის გულიდან მისკენ ლტოლვისა და მისი დაუფლების სურვილს.
თვით ისიც კი, ვისაც ყველაზე მეტად ეზიზღება ადამიანი და ცხოველთან აიგივებს მას, თავისდა უნებურად მისის სიყვარულისა და პატივისცემის მოხვეჭას ცდილობს. მას არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს თავის ყოვლისშემძლე ბუნებას, რომელიც უფრო დაბეჯითებით უმტკიცებს ადამიანის სიდიადეს, ვიდრე გონება - მის სიმდაბლეს და უბადრუკობას. 
__ბლეზ პასკალი__

*** 
იმ ადამიანისთვის, ვისაც მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს, ყველაზე სასურველია საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. 
__ბლეზ პასკალი__

*** 
თავმოყვარეობისა და, საერთოდ, ადამიანური „მე“-ს ნამდვილი არსი თავისი თავის სიყვარულია და მხოლოდ საკუთარი თავისთვის ზრუნვა. ესაა და ეს. მას არ ძალუძს ათასგვარი ნაკლისა და მანკიერებისგან განკურნოს თავისი სიყვარულის საგანი. „მე“-ს სურს იყოს დიადი, მაგრამ გრძნობს, რომ უბადრუკია, მას სურს იყოს ბედნიერი, მაგრამ ხედავს, რომ უბედურია; მას სურს იყოს სრულქმნილი, მაგრამ იცის, რომ არასრულქმნილებით სავსეა, მას სურს ყველა ადიდებდეს და თაყვანს სცემდეს, მაგრამ ხვდება, რომ მხოლოდ ზიზღსა და სიძულვილს იწვევს სხვებში. ეს წინააღმდეგობა გრძნობათაგან ყველაზე უსამართლო და ყველაზე ბრალეულ გრძნობას ბადებს ადამიანში. მძაფრ სიძულვილს სიმართლის მიმართ, სიმართლისა, რომელიც თვალს არ ხუჭავს და დაუნდობლად ამხილებს მის მანკიერებას. მას სურს მოსპოს სიმართლე, მაგრამ რაკი საკუთრივ სიმართლის მოსპობა არ შეუძლია, ცდილობს საკუთარ შეგნებაში მაინც ჩაკლას, ან სხვის სულში ჩაახშოს იგი, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველნაირად ცდილობს დაუმალოს თავისი ნაკლი როგორც სხვას, ისე საკუთარ თავსაც და ვერ იტანს, როცა ვინმე ხედავს ამ ნაკლს, ან ცდილობს თვით მას დაანახოს იგი. 
__ბლეზ პასკალი__

*** 
ჩვენ ისე პატივმოყვარენი ვართ, რომ გვსურს დედამიწის ზურგზე ყველა გვიცნობდეს და პატივს გვცემდეს, თვით ისინიც კი, ვინც ჩვენს შემდეგ მოვლენ ამ ქვეყნად; ჩვენ ისე უბადრუკნი ვართ, რომ ხუთი თუ ექვსი ნაცნობის პატივისცემა გვართობს და კიდეც გვაკმაყოფილებს. 
__ბლეზ პასკალი__

*** 
სიამაყე ყოველგვარ ნაკლს აწონასწორებს. აი, უცნაური ურჩხული, აშკარა ცთომა. შეხედეთ უადგილოდ დარჩენილ კაცს: რა გაშმაგებით დაეძებს თავის ადგილს ამ ცხოვრებაში. ადგილს დაეძებს ყველა. ვნახოთ, ვინ იპოვის. 
__ბლეზ პასკალი__

*** 
ძალიან ნუ აიწევი, მაღლა ცა არიო. 
__ქართული ხალხური__

*** 
ამაყები კისერს იტეხენო. 
__ქართული ხალხური__

*** 
ფრთხილი უნდა იყო, რომ ქებით პატივმოყვარეობა არ გაიღვივო. 
__ლევ ტოლსტოი__

*** 
მოერიდე ყოველგვარ ხარჯს, რომელსაც პატივმოყვარეობის გამო სწევ. 
__ლევ ტოლსტოი__

*** 
თქვენ, მაღლა რომ სწევთ ამხელა ცხვირებს,
გვისმინეთ, ბრძენი ასე გვფრთხილებს:
მზეც არ დიდგულობს ცხოველი ცაში,
დიდსა და მცირეს უგზავნის სხივებს. 
__მირზა შაფი__

*** 
არა მოგცა რა ლამაზის სიტყვებით ამაყობამა. 
__ვაჟა__

*** 
ეგოიზმი ისეთი საზიზღარი ნაკლია, რასაც არავინ აპატიებს სხვას და ვერავინ აღმოაჩენს საკუთარ თავში. 
__უცნობი ავტორი__

*** 
სიტყვა ჩამოუგდე ადამიანს მისი პიროვნების შესახებ და იგი მზად იქნება საათობით ისმინოს თქვენი ლაპარაკი.
__ბენჯამინ დიზრაელი__

*** 
მუდამ მაოცებდნენ ადამიანები, რომლებიც მოითხოვენ მათ პატივით მოეპყრან, როდესაც თავად სხვებს ამცირებენ. 
__მაჰათმა განდი__

*** 
პატივმოყვარე კაცისთვის უცხოა სიბრძნე. 
__მაჰათმა განდი__

*** 
სიამაყეს გზავნის მარტვილად. 
__იოსებ გრიშაშვილი__

*** 
ქებამ შემარცხვინა მე, რამეთუ იდუმალ მისურვია. 
__რაბინდრანატ თაგორი__

*** 
საყვედური იმან მკადროს, ვინც ჩემზე ღირსეულია, მაგრამ ვინაა ჩემზე ღირსეული? - კითხულობს სიამაყე. 
__შოთა ორველაშვილი__