ღმერთს ეძებს ადამიანი გამუდმებით


საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 9 : 11 ; ლუკა 19 : 2 ; საქმენი მოციქულთა 17 : 23 ; გამოცხადება 3 : 20 ;
1.2.28 ღმერთს ეძებს ადამიანი გამუდმებით

ფს. 9[11], ლუკ. 19,2-6; საქ. 17,23; გმცხ. 3,20

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნნი 9
11. შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, ვინაიდან არ მიატოვებ, უფალო, შენს მაძიებლებს. 

ლუკა 19
2. და, აჰა, ერთ მდიდარ კაცს, სახელად ზაქეს, რომელიც იყო მებაჟეთა უფროსი,
3. სურდა ეხილა იესო, რათა გაეგო, ვინ იყო, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ მოჰკრა თვალი, ვინაიდან ტანმორჩილი იყო;
4. წინიდან მოურბინა და ლეღვის ხეზე ავიდა მის დასანახად, ვინაიდან იქ უნდა გაევლო.
5. როცა იმ ადგილს გაუსწორდა, იესომ ზევით აიხედა, დაინახა იგი და უთხრა: ზაქე, ჩქარა ჩამოდი ძირს, ვინაიდან დღეს შენს სახლში უნდა ვიყო.
6. ისიც საჩქაროდ ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი.

საქმე მოციქულთა 17
23. ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით.

გამოცხადება 3
20. აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის - ჩემთან. 

თემაზე წერდნენ
*** 
ღმერთის არსებობას თანაბრად ამტკიცებს, როგორც მისი მაძიებლების გულმოდგინება, ისე იმათი სიბრმავე, ვინც მას არ ეძებს. 
__ბალზაკი__

*** 
ადამიანმა არ იცის, ვის მიაკუთვნოს თავი, ის გრძნობს, რომ დაიკარგა, დაეცა, დაივიწყა ჭეშმარიტი სამშობლო და ვეღარ აგნებს უკან დასაბრუნებელ გზას, თუმცაღა მთელი სიცოცხლე ბრმასავით დაბორიალობს განუჭვრეტელ უკუნში და სასოწარკვეთილი ალალბედზე, ხელის ფათურით დაეძებს მას! 
__ბლეზ პასკალი__

*** ღმერთი დაფარულია იმისთვის, ვინც მას სცდის და გამოცხადებულია იმისთვის, ვინც მას დაეძებს.
__ბლეზ პასკალი__

*** 
თუ უსინათლო ცეცხლისკენ მიდის, მას ცეცხლის მოთხოვნილება გასჩენია და ცეცხლი უკვე წარმართავს მას. თუ უსინათლო ცეცხლს დაეძებს, - ეს იმას ნიშნავს, რომ მან უკვე იპოვა იგი. 
__ეკზიუპერი__

*** 
საინტერესოა ერთი დამთხვევა: მექსიკურად, ისევე როგორც ძველ ბერძნულად „თეო“ „ღმერთს“ ნიშნავს. მაიას ქალაქი ტეოტიჰუაკანი ნიშნავს „ქალაქს, რომელშიც თაყვანს სცემენ ღმერთს“. 
__კ. კერამი__

*** 
ღმერთს ეძიებენ ფილოსოფოსები, ღვთისმეტყველებმა იპოვეს, ხოლო ზეციდან შობილ ქრისტიანებს ის ჰყავთ. 
__იაკობ ლევენი__

*** 
ადამიანებს შველით მარტო უუნათლესი ღმერთის ძიება. 
__ლია რუსიაშვილი__