ლოცვა სიხარულით, ხალისით ავსებს მლოცველს


საკვანძო მუხლები:

1მეფეთა 2 : 1 ; ფსალმუნები 9 : 14 ; ფსალმუნები 12 : 5 ; ფსალმუნები 19 : 6 ; ფსალმუნები 34 : 9 ; ფსალმუნები 50 : 14 ; ფსალმუნები 88 : 16 ; ესაია 12 : 6 ; აბაკუმი 3 : 17 ; ლუკა 1 : 46 ; 1პეტრე 1 : 8 ; ფილიპელთა 4 : 4 ;
3.22.1. ლოცვა სიხარულით, ხალისით ავსებს მლოცველს

1მფ.2,[1] ფს.9,14.15; 12,5.6; 19,6; 34,9; 50,14; 88,16.17 ეს.12,6 აბაკ.3,17.18 ლუკ.1,46.47; 1პეტ.1,8 ფლპ.4,4 

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 2
1. ილოცა ხანამ და თქვა: გამიხალისდა გული უფლის წყალობით და ღვთის წყალობით რქა ამიმაღლდა; გამეხსნა ბაგე მტრების წინააღმდეგ, რადგან გავიხარე შენი შეწევნით.

ფსალმნი 9
14. შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება ჩემი მტრებისგან, აღმამაღლე სიკვდილის კარიბჭიდან.
15. რათა განვაცხადო ყოველი შენი ქება კარიბჭეში სიონის ასულისა, ვილხინო შენმიერი შველით.

ფსალმუნი 12
5. თორემ იტყვის ჩემი მოძულე: „დავძლიე იგი“. გაიხარებენ ჩემი მტრები, თუ წავბორძიკდი. 
6. ხოლო მე შენი წყალობის იმედი მაქვს, შენი შველით იხარებს ჩემი გული; ვუგალობებ უფალს, ჩემს კეთილისმყოფელს.

ფსალმუნი 19
6. ვიმხიარულებთ შენი შველით და ღმერთის სახელით დროშას ავაფრიალებთ; ყველა შენი სათხოვარი შეგისრულოს უფალმა.

ფსალმუნი 34
9. ჩემი სული კი იხარებდეს უფლით, ილხენდეს მისი შემწეობით.

ფსალმუნი 50
14. დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით და დიდებული სულით გამამაგრე.

ფსალმუნი 88
16. ნეტარ არს ხალხი, მცოდნე ბუკის ხმობისა: ისინი შენი სახის შუქით იარებიან, უფალო;
17. შენი სახელით ილხენენ ყოველდღე და შენი სიმართლით ამაღლდებიან.

ესაია 12
6. იხარე და იზეიმე, სიონის ასულო, რადგან დიდია თქვენ შუაგულში ისრაელის წმიდა!

აბაკუმი 3
17. თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი, აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი, ყანებმა საზრდო არ მოიტანოს, მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსლებში საქონელი.
18. მე მაინც უფალში გავიხარებდი, ჩემი ხსნის ღმერთში ვნახავდი შვებას.

ლუკა 1
46. და თქვა მარიამმა: ადიდებს ჩემი სული უფალს,
47. გაიხარა ჩემმა სულმა ღმერთის, ჩემი მაცხოვრის გამო.

1პეტრე 1
8. რომელიც არ გინახავთ და გიყვართ, ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ და ენით უთქმელი და დიდი სიხარულით ხარობთ,

ფილიპელთა 4
4. მარადჟამ იხარეთ უფალში, და კვლავაც ვიტყვი: იხარეთ.