მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ლოცვა ტირილით - სულის დაღვრა უფლის წინაშე

ლოცვა ტირილით - სულის დაღვრა უფლის წინაშე

საკვანძო მუხლები

გაზიარება Facebook-ზე
=3.6.2. ლოცვა ტირილით - სულის დაღვრა უფლის წინაშე

1მფ.1,[15],, იობ.3,24 ფს.41,4,, 61,9; 141,3 გოდ.2,19 დან.9,3 იოვ.2,17

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 1

15. მიუგო ხანამ და უთხრა: არა, ჩემო ბატონო. ერთი დაჩაგრული ქალი ვარ. ღვინო და მაგარი სასმელი არ დამილევია. უფლის წინაშე ვღვრი ჩემს სულს.

იობი 3

24. რადგან ოხვრა მაქვს საზრდოდ და წყალივით იღვრება ჩემი ქვითინი!

ფსალმუნი 41

4. ჩემი ცრემლები პურად მქონდა დღისით და ღამით, რაკი მეტყოდნენ ყოველდღიურად: სად არის ღმერთი შენი?

ფსალმუნი 61

9. მიენდეთ მას ყოველჟამს, ხალხნო, თქვენი გული გადმოღვარეთ მის წინაშე; ღმერთია ჩვენი თავშესაფარი. სელა.

ფსალმუნი 141

3. გადმოვღვრი მის წინაშე ჩემს გულისნადებს, ჩემს გასაჭირს მის წინაშე ვილაპარაკებ.

გოდება იერემიასი 2

19. ადექი, იღაღადე ღამით, ყოველ სახმილავზე, წყალივით დაღვარე შენი გული უფლის წინაშე; გაიწოდე ხელები მისკენ შენი ჩვილების სიცოცხლისთვის, შიმშილით რომ იხოცებიან გზაჯვარედინებზე.

დანიელი 9

3. პირი მივაქციე უფალი ღმერთისკენ და მივმართე ლოცვითა და ვედრებით, მარხვაში, ჯვალოში და ნაცარში; 

იოველი 2

17. დერეფანსა და სამსხვერპლოს შორის იტირონ მღვდლებმა, უფლის მსახურებმა და თქვან: შეიბრალე, უფალო, ხალხი შენი და ნუ მისცემ შენს სამკვიდრებელს შესარცხვენად და სალანძღად ერებს. რატომ უნდა ამბობდნენ ხალხები, სად არისო მათი ღმერთი?

3.6.2. Молитва со слезами - излияние души перед Богом

1цар.1,[15] Иов.3,24 Пс.41,4,, 141,3 Плач.2,19 Дан.9,3.4 Иоил.2,17

მსგავსი თემები