რწმენის ზრდა, გამრავლება, მომატება, სრულყოფა


საკვანძო მუხლები:

იესო ნავეს ძე 1 : 8 ; 1მეფეთა 3 : 19 ; მათე 5 : 48 ; მათე 8 : 8 ; მათე 15 : 28 ; მათე 17 : 20 ; მარკოზი 1 : 20 ; მარკოზი 11 : 23 ; მარკოზი 12 : 30 ; ლუკა 16 : 16 ; ლუკა 17 : 6 ; ლუკა 22 : 44 ; იოანე 14 : 21 ; იოანე 15 : 14 ; იოანე 17 : 23 ; საქმენი მოციქულთა 9 : 22 ; იაკობი 1 : 4 ; იაკობი 2 : 14 ; იაკობი 3 : 2 ; 1პეტრე 5 : 10 ; 1იოანე 4 : 17 ; 1იოანე 5 : 4 ; რომაელთა 10 : 10 ; რომაელთა 12 : 6 ; 1კორინთელთა 9 : 24 ; ეფესელთა 3 : 20 ; ეფესელთა 4 : 12 ; ფილიპელთა 3 : 12 ; 1თესალონიკელთა 2 : 4 ; 2თესალონიკელთა 1 : 3 ; 1ტიმოთე 1 : 5 ; 2ტიმოთე 2 : 21 ; ებრაელთა 13 : 21 ;
3.40.19. რწმენის ზრდა, გამრავლება, მომატება, სრულყოფა

(რწმენის შენობის გასრულება. არა სუსტი, დროებითი, თვალთმაქცი, პირფერი, მოჩვენებითი, არამედ აქტიური, მდუღარე, ძლიერი, დიდებული, ყოვლისშემძლე რწმენა)

- ნუ გაქრება ღვთის სიტყვა ჩვენი ბაგეებიდან, დღედაღამ ვფიქრობდეთ და ვასრულებდეთ ყველაფერს იესნ.1,8; 1მფ.3,19 ინ.15,14

- ვიყოთ სრულქმნილი, როგორც ზეციერი მამაა სრულქმნილი მათ.5,48; 1კორ.9,24-27 ეფ.4,12.13 ფლპ.3,12-15; 2თეს.1,3

- უფლის ყოვლისშემძლეობაზე მინდობილი რწმენა მათ.8,8-10 ეფ.3,20

- დიდი რწმენა მათ.15,28

- თუმცა მცირე რწმენაც კი საკმარისია მთების გადასადგმელად მათ.17,20 ლუკ.17,6

- უყოყმაოდ მივყვებოდეთ უფალს მარ.1,20

- არ შეეჭვება გულში, არამედ რწმენა, რომ ჩვენი სიტყვისამებრ მოხდება მარ.11,23.24 რომ.4,19.20 ეფ.4,14

- უფლისადმი სიყვარული მთელი გულით, სულით, გონებით, არსებით, გონებით, ძალით მარ.12,30 ინ.14,21.23

- ცათა სასუფეველი ძალით აიღება ლუკ.16,16

- გულმხურვალე ლოცვა ლუკ.22,44

- ვიყოთ სრულნი ერთობით ინ.17,23 რომ.12,16

- ქადაგება ძლიერად საქ.9,22

- განსაცდელში მოთმინება სრულყოფს იაკ.1,[4]; 1პეტ.5,10 რომ.12,12; 1თეს.2,4

- ვესწრაფოთ საქმეში ჩანდეს ჩვენი რწმენა იაკ.2,14.26; 1კორ.9,27

- ბაგით და ხორცით შეუცოდებელი სრულქმნილია იაკ.3,2

- სრულქმნილი სიყვარული გვქონდეს 1ინ.4,17.18

- ქვეყნის მძლეველი რწმენა 1ინ.5,4

- გულით გვწამს სიმართლისთვის და ბაგით ვაღიარებთ სიცოცხლისთვის რომ.10,10

- კეთილსასურველ მსხვერპლად ვუძღვნათ ჩვენი სხეული ღმერთს, გარდავიქმნათ გონების განახლებით, რათა შევიცნოთ ღვთის ნება კეთილი, სათნო და სრული რომ.12,12

- რა ნიჭიც გვებოძა რწმენისამებრ გულმოდგინედ აღვასრულოთ რომ.12,6-8

- სულით ვმდუღარებდეთ რომ.12,11

- გვქონდეს უპირფერო რწმენა 1ტიმ.1,5

- ვიყოთ უფლისთვის განწმედილი სასურველი ჭურჭელი 2ტიმ.2,21

- და ყოველივეში ღმერთი სრულგვყოფს ებრ.13,21

ბიბლიის მუხლები

იესო ნავეს ძე 1
8. ნუ გაქრება რჯულის ეს წიგნი შენი ბაგეებიდან, დღითა და ღამით ფიქრობდე მასზე, რომ ყველაფერი შეასრულო, რაც იქ წერია. რადგან მაშინ წარგემართება გზა და მაშინ გექნება წარმატება.

1მეფეთა 3
19. იზრდებოდა სამუელი და უფალი იყო მასთან. ფუჭად არ ჩაუვლია არცერთ მის სიტყვას.

მათე 5
48. მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა. 

მათე 8
8. ხოლო ასისთავმა პასუხად უთხრა: უფალო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე; არამედ მხოლოდ სიტყვა ბრძანე და განიკურნება ჩემი მსახური.
9. ვინაიდან, თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც ხელქვეითებად მყვანან მეომრები: და ვეტყვი ერთს: წადი, და მიდის; და მეორეს: მოდი, და მოდის; და ჩემს მსახურს: გააკეთე ეს, და აკეთებს.
10. ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს და უთხრა უკან მომავალთ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც არ შევხვედრივარ ამნაირ რწმენას.

მათე 11
28. მაშინ იესომ პასუხად მიუგო მას: ეჰა, ქალო! დიდია შენი რწმენა, და შენი სურვილისამებრ მოგეგოს შენ! და განიკურნა მისი ასული იმავე წამს.

მათე 17
20. ხოლო იესომ მიუგო მათ: თქვენი მცირე რწმენის გამო: თუ გექნებათ მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის.

მარკოზი 1
20. და მაშინვე მოუხმო. მათაც მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე, ნავში მყოფ მუშებთან ერთად, და გაჰყვნენ მას.

მარკოზი 11
23. რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ვინმე ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და ზღვაში ჩავარდიო, და არ შეეჭვდება თავის გულში, არამედ იწამებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, - ექნება ის, რასაც იტყვის.
24. ამიტომ გეუბნებით თქვენ: რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, ყველაფერს მიიღებთ და მოგეცემათ.

მარკოზი 12
30. და: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება.

ლუკა 16
16. რჯული და წინასწარმეტყველნი - იოანემდე; ხოლო მას მერე ღმრთის სასუფეველი იხარება და ყველანი ძალით შედიან მასში.

ლუკა 17
6. ხოლო უფალმა თქვა: მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგეთ, გაგიგონებთ.

ლუკა 22
44. ურვილი უფრო გულმხურვალედ ლოცულობდა და მისი ოფლი სისხლის წვეთებად ეპკურებოდა მიწას.

იოანე 14
21. ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას.
23. მიუგო იესომ და უთხრა მას: ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ.

იოანე 15
14. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ ასრულებთ იმას, რაც გამცნეთ

იოანე 17
23. მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.

საქმე 9
22. სავლე კი სულ უფრო ძლიერდებოდა და საგონებელში აგდებდა დამასკოელ იუდეველებს, რადგანაც ამტკიცებდა, რომ ეს არის ქრისტე.

იაკობი 1
4. მოთმინების საქმე კი სრულყოფილი უნდა იყოს, რათა თვითონაც სრულქმნილი იყოთ და უზადონი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე. 

იაკობი 2
14. რას გამოელის, ძმანო ჩემნო, ვინც ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამ არა აქვს საქმე? შესძლებს კია ეს რწმენა, რომ იხსნას იგი?
26. ვინაიდან როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმის გარეშე.

იაკობი 3
2. რადგანაც ყველანი ბევრს ვცოდავთ; ვინც არა სცოდავს სიტყვით, იგია სრულქმნილი. კაცი, რომელსაც ძალუძს დაიურვოს თავისი ხორცი.

1პეტრე 5
10. ხოლო ღმერთი ყოველი მადლისა, თავისდა სადიდებლად რომ გიხმოთ იესო ქრისტეს მიერ, თქვენი ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ თვითონვე სრულგყოფთ, დაგამკვიდრებთ, გაგაძლიერებთ და განგამტკიცებთ.

1იოანე 4
17. ამის წყალობით სიყვარულმა იმნაირ სრულყოფილებას მიაღწია ჩვენში (რათა გულდანდობილნი ვიყოთ განკითხვის დღეს), რომ ისეთივენი ვართ, როგორიც ისაა ამ ქვეყნად.
18. სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს; ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა,ხოლო მოშიში არასრულქმნილია სიყვარულში. 

1იოანე 5
4. რადგანაც ყველა, ვინც ღვთისაგან არის შობილი, სძლევს ამ ქვეყანას; და ეს არის ძლევა, ქვეყნის მძლეველი: ჩვენი რწმენა.

რომაელთა 4
19. არ შერყევია რწმენა, თუმცაღა ას წელს მიტანებული ხედავდა, რომ მისი სხეული უკვე სიკვდილად იყო მიწურვილი და კვდებოდა საშოც სარასი;
20. არ შემკრთალა და არც ეჭვი შეჰპარვია ღვთის აღთქმაში, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება მიაგო ღმერთს.

რომაელთა 10
10. ვინაიდან გულითა სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის.

რომაელთა 12
6. და რაკი ჩვენთვის მოგებული მადლის წყალობით სხვადასხვა ნიჭი გვაქვს, ამიტომ, თუ წინასწარმეტყველების ნიჭი გებოძა, რწმენისამებრ იწინასწარმეტყველე, 
7. თუ მსახურებისა - იმსახურე, თუ მოძღვრობისა - იმოძღვრე,
8. თუ შემგონებლისა - შეაგონე, თუ მოწყალების გაცემისა - უშურველად გაეცი, თუ წინამძღვრისა - გულმოდგინედ იწინამძღვრე, თუ ქველმოქმედისა - სიხარულით აღასრულე სიქველის საქმე.
11. გულმოდგინება ნუ დაგზარდებათ; სულით მდუღარენი იყავით; ჰმონებდეთ უფალს.
12. გიხაროდეთ სასოებით; მომთმენნი იყავით ჭირში, ხოლო ლოცვისას - მოუღლელნი.
16. ერთსულოვანნი იყავით; მაღლად მხედობას ნუკი ცდილობთ, არამედ ემსგავსეთ მდაბალთ, ბრძენკაცებად ნუ მოგაქვთ თავი.

1კორინთელთა 9
24. ნუთუ არ იცით, რომ ასპარეზობისას ყველანი რბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? ისე ირბინეთ, რომ მიიღოთ.
25. ვინც იღვწის, ყველაფერს ითმენს: მოღვაწენი იმისთვის, რომ მიიღონ ხრწნადი გვირგვინი, ჩვენ კი იმისთვის, რომ დავიმსახუროთ უხრწნელი.
26. ამიტომ ისე როდი გავრბივარ, თითქოს არ ვიცოდე, რისთვის; და არც მუშტებს ვიქნევ ისე, თითქოს ჰაერსა ვცემდე.
27. არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა, სხვებს რომ ვუქადაგებ, თავად არ ვიყო უღირსი.

ეფესელთა 3
20. ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა გვგონია, - 

ეფესელთა 4
12. რათა სრულეყოთ წმიდანი მსახურების საქმისათვის - ქრისტეს სხეულის ასაშენებლად, 
13. ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას,
14. რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველი ქარი, კაცთა ცბიერებითა და ცდუნების მზაკვრული ხერხით,

ფილიპელთა 3
12. იმიტომ კი არა, თითქოს უკვე ვეზიარე ან მივაღწიე სრულქმნილებას, არამედ ვესწრაფვი, იქნებ მივწვდე-მეთქი, როგორც მე მომწვდა ქრისტე იესო.
13. არა მგონია, ძმანო, რომ უკვე მივწვდი ან მივაღწიე; მხოლოდ ეს კია: ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი;
14. დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში.
15. ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს; მაგრამ სხვანაირადაც რომ ფიქრობდეთ, ღმერთი გამოგიცხადებთ ამასაც. 

1თესალონიკელთა 2
4. არამედ, როგორც გამოვუცდივართ ღმერთს, რათა მოგვნდობოდა სახარება, ისევე ვქადაგებთ, კაცთა საამებლად კი არა, არამედ ღვთისა, რომელიც გამოსცდის ჩვენს გულებს.

2თესალონიკელთა 1
3. მოვალენი ვართ, ძმანო, მარადჟამ ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, როგორც ჯერ-არს, ვინაიდან უმეტესად იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება ყოველი თქვენგანის სიყვარული ერთურთის მიმართ.

1ტიმოთე 1
5. ხოლო მცნების მიზანია სიყვარული წმიდა გულით, წრფელი სინიდისითა და უპირფერო რწმენით,

2ტიმოთე 2
21. ვინც ყოველივე ამისაგან განიწმენდს თავს, საპატიო ჭურჭელი იქნება, განწმენდილი, უფლისთვის სასურველი, ყოველი კეთილი საქმისთვის გამზადებული.

ებრაელთა 13
21. დაე, სრულგყოთ თქვენ, რათა მისი ნებისამებრ აღასრულოთ ყოველი კეთილი საქმე, და იესო ქრისტეს მეოხებით ჩაგინერგოთ ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე, ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

__თემაზე წერდნენ__

***
დიდი შრომა არ სჭირდება ბალავარის ჩაყრას, - გაცილებით უფრო ძნელი შენობის დასრულებაა, და რაც უფრო მაღლა მიიწევს მშენებარე ნაგებობა, მით უფრო მეტ შრომას მოითხოვს იგი მშენებელთაგან, სანამ მთლიანად დასრულდებოდეს.
__ წმ. ეფრემ ასური __

***
სრულყოფისაკენ ამ სწრაფვაში შეჩერება საშიშროებით არის აღსავსე ადამიანისთვის, რამეთუ ყოველგვარი სიკეთე იმით შემოიზღუდება, რაც მისი საწინააღმდეგოა და როგორადაც სიცოცხლის დასასრული არის სიკვდილის დასწყისი, ასევე სათნოების გზაზე შეჩერებაც დასაბამია მანკირებისკენ მიქცევისა.
__ წმ.გრიგოლ ნოსელი __

***
სათნოებას, სრულყოფილებას მხოლოდ ერთი ზღვარი აქვს - უსაზღვრობა, რამეთუ შესაძლებელია შეძენილი გქონდეს მშვენიერი რამ იმისთვის, რომ მარადის კიდევ უფრო მეტის და მშვენიერის შეძენა გსურდეს, - აი, სწორედ ამაში მდგომარეობს ადამიანური ბუნების სრულყოფილება.
__ წმ. გრიგოლ ნოსელი __

***
სხვას ნურავინ ემსგავსება, ჰგავდეს ყველა უზენაესს.
მერე როგორ? იყოს ყველა სრულყოფილი თავისთავად.
__ გოეთე __

***
გულით გიყვარდეს ღმერთი, ბაგეებით ილაპარაკე ღმერთზე, ქცევით თაყვანი ეცი და განადიდე ღმერთი.
__ პროხანოვი __

***
უნდა ვხეხოთ ჩვენი ბრილიანტი გამუდმებით, რათა რაც შეიძლება მეტი წახნაგი ჰქონდეს. ბრილიანტი უფრო უკეთესი და ძვირფასია მაშინ, რაც მეტი აქვს წახნაგი.
__................__


***
ახალაღთქმისეული უფალი უფრო ახლობელი გახდა კაცთათვის თავისი მაცხოვრებითა და მაცოცხლებელი სულით – ეს შესაძლებელი გახადა უფლისმიერმა ხსნამ და კაცთათვის მიკუთვნებულმა უფლებამ რწმენით მიახლოებოდა ღმერთს, უფრო საყოველთაო და ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო მასთან შეხება სულში. მადლობა უფალს ამ დიდებული და სწორუპოვარი მადლისთვის, როცა ასე ცოტა სჭირდება რწმენას, მაგრამ თუ არ იზარდა, მცირედი რწმენა მალე უკვე აღარაა ხოლმე საკმაო – ამიტომ, მოდით არ ვათქმევინოთ უფალს “მცირედმორწმუნენოო” და გამუდმებით ვიზარდოთ მის რწმენაში.
__ მ.ბ. __