არავინ გაცდუნოთ დამატებებით და ადამიანური გადმოცემებით


საკვანძო მუხლები:

მეორე რჯული 4 : 2 ; მეორე რჯული 12 : 32 ; იგავნი 30 : 6 ; მათე 15 : 2 ; მარკოზი 7 : 8 ; იოანე 20 : 30 ; 1კორინთელთა 4 : 6 ; გალატელთა 1 : 14 ; კოლასელთა 2 : 8 ; დაბადება 9 :
3.49.26. არავინ გაცდუნოთ დამატებებით და ადამიანური გადმოცემებით

რჯ.4,2,, 12,32 იგავ.30,6 მათ.15,2.3.6 მარ.7,8.9.13 ინ.20,30.31,, 1კორ.4,6-8 გალ.1,14 კოლ.2,8.20 გმცხ.22,18 

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 4
2. ნურაფერს შემატებთ ჩემს ნაანდერძევს თქვენდამი და ნურც მოაკლებთ, არამედ დაიცავით უფლის, თქვენი ღმერთის მცნებები, რომელთაც გიცხადებთ მე.

მეორე რჯული 12
32. ეცადეთ, ყველაფერი შეასრულოთ, რასაც გიცხადებთ: ნურაფერს დაუმატებთ და ნურც მოაკლებთ. 

იგავნი 30
6. ნურას მიუმატებ მის სიტყვებს, თორემ გამხილებს და მატყუარა გამოხვალ.

მათე 15
2. რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? ვინაიდან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას.
3. ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: კი მაგრამ, თქვენ რატომღა არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი ჩვეულებით?
6. პატივს არა სცემს არც მამას და არც დედას; და ამრიგად, თქვენი ჩვეულებით არღვევთ ღმრთის მცნებას.

მარკოზი 7
8. ვინაიდან მიგიტოვებიათ ღმერთის მცნება და იცავთ კაცთა გადმოცემას, ჯამ-ჭურჭლის რეცხვას და სხვა მისთანათ.
9. და უთხრა მათ: მერედა, კარგია, რომ აუქმებთ ღმერთის მცნებას, რათა დაიცვათ თქვენი გადმოცემა?
13. და ამრიგად, თქვენგანვე მომდინარე გადმოცემით აუქმებთ ღმერთის სიტყვას და მრავალ ამნაირ რასმე სჩადიხართ.

იოანე 20
30. ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში.
31. ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.

1კორინთელთა 4
6. ხოლო ეს ჩემზე და აპოლოსზე მოგახსენეთ, ძმანო, რათა ნიმუშად გვიგულოთ და ისწავლოთ ჩვენგან, რომ ზღვარს არ გადასცდეთ და ქედმაღლობით აღძრულნი ერთმანეთს არ აეშალოთ.
7. რადგანაც ვინ განგასხვავებს? რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი, თითქოს არ მიგეღოს?
8. აწ უკვე გამძღარხართ, გამდიდრებულხართ და უჩვენოდ სუფევთ. ნეტა მართლა გქონდეთ სუფევა, რომ ჩვენც თქვენთან ერთად ვსუფევდეთ.

გალატელთა 1
14. ასე რომ, აღვემატებოდი იუდეველობაში ყველა ტოლსწორს ჩემი მოდგმისას, რადგანაც უკიდურესი გულმოდგინებით ვიცავდი მამაპაპეულ გადმოცემებს.

კოლასელთა 2
8. ფრთხილად იყავით, რათა არავინ გაცთუნოთ სიბრძნისმეტყველებითა და ფუჭი საცთურით, კაცთა გადმოცემებისა თუ ქვეყნის საწყისთა თანახმად, და არა ქრისტეს მიხედვით.
20. თუ ქრისტესთან ერთად მოკვდით ამქვეყნიური საწყისისათვის, მაშინ, როგორც საწუთროს მკვიდრნი, რატომღა მისდევთ მის წესს:

გამოცხადება 22
18. ვუმოწმებ ყველას, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში.

__თემაზე წერდნენ__
***
სულიერ საკვებს ეწაფებოდე მარტოოდენ საღვთისმეტყველო წიგნებიდან და არ გახსოვდეს, რომ არსებობს დაბადება, მოციქულთა წერილები და ეკლესიის მამათა შეგონებები . . . ეს გახლავთ ჩვენი დროის ღვთისმოშიშთა უზენაესი ფიქრი და აზრი.
__ ლაბრუიერი __

***
ჩვენი უფალიც ასევე წინ აყენებდა ბიბლიის ავტორიტეტს. იგი იხმობდა ციტატებს მისგან და ამბობდა “დაწერილია”.
პავლეც ასე გვიქადაგებს: “ყველაფერი, რაც უწინ დაიწერა, ჩვენდა სამოძღვრებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წერილისმიერი ნუგეშისცემით სასოება გვქონდეს” (რომ. 15,4). ღვთის სიტყვა საუკუნოა, ნათელი და ზუსტი და აქვს ყოველივე, რაც აუცილებელია ჩვენი ხსნისთვის.
არცერთი მოძღვრება არ უნდა მივიღოთ ბიბლიურად, თუ ის არ მოიცავს ყოველივეს, რასაც ბიბლია ამბობს მისი სწავლების შესახებ და თუ ის არ ეთანხმება მას.
__ ულფ ეკმანი __