მაცხოვრის წმიდა დაღვრილი სისხლი გვწმედს


საკვანძო მუხლები:

ლევიანნი 8 : 15 ; ლევიანნი 16 : 15 ; ლევიანნი 17 : 11 ; ზაქარია 13 : 1 ; მათე 20 : 28 ; მათე 26 : 28 ; მარკოხი 14 : 24 ; იოანე 1 : 29 ; 1პეტრე 1 : 18 ; 1იოანე 1 : 7 ; 1იოანე 5 : 6 ; რომაელთა 3 : 25 ; ეფესელთა 1 : 7 ; კოლასელთა 1 : 14 ; ებრაელთა 9 : 14 ; ებრაელთა 13 : 11 ; გამოცხადება 1 : 5 ; გამოცხადება 7 : 14 ;
3.48.1. მაცხოვრის წმიდა დაღვრილი სისხლი გვწმედს

- რჯულის მიხედვით ძველ აღთქმაში შესაწირი მსხვერპლის სისხლი სიმბოლირებდა ქრისტეს სისხლს ლევ.8,15; 16,15.19; 17,11 ებრ.9,22

- ქრისტე მოვიდა, რათა მრავალთა ცოდვებისგან გამოსასყიდ მსხვერპლად შეწირულიყო მათ.20,28; ინ.1,29; 1პეტ.1,18.19; 1ინ.1,[7] რომ.3,25 ეფ.1,7 კოლ.1,14.20 ებრ.9,14; 13,11.12 გმცხ.1,5

- იყო ნაწინასწარმეტყველები იესოს სისხლის ცოდვის წარმხოცველი წყარო ზაქ.13,1

- ქრისტეს სისხლს ვიღებთ ზიარებისას მათ.26,28 მარ.14,24

- ქრისტეს სისხლის პკურებისთვის რჩეულნი ვართ მისი მორწმუნენი 1პეტ.1,18.19

- გვემოწმება სული 1ინ.5,6.8

- მისი სისხლით გამართლებულნი გადავრჩებით რისხვას რომ.5,9 გმცხ.7,14

- ხრწნადი ოქრო-ვერცხლით და მამათა მიერ მოცემული ამაო ცხოვრების მიერ კი არ ვართ გამოსყიდულნი, არამედ მისი ძვირფასი სისხლით 1პეტ.1,18.19

ბიბლიის მუხლები

ლევიანთა 8
15. დაკლა იგი მოსემ, თითებით მოიღო მისი სისხლი და ირგვლივ სცხო სამსხვერპლოს რქებს და მოჰხოცა ცოდვა სამსხვერპლოს. დანარჩენი სისხლი კი დაღვარა სამსხვერპლოს ძირში და განწმიდა.

ლევიანთა 16
15. დაკლას ხალხის ცოდვის გამოსასყიდი ვაცი და შეიტანოს მისი სისხლი კრეტსაბმელის იქით, და იხმაროს მისი სისხლი, როგორც ხბოს სისხლი იხმარა. დაასხუროს იგი თავსარქველზე და თავსარქველის წინ.
19. ასხურებს მას სისხლს თავისი თითით შვიდგზის, გაასუფთავებ!ა და გააწმიდავებს მას ისრაელიანთა უწმიდურობისგან.

ლევიანთა 17
11. რადგან სისხლშია ხორციელის სული. მე დაგიწესეთ იგი სამსხვერპლოსთვის თქვენი სულის შესანდობლად, რადგან სისხლია, რომ შეუნდობს სულს.

ზაქარია 13
1. იმ დღეს იქნება, რომ გაიღება წყარო დავითის სახლისთვის და იერუსალიმის მცხოვრებთათვის ცოდვისა და უწმიდურების წარსახოცად.

მათე 20
28. რადგან ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს და მრავალთა სახსნელად მისცეს თავისი სული. 

მათე 26
28. ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული ცოდვათა მისატევებლად.

მარკოზი 14
24. უთხრა მათ: ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული.

იოანე 1
29. მეორე დღეს დაინახა მისკენ მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს.

1პეტრე 1
2. უფლის წინასწარცოდნითა და სულის სიწმიდით მორჩილებისა და იესო ქრისტეს სისხლის პკურებისათვის რჩეულთ, - მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ!
18. რაკიღა იცით, რომ ხრწნადი საფასით - ოქრო-ვერცხლით როდი ხართ გამოსყიდულნი მამათა მიერ მოცემული ამაო ცხოვრებისაგან,
19. არამედ უმანკო და უბიწო ტარიგის - ქრისტეს ძვირფასი სისხლით,

1იოანე 1
7. ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონვეა ნათელში, მაშინ ერთმანეთს ვეზიარებით და მისი ძის - იესო ქრისტეს სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გაგვწმენდს.

1იოანე 5
6. ეს არის იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით; არა მარტო წყლით, არამედ წყლითა და სისხლით; და ამას მოწმობს სული, რადგანაც სულია ჭეშმარიტება.
8. და სამნი მოწმობენ ქვეყნად: სული, წყალი და სისხლი, ხოლო ეს სამი ერთია.

რომაელთა 3
25. ქრისტესი, რწმენის მეოხებით წინასწარ რომ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად, რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით,

რომაელთა 5
9 ახლა კი, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მით უფრო გადავურჩებით რისხვას მისი წყალობით.

ეფესელთა 1
7. ვის მიერაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით და ცოდვათა მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით,

კოლასელთა 1
14. ვინც გამოგვისყიდა თავისი სისხლით და მოგვიტევა ჩვენი ცოდვები;
20. რათა მისი მეშვეობიი, შემოერიგებინა ყოველი და მისი ჯვრის სისხლით დაეცხრო ყველაფერი - მიწიერიც და ზეციერიც.

ებრაელთა 9
14. განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, ათასწილ უფრო მეტად არ განწმედს თქვენს სინიდისს მკვდარ საქმეთაგან, ცოცხალი ღმრთის სამსახურისთვის?
22. ასე რომ, რჯულის მიხედვით, თითქმის ყველაფერი სისხლით განიწმიდება, და სისხლის დათხევის გარეშე არ არსებობს მიტევება.

ებრაელთა 13
11. რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის.
12. ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო.

გამოცხადება 1
5. და იესო ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო განსვენებულთაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი. მას, ვინც შეგვიყვარა და ჩვენი ცოდვებისაგან გვიხსნა თავისი სისხლით,

გამოცხადება 7
14. მე მივუგე: უფალო ჩემო, შენ იცი. ხოლო მან მითხრა: ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი. 


__თემაზე წერდნენ__
***
ჩვენ იმისთვის აღვურევთ უფლის სისხლს ჩვენს სისხლში, რომ ჩვენი ხრწნადი ბუნება დავთრგუნოთ ღმერთის წმიდა სისხლით, რომელიც უდიდესი და ენით უთქმელი მადლის შემცველია, და ასე განვიახლოთ სხეული, წარმავალი-წარუვალ დიდებას მივამთხვიოთ და სამარადისოდ უჭკნობნი შევიქნათ.
__ წმ. გრიგოლ პალამა __

***
ორ ნასამართლევ ძმას შუბლზე ჰქონდათ დიდი გამოყვანილი ასოები “С.B.”, რაც ნიშნავდა “სკოტსკი ვორ” - “ცხვრების მპარავს”. ერთ ძმას ვერაფრით აეტანა სირცხვილი და დამცირება, თუმცა წავიდა უცხოეთში და ცდილობდა დაეწყო ახალი ცხოვრება. მეორე ძმამ კი თქვა თავისთვის: “მე ვერ გავექცევი იმ ფაქტს, რომ ვიპარავდი ცხვრებს, დავრჩები აქ ვიდრე არ დავიმსახურებ პატივისცემას ჩემი მეზობლებისგან”.
გავიდა დრო და მასზე გავრცელდა ხმა, რომ პატიოსანი და ყოველ მხრივ კარგი ადამიანიაო. როცა მოხუცდა, ერთმა ჩამოსულმა უცხო კაცმა შეამჩნია მის შუბლზე ამოტვიფრული ასოები და იკითხა თუ რას ნიშნავდა.
“ესენი რაღაცას გვაუწყებენ, რაც მოხდა დიდი ხნის წინ, - უპასუხა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, - და მე არ მახსოვს დაზუსტებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს შემოკლებული სიტყვა “სვიატოი” - “წმიდა”.
__ იაკობ ლევენი __