ღვთისმსახური სულიერი საკვების მიმწოდებელი


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 24 : 7 ; მეორე რჯული 4 : 14 ; მეორე რჯული 5 : 27 ; იესო ნავეს ძე 8 : 34 ; 1მეფეთა 8 : 9 ; მათე 4 : 23 ; მათე 24 : 45 ; ლუკა 4 : 15 ; ლუკა 21 : 37 ; საქმენი მოციქულთა 28 : 31 ; 1კორინთელთა 3 : 2 ;
4.6.2. ღვთისმსახური სულიერი საკვების მიმწოდებელი

მათ.24,45; 1კორ.3,2

- ასწავლის, განუმარტავს გამ.24,7 რჯ.4,14,, 5,27.28 იესნ.8,34.35 მათ.4,23 ლუკ.4,15.16; 21,37.38

- უხსნის 1მფ.8,9 

- ქადაგებს საქ.28,31

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 24
7. აიღო აღთქმის წიგნი და წაუკითხა ხალხს, თქვა ხალხმა: ყველაფერს აღვასრულებთ და შევისმენთ, რაც უბრძანებია უფალს.

მეორე რჯული 4
14. მე მიბრძანა მაშინ უფალმა მესწავლებინა თქვენთვის წესი და სამართალი, რათა შეასრულოთ ისინი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.

მეორე რჯული 5
27 შენ მიუახლოვდი და მოისმინე ყველაფერი, რასაც იტყვის უფალი, ჩვენი ღმერთი, და მოგვიყევი ჩვენ ყველაფერი, რასაც შენ გეტყვის უფალი, ჩვენი ღმერთი, და ჩვენ მოგისმენთ და შევასრულებთ.”
28 ისმინა უფალმა თქვენი ლაპარაკის ხმა, მე რომ მელაპარაკებოდით, და მითხრა უფალმა: “ვისმინე ამ ხალხის ლაპარაკის ხმა, შენ რომ გელაპარაკებოდა. ყველაფერი კარგია, რაც ილაპარაკეს.

იესო ნავეს ძე 8
34. ამის მერე წაიკითხა რჯულის სიტყვები, კურთხევა და შეჩვენება, როგორც ეწერა რჯულის წიგნში.
35. არაფერი დარჩენილა მოსეს ნაბრძანებიდან, რომ არ წაეკითხოს იესოს ისრაელის მთელი კრებულის წინაშე, ქალებისთვის, ბავშვებისთვის და მდგმურებისთვის, მათთან რომ იყვნენ მოსულნი საცხოვრებლად. 

1მეფეთა 8
9. ახლა შეისმინე მათი სიტყვა, ოღონდ გააფრთხილე და აუხსენი უფლებები მეფისა, რომელმაც მათზე უნდა იმეფოს.

მათე 4
23. მიმოდიოდა იესო მთელს გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.

მათე 24
45. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც მისმა პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს საჭმელი მათ?

ლუკა 4
15. და ასწავლიდა მათს სინაგოგებში, განდიდებული ყველას მიერ.
16. მივიდა ნაზარეთს, სადაც აღზრდილიყო, და როგორც სჩვეოდა, შაბათ დღეს შევიდა მათს სინაგოგაში და წასაკითხად დადგა.

ლუკა 21
37. დღისით ტაძარში ასწავლიდა, ხოლო შემდეგ გამოდიოდა და ღამეს ათევდა მთაზე, რომელსაც ეწოდება ზეთისხილისა.
38. და მთელი ხალხი დილაუთენია მიეშურებოდა მისკენ, ტაძარში, რათა მოესმინა მისთვის.

საქმე მოციქულთა 28
31. ქადაგებდა ღვთის სასუფეველს და თამამად და დაუბრკოლებლად ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეს ამბავს. 

1კორინთელთა 3
2. რძით გზრდიდით და არა საჭმლით, ვინაიდან არც მაშინ შეგეძლოთ მეტის ატანა და არც ახლა შეგიძლიათ.