მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

კვალი

კვალი

საკვანძო მუხლები

გაზიარება Facebook-ზე
=3.47.44 კვალი

ქართული ბიბლიის სიმფონიისთვის

- გაჰყვა იოსები ძმების კვალს დაბ.37,17
- მეძავობენ უცხო ღმერთების კვალზე გამ.34,15 ლევ.17,7; 20,5 რჯ.12,30; 28,14; 31,16 მსაჯ.2,17; 8,27; 3მფ.18,18; 21,26; 4მფ.21,2; 1ნეშ.5,25; 2ნეშ.33,2 იერ.13,10 ეზეკ.6,9; 20,30 ამ.2,4
- გაგფანტავთ ხალხთა შორის და კვალდაკვალ დაგადევნებთ მახვილს ლევ.26,33
- მიყვა ისრაელიანის კვალს მის კარვამდე რიცხ.25,8
- ღმერთის კვალს გაყოლა რჯ.13,4 იესნ.14,8; 4მფ.18,6; 23,3; 1პეტ.2,21
- ასესხე საკმარისი მისი გაჭირვების კვალობაზე რჯ.15,8
- მოსამართლემ აცემინოს თავის წინაშე, მისი დანაშაულის კვალობაზე რჯ.25,2
- რუთი კრეფდა ყანაში მომკელთა კვალდაკვალ რუთ.2,3
- არ დადიოდნენ შვილები მამის კვალზე 1მფ.8,3; 3მფ.11,6; 14,8
- დავითი ხედავდა, როგორ მოვიდა მის კვალზე საული 1მფ.26,2
- კვალი წაშალა 2მფ.17,19
- ჩამოაშორა ისრაელი იერობყამმა უფლის კვალს 4მფ.17,21
- უფალმა ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე დამაჯილდოვა ფს.17,20
- სიკეთე და წყალობა დამედევნება კვალდაკვალ ფს.22,6
- უფალო, შენს გზაზე დამაყენე და სწორ კვალზე გამიძეხი ფს.26,11
- მათი კვალიც კი აღარ დარჩება ფს.48,14
- შენი ნაკვალევიდან წვეთავს პოხიერება ფს.64,11
- ზღვაში გაიარა შენმა გზამ და ღრმა წყლებში - შენმა ბილიკმა და მაინც უცნობია შენი ნაკვალევი ფს.76,19
- გზა გაუკვალა თავის რისხვას, არ დაინდო ისინი სიკვდილისგან ფს.77,50
- როგორ ლანძღავენ შენი ცხებულის კვალს ფს.88,51
- დამაყენე შენი მცნებების კვალზე ფს.118,35
- გონიერი დაკვალიანდება იგავ.1,5
- მართალი კაცი თავისი მოყვასის დამკვალიანებელია იგავ.12,26
- ადამიანს თავისი უგუნურება უმრუდებს გზაკვალს იგავ.19,3
- გაჰყევი ფარის ნაკვალევს და მწყემსთა კარვების მახლობლად აძოვე შენი თიკნები ქებ.1,8
- იქნება იქ გაკვალული ბილიკი, რომელსაც სიწმიდის გზას დაარქმევენ, უწმიდური ვერ გაივლის მასზე, დაკვალიანებულთათვის იქნება იგი და მასზე მავალი უგუნურნიც კი არ აიბნევიან ეს.35,8
- ჩვენი ზრახვების კვალს გავყვებით იერ.18,12
- მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე ეზეკ.5,2
- ამ კაცებს ტანზე ცეცხლის კვალიც არ ეტყობოდათ დან.3,27
- სისხლით გაკვალული ოს.6,8
- ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე, გზა-კვალს რომ ურევენ ჩემს ხალხს მიქ.3,5
- იმიტომ ეხარათ მკვდართაც, რომ კაცთა კვალზე ხორცში განკითხულებმა, ღვთის კვალზე იცოცხლონ სულით 1პეტ.4,6
- ვინც მიჰყვება ჩვენი მამის აბრაამის რწმენის კვალს რომ.4,12
- ზოგიერთი მათგანი სატანის კვალს გაჰყვა 1ტიმ.5,15
- ამოასხა გველმა პირიდან წყალი მდინარესავით დედაკაცის კვალდაკვალ გმცხ.12,15
- ქრება მღელვარე წყალზე მიმავალი ხომალდის კვალი, როგორც ტალღებში მისი ძირისგან გავლებული ბილიკი სიბრ.5,10
- ცაში აფრენილი ჩიტისგან არ რჩება ნაკვალევი, გარდა ფრთანაცემი და სტვენით გაკვეთილი ნაზი ჰაერისა სიბრ.5,11
- მიზნისკენ გატყორცნილი ისრით გაბასრული ჰაერი მყისვე შეიკვრის და ისრის კვალი წაიშლება სიბრ.5,12

3.47.44 След

Быт.37,17 Исх.34,15 Лев.17,7; 20,5; 26,33 Чис.25,8 Вт.12,30; 13,4; 15,8; 25,2; 28,14; 31,16 Иисн.14,8 Суд.2,17; 8,27 Руф.2,3; 1цар.8,3; 26,2; 2цар.17,19; 3цар.11,6; 14,8; 18,18; 4цар.17,21; 18,6; 21,2; 23,3; 1Пар.5,25; 2Пар.33,2 Пс.17,20; 22,6; 26,11; 48,14; 64,11; 76,19; 77,50; 88,51; 118,35 Пр.1,5; 12,26; 19,3 Песн.1,8 Ис.35,8 Иер.13,10; 18,12 Иез.5,2; 6,9; 20,30 Дан.3,27 Ос.6,8 Ам.2,4 Мих.3,5; 1Пет.2,21; 4,6 Рим.4,12; 1Тим.5,15 Отк.12,15 Прем.5,10-12

მსგავსი თემები