მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

რეცხვა

რეცხვა

საკვანძო მუხლები

გაზიარება Facebook-ზე
=4.19.126 რეცხვა

ქართული ბიბლიის სიმფონიისთვის

- [იუდა] ღვინოში გარეცხავს თავის ტანსაცმელს, ყურძნის სისხლში - სამოსელს [წინასწარმეტყველება მიანიშნებს როგორც პატრიარქის სამოსახლოში ღვინის სიუხვეზე, ასევე არის მესიანური მინიშნებაც, ქრისტეში ჩვენ გვაქვს ღვთაებრივი ღვინით განწმედა] დაბ.49,11
- ისრაელიანებმა ღმერთთან შეხვედრის წინ გაირეცხეს სამოსელი გამ.19,10
- მსხვერპლის შიგნეულის გარეცხვა გამ.29,17 ლევ.1,9; 8,21; 9,14
- მსხვერპლის სისხლი სამოსელზე თუ მიესხურება, გაირეცხოს წმიდა ადგილზე ლევ.6,27
- ვისაც რამე მოედება მძორისგან [ლეშისგან], სამოსელი უნდა გარეცხოს ლევ.11,25
- სირსველამოცხებული სამოსელი გაირეცხოს ლევ.13,6.54
- განსაწმიდავებელი გაირეცხავს ტანისამოსს ლევ.14,8
- ვინც დაჯდება ნივთზე, რომელზეც გამონადენიანი იჯდა, მან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს ლევ.15,6.27
- განტევების ვაცის წამყვანმა უნდა გაირეცხოს ტანისამოსი ლევ.16,26
- ვინც ლეშს ან ნამხეცავს შეჭამს, მკვიდრი თუ მდგმური, ტანისამოსი წყლით უნდა გაირეცხოს ლევ.17,15
- დაწერს მღვდელი ამ წყევლას გრაგნილზე და მწარე წყლით გადარეცხავს [ნიშნავდა, რომ თუ ბრალი არ ექნებოდა, წყევლა არ გაჭრიდა - გაწყალდებოდა] რიცხ.5,23
- ლევიანებმა გაირეცხეს სამოსელი რიცხ.8,21
- მღვდელმა გაირეცხოს სამოსელი რიცხ.19,8
- გაირეცხეთ ტანისამოსი ბანაკში შესვლის წინ რიცხ.31,24
- არც წვერ-ულვაში შეუსწორებია და არც ტანისამოსი გაურეცხავს მეფის წასვლის დღიდან მისი მშვიდობით დაბრუნებამდე 2მფ.19,24
- გარეცხეს ეტლი 3მფ.22,38
- მრეცხავთა მინდორი 4მფ.18,17 ეს.7,3; 36,2
- ამოვრეცხ იერუსალიმს, როგორც ჯამს ამორეცხავს კაცი, ამორეცხავს და გადმოაპირქვავებს 4მფ.21,13
- ჩამორეცხავს უფალი სიბინძურეს სიონის ასულთ ეს.4,4
- გულიდან ამოირეცხე ბოროტება, იერუსალიმო, რომ გადარჩე! იერ.4,14
- როცა ჩვილი იყავი, წყალში გაგბანე, სისხლი ჩამოგრეცხე და ზეთი გცხე ეზეკ.16,9
- ვინ აიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას? რადგან ის გამომდნობელის ცეცხლივით არის და მრეცხავთა მტუტესავით მალ.3,2
- არც მოედნებიდან დაბრუნებულნი ჭამენ დაუბანლად, და მრავალ სხვა წესსაც იცავენ, როგორიცაა მაგალითად, თასების, ჯამების, ქვაბებისა და ვარცლების რეცხვა მარ.7,4
- ბადეებს რეცხავდნენ ლუკ.5,2
- მოინათლე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და უფლის სახელს მოუხმე საქ.22,16
- [ნათლობა არის] არა ჭუჭყის ჩამორეცხვა ხორციდან, არამედ წრფელი სინიდისის სწრაფვა ღვთის მიმართ 1პეტ.3,21
- ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი გმცხ.7,14
- ნეტარნი არიან, რომლებიც რეცხავენ თავიანთ სამოსელს, რომ ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭით შევიდნენ ქალაქში გმცხ.22,14

4.19.126 Вымыть, омыть

Быт.49,11 Исх.19,10; 29,17 Лев.1,9; 6,27; 8,21; 9,14; 11,25; 13,6.54; 14,8; 15,6.27; 16,26; 17,15 Чис.5,23; 8,21; 19,8; 31,24; 2цар.19,24; 3цар.22,38; 4цар.18,17; 21,13 Ис.4,4; 7,3; 36,2 Иер.4,14 Иез.16,9 Мал.3,2 Мар.7,4 Лук.5,2 Деян.22,16; 1Пет.3,21 Отк.7,14; 22,14

მსგავსი თემები