მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

თავშესაფარი ხიფათისგან

თავშესაფარი ხიფათისგან

საკვანძო მუხლები

გაზიარება Facebook-ზე
=4.20.43 თავშესაფარი ხიფათისგან

ამქვეყნიური:
- ქალაქი თავშესაფრები რიცხ.35,6 იესნ.20,2; 1ნეშ.6,42
- უთხრა ერთ დღეს რძალს მისმა დედამთილმა, ნაყომიმ: "ჩემო ასულო, ისეთი თავშესაფარი უნდა მოგიძებნო, სადაც სიკეთე გეწევა რუთ.3,1
- მოაბის მეფის... თავშესაფარში იმყოფებოდა დავითი 1მფ.22,3
- დაზვერეთ ყოველი თავშესაფარი, სადაც შეიძლება დაიმალოს 1მფ.23,22
- მწყემსთა თავშესაფარი 4მფ.10,12
- ურჯულოთა თვალისჩინი ჩაქრება, თავშესაფარს ვერ ჰპოვებენ იობ.11,20
- თავშესაფარში გარბიან მხეცები იობ.37,8
- კლდენი დამანთა თავშესაფარია ფს.103,18
- გებიმის მცხოვრებლები თავშესაფარს ეძებენ ეს.10,31
- სიცრუე გავიხადეთ თავშესაფრად ეს.28,15
- ეგვიპტეში რომ ჩადიან ჩემი ბაგის უკითხავად... ეგვიპტის ჩრდილქვეშ რომ ეძებენ თავშესაფარს ეს.30,2
- ისე იქნება ყოველი მათგანი, როგორც თავშესაფარი ქარში ეს.32,2
- უდაბნოში მგზავრთა თავშესაფარი იერ.9,2
- მტრებისგან თავშესაფარს დაუწყებ ძებნას ნაუმ.3,11

ღვთაებრივი:
- თავშესაფარია საუკუნო ღმერთი რჯ.33,27
- საზღაური მოგეზღოს უფლისგან, ისრაელის ღმერთისგან, რომლის ფრთებქვეშაც იპოვე თავშესაფარი რუთ.2,12
- ღმერთი კლდეა ჩემი, იგია ჩემი თავშესაფარი; ფარია ჩემი და ხსნის რქაა, სიმაგრეა და თავშესაფარი ჩემი, ჩემი მხსნელია, რომელმაც დამიფარა ძალადობისგან 2მფ.22,3 ფს.93,22; 141,5; 143,2 ეს.17,10
- უფალი იქნება ჩაგრულის თავშესაფარი ფს.9,9
- გლახაკის იმედს დასცინეთ, მაგრამ ღმერთია მისი თავშესაფარი ფს.13,6
- შენი მარჯვენით იხსნი მათ, ვინც შენში ეძებს თავშესაფარს თავიანთი მტრებისგან ფს.16,7; 140,8
- ნუმც შევრცხვები, რადგან შენში ვპოვე თავშესაფარი ფს.24,20; 30,1; 70,1
- შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, გაჭირვებისგან მიფარავ და ხსნის სიხარული შემომარტყი გარს ფს.31,7; 63,10 იერ.16,19; 17,17
- მართალთა შველა კი უფლისგანაა, ის არის მათი თავშესაფარი ფს.36,39
- ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, სწრაფი შემწე გაჭირვების ჟამს ფს.45,1 ნაუმ.1,7
- ვისწრაფებდი, რომ მეპოვა თავშესაფარი ძლიერი ქარისგან ფს.54,8
- შენ იყავი ჩემი ბურჯი და თავშესაფარი ჩემი გაჭირვების დღეს ფს.58,16; 61,7; 90,2
- უფალი ღმერთი გავიხადე ჩემს თავშესაფრად ფს.72,28
- უფალო! შენა ხარ ჩვენი თავშესაფარი თაობიდან თაობამდე ფს.89,1
- ჩემი თავშესაფარი და ფარი ხარ ფს.118,114
- უფლის შიში მტკიცე სიმაგრეა; თავშესაფარია იგავ.14,26
- მართალი კი სიკვდილშიც თავშესაფარს ჰპოვებს იგავ.14,32
- წამომყევი, ჩემო საპატარძლოვ, ...ლომთა ბუნაგთა და ჯიქთა თავშესაფრიდან! ქებ.4,8
- იქნება იგი საჩრდილობლად დღის პაპანაქებაში და თავშესაფრად ავდარსა და წვიმაში ეს.4,6
- უფალმა დააფუძნა სიონი და მასში ჰპოვებენ თავშესაფარს მისი ხალხის ჩაგრულნი ეს.14,32 იოვ.3,16
- თავშესაფარი ნიაღვრებისას ეს.25,4
- უფლის სახელში ჰპოვებენ თავშესაფარს სოფ.3,12

4.20.43 Убежище - укрытие от опасности

Чис.35,6 Вт.33,27 Иисн.20,2 Руф.2,12; 3,1; 1цар.22,3; 23,22; 2цар.22,3; 4цар.10,12; 1Пар.6,42 Иов.11,20; 37,8 Пс.9,9; 13,6; 16,7; 24,20; 30,1; 31,7; 36,39; 45,1; 54,8; 58,16; 61,7; 70,1; 72,28; 89,1; 90,2; 93,22; 103,18; 118,114; 140,8; 141,5; 143,2 Пр.14,26.28 Песн.4,8 Ис.4,6; 10,31; 14,32; 17,10; 25,4; 28,15; 30,2; 32,2 Иер.9,2; 16,19; 17,17 Иоил.3,16 Наум.1,7; 3,11 Соф.3,12

მსგავსი თემები