გამვლელები, შემხვედრები

საკვანძო მუხლები
ქართული ბიბლიის სიმფონიისთვის
- დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს დაბ.4,15
- ყოველი გამვლელი ჩერდებოდა და უყურებდა 2მფ.20,12
- დაინახა გამვლელმა ხალხმა 3მფ.13,25
- არ გიკითხავთ გზად ჩამვლელთათვის იობ.21,29
- ჰკრეფს მას ყოველი გზადგამვლელი ფს.79,12
- გლოვის ველზე გამვლელნი წყაროს აღმოაჩენენ ფს.83,6
- ძარცვავს მას ყველა გამვლელ-გამომვლელი ფს.88,41
- არ ეტყვიან გამვლელნი: კურთხევა უფლისა თქვენზე! ფს.128,8
- მეძავი მოუხმობს გამვლელთ, თავის გზაზე მდგომთ იგავ.9,15
- ბრიყვისა და გამვლელის დამქირავებელი იგავ.26,10
- შემხვედრი მწყურვალისთვის წყალი გამოჰქონდათ ეს.21,14
- გატიალდა გზები, აღარაა გამვლელი ეს.33,8
- ქუჩად აქციე შენი ზურგი გამვლელთათვის ეს.51,23
- მიტოვებული და მოძულებული იყავი და არავინ იყო შენში გამვლელი ეს.60,15
- აღარავინაა გამვლელი მთებზე იერ.9,10
- უდაბურ ადგილად ექციათ თავიანთი ქვეყანა და მარად ესტვინათ მისთვის, რომ ყოველი გამვლელი გაოცებულიყო და თავი გაექნია იერ.18,16
- თქვენ გაშოროთ ამგვარი რამ, გზად ჩამვლელნო! შეხედეთ და ნახეთ, თუ არის სალმობა მსგავსი სალმობისა, რომელიც მე მეწია გოდ.1,12
- ტაშს შემოჰკრავს ყველა გზად გამვლელი, დაუსტვენს და თავს გააქნევს იერუსალიმის ასულზე გოდ.2,15
- მიგცემ შენ ასაოხრებლად და შესარცხვენად იმ ხალხებში, შენ გარშემო რომ არიან და ყოველი გამვლელის თვალში ეზეკ.5,14
- აღარავინ დარჩეს გამვლელი იმ მხეცების გამო ეზეკ.14,15
- ყოველ გამვლელს უწვებოდი ეზეკ.16,15
- უკაცრიელად ვაქცევ სეყირის მთას; მოვკვეთ იქ გამვლელსა და გამომვლელს ეზეკ.35,7
- გზას გადაუღობავს გამვლელთ ეზეკ.39,11
- ყოველი გამვლელი მასზე გაიცინებს და ხელს ჩაიქნევს სოფ.2,15
- გავაუკაცრიელე მათი ქუჩები, არ დარჩენილა გამვლელი სოფ.3,6
- გადით გზაჯვარედინებზე და ყველა შემხვედრი მოიწვიეთ ქორწილში მათ.22,9
- გამვლელები კი თავებს აქნევდნენ და გმობდნენ მას მათ.27,39
- აიძულეს ერთი გამვლელი, ვინმე სიმონ კვირინელი, ალექსანდრეს და რუფუსის მამა, რომელიც ყანიდან მოდიოდა, მისი ჯვარი ეზიდა მარ.15,21
- გამვლელთა ხმა რომ შემოესმა, იკითხა: "რა ხდება?” ლუკ.18,36
1.2.175 Прохожие, встречаюшие
Быт.4,15; 2цар.20,12; 3цар.13,25 Иов.21,29 Пс.79,12; 83,6; 88,41; 128,8 Пр.9,15; 26,10 Ис.21,14; 33,8; 51,23; 60,15 Иер.9,10; 18,16 Плач.1,12; 2,15 Иез.5,14; 14,15; 16,15; 35,7; 39,11 Соф.2,15; 3,6 Матф.22,9; 27,39 Мар.15,21 Лук.18,36