ქრისტეს მეორედ მოსვლა

საკვანძო მუხლები
წმ. წერილში ეწოდება:
- უკანასკნელი დღე იოან.12,48
- ღვთის მოსვლის დღე 2პეტ.3,12
- ჩვენი უფლის, იესოს დღე 1კორ.5,5
- უფლის დღე 1თეს.5,2
მეორედ მოსვლის დანიშნულება:
- დაჯდება უფალი გასასამართლებლად იოვ.3,12
- [ბადე] როცა ივსება, გამოაქვთ ნაპირზე, მერე დასხდებიან, კარგებს ჭურჭელში მოათავსებენ, ხოლო ცუდებს გადაყრიან მათ.13,48
- მაშინ მიუზღავს თითოეულს თავისი საქმეების მიხედვით მათ.16,27
- წარმოგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან მათ.24,31
- შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს ერთიმეორისგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისგან მათ.25,32-46
- ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ იოან.14,3
- ფეხქვეშ მოიქცევს უკანასკნელ მტერს - სიკვდილს 1კორ.15,26
- ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია, საიდანაც ველით მხსნელს, უფალ იესო ქრისტეს ფლპ.3,20
- მაშინ იესოში განსვენებულებსაც მოიყვანს ღმერთი მასთან ერთად 1თეს.4,14-18
მეორედ მოსვლის დრო:
- ექადაგება სამეფოს ეს სახარება მთელ მსოფლიოს ყველა ერისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული მათ.24,14
- იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის მათ.24,36
- როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც მათ.24,37-39
- ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელი საყვირისას 1კორ.15,52
- ის დღე მანამდე არ დადგება, სანამ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, - ძე გატიალებისა 2თეს.2,3
როგორ მოხდება მეორედ მოსვლა:
- იხილავენ ძე კაცისას ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით მათ.24,30
- თავისი დიდებით მოვა ძე კაცისა მათ.25,31
- უფლის დღე ისე მოვა, როგორც ქურდი ღამით 1თეს.5,2
- უფალი იესო გამოცხადდება ციდან, თავის ძლიერ ანგელოზებთან ერთად 2თეს.1,7
მეორედ მოსვლის მიმართ მორწმუნის დამოკიდებულება:
- მოლოდინი აქვს ქებ.2,17; 1კორ.1,7 გმცხ.22,20
- ფხიზლობს მათ.24,42-51
- დაკავებულია სულიერი საქმეებით ლუკ.19,13-18
- უყვარს მისი გამოჩენა 2ტიმ.4,8
- ნეტარების იმედით მოელის ტიტ.2,13
2.13.51 Второе пришествие Христа
Песн.2,17 Иоил.3,12 Матф.13,48; 16,27; 24,14.30.31.36-39.42-51; 25,32-46 Лук.19,13-18 Ин.12,48; 14,3; 2Пет.3,12; 1Кор.1,7; 5,5; 15,26.52 Флп.3,20; 1Фес.4,14-18; 5,2; 2Фес.1,7; 2,3; 2Тим.4,8 Тит.2,13 Отк.22,20