მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

მუხლებზე დაჩოქილი ლოცვა

მუხლებზე დაჩოქილი ლოცვა

საკვანძო მუხლები

გაზიარება Facebook-ზე
=3.6.3. მუხლებზე დაჩოქილი ლოცვა

დაბ.24,26 გამ.4,31,, 12,27 რჯ.9,25,, 3მფ.8,54 ეფ.3,14

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24
26 . მუხლი მოიყარა კაცმა და თაყვანი სცა უფალს.

გამოსვლა 4

31. დაიჯერა ხალხმა და ირწმუნა, რომ მოხედა უფალმა ისრაელიანებს და დაინახა მათი ჩაგვრა. მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს. 

გამოსვლა 12

27. ეტყვით: პასექის მსხვერპლია-თქო უფლისადმი, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელიანთა სახლებს ეგვიპტეში, როცა მუსრავდა ეგვიპტეს, და იხსნა-თქო ჩვენი სახლები. მუხლი მოიყარა ხალხმა და თაყვანი სცა.

მეორე რჯული 9

25. დავემხე უფლის წინაშე და ასე ვიყავი ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, რადგან თქვა უფალმა, "გავანადგურებ ამ ხალხს”.

3მეფეთა 8

54. როცა დაასრულა სოლომონმა უფლისადმი ეს ლოცვა-ვედრება, წამოდგა სამსხვერპლოდან, რომლის წინაც დაჩოქილი იყო, ცისკენ ხელაპყრობილი.

ეფესელთა 3

14. სწორედ ამიტომ ვიყრი მუხლს ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მამის წინაშე,

3.6.3. На коленях

Быт.24,26 Исх.4,31,, 12,27 Вт.9,25,, 3цар.8,54 Еф.3,14

მსგავსი თემები