სიკვდილის შემდეგ

საკვანძო მუხლები
- აბრაამის სიკვდილის შემდეგ აკურთხა ღმერთმა ისააკი დაბ.25,11
- ისევ ამოიღო ისააკმა აბრაამის, მამამისის დროს ამოღებული ჭები, ფილისტიმელებმა რომ ამოავსეს აბრაამის სიკვდილის შემდეგ და კვლავ უწოდა ის სახელები, მამამისმა რომ შეარქვა დაბ.26,18
- მღვდელმთავრის სიკვდილის შემდეგ შეიძლება დაუბრუნდეს მკვლელი თავის რიცხ.35,28
- მე ვიცი, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ გაირყვნებით რჯ.31,29
- მას შემდეგ, რაც უფლის მსახური მოსე მოკვდა, უთხრა უფალმა იესო ნავეს ძეს, მოსეს მსახურს იესნ.1,1
- იესოს სიკვდილის შემდეგ ჰკითხეს ისრაელიანებმა უფალს მსაჯ.1,1
- წლიდან წლამდე, წელიწადში ოთხ დღეს გადიოდნენ ისრაელის ასულნი გილყადელი იფთახის ასულის გამოსაგლოვად მსაჯ.11,40
- ქმრისა და შვილების გარეშე დარჩა ნაყომი რუთ.1,5
- ყველაფერი გაგებული მაქვს, რაც შენი დედამთილისთვის გააკეთე შენი ქმრის სიკვდილის შემდეგ რუთ.2,11
- ვეღარ მიხილავენ თვალები, რომლებიც მიყურებენ, აჰა, შემომხედავ და - აღარ ვიქნები იობ.7,8
- თუ მოკვდება კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? მთელი ჩემი ბრძოლის დღეებში დავიცდიდი, ვიდრე არ დადგებოდა ჩემი ხსნა იობ.14,14
- როცა დაიშლება ეს ჩემი კანი, უსხეულმყოფელიც ვიხილავ ღმერთს იობ.19,26
- ვეღარ ვიხილავ უფალს, უფალს ცოცხალთა ქვეყანაში, ვეღარ დავინახავ ადამიანს ქვეყნიერების მცხოვრებთა შორის ეს.38,11
- აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან მათ.22,30
- სადაც კი იქადაგებენ ამ სახარებას მთელ წუთისოფელში, იმასაც იტყვიან, რაც [ბეთანიელმა მარიამმა] გააკეთა, მისსავე მოსაგონებლად მათ.26,13
- სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ თაობის ადამიანებთან ერთად და მსჯავრს დასდებს მათ ლუკ.11,31
- კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი - განკითხვის აღდგომისთვის იოან.5,29
- მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე! ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს იოან.11,25
- კაცნო, ძმანო, სარწმუნოდ გეტყვით მამამთავარ დავითზე, რომ ის აღესრულა და დაიკრძალა, და დღევანდლამდე ჩვენს შორისაა მისი სამარხი საქ.2,29
- იესოს მეშვეობით მკვდრეთით აღდგომას უქადაგებდნენ საქ.4,2
- მკვდართა აღდგომაზე რომ გაიგონეს, ერთნი დასცინოდნენ, სხვები კი ამბობდნენ, ამის თაობაზე კვლავაც მოგისმენთო საქ.17,32
- მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის განვიკითხები საქ.23,6
- უკანასკნელი საყვირისას; ახმიანდება საყვირი და უხრწნელად აღდგებიან მკვდრები 1კორ.15,52
- ანდერძს ძალა აქვს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ებრ.9,17
- რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როგორც ღმერთმა დაამოწმა მისი ძღვენის შესახებ, და კვლავ მისითვე ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგაც ებრ.11,4
- ნეტარ არიან მკვდარნი, რომელნიც ამიერიდან უფალში იხოცებიან. დიახ, ამბობს სული, რათა განისვენონ თავიანთი შრომისგან; და მათი საქმეები თან წაჰყვება მათ გმცხ.14,13
- ნეტარი და წმიდაა ის, ვისაც პირველ აღდგომაში აქვს წილი; მათზე ხელმწიფება არ აქვს მეორე სიკვდილს გმცხ.20,6
3.47.37 Посмертно - после смерти
Быт.25,11; 26,18 Чис.35,28 Вт.31,29 Иисн.1,1 Суд.1,1; 11,40 Руф.1,5; 2,11 Иов.7,8; 14,14; 19,26 Ис.38,11 Матф.22,30; 26,13 Лук.11,31 Ин.5,29; 11,25 Деян.2,29; 4,2; 17,32; 23,6; 1Кор.15,52 Евр.9,17; 11,4 Отк.14,13; 20,6