მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

უნაყოფობა - სირცხვილი, შვილიერება - სირცხვილის მოწმენდა

უნაყოფობა - სირცხვილი, შვილიერება - სირცხვილის მოწმენდა

საკვანძო მუხლები

გაზიარება Facebook-ზე
=4.15.3. უნაყოფობა - სირცხვილი, შვილიერება - სირცხვილის მოწმენდა


დაბ.30,[23]; 1მფ.1,6 ეს.4,1; 54,4-6 ლუკ.1,[25] 

ბიბლიის მუხლები

დაბადება 30

23. დაორსულდა და შვა ვაჟი, თქვა: ღმერთმა ამაშორა სირცხვილს.

1მეფეთა 1

6. მისი მეტოქე კიდევ უფრო აჭირვებდა მას, აწუხებდა იმის გამო, რომ საშო დაუხშო უფალმა.

ესაია 4

1. ჩაებღაუჭება შვიდი დედაკაცი ერთ მამაკაცს იმ დღეს და ეტყვის: ჩვენ ჩვენს პურს შევჭამთ და ჩვენი საკუთარი სამოსელით შევიმოსებით, ოღონდ შენი სახელი დაგვეწეროს, აგვხადე სირცხვილი. 

ესაია 54

4. ნუ გეშინია, რადგან არ შერცხვები; ნუ დაიმალები, რადგან არ იქნები შეგინებული, რადგან დაივიწყებ ყრმობისდროინდელ სირცხვილს და შენი ქვრივობის მოყივნებას აღარ გაიხსენებ.
5. რადგან შენი შემქმნელია შენი ქმარი, ცაბაოთ უფალია მისი სახელი; ისრაელის წმიდაა შენი გამომსყიდველი, მთელი ქვეყნის ღმერთად წოდებული.
6. რადგან უფალმა მოგიხმო, როგორც ცოლს, გაშვებულს და სულგამწარებულს, როგორც ყრმობისდროინდელ ცოლს, შეძულებულს, ამბობს შენი ღმერთი.

ლუკა 1

25. ასე მიყო უფალმა იმ დღეებში, როცა მომხედა, რათა წარეხოცა ჩემი სირცხვილი ხალხში.

4.15.3.Бездетность - стид, плодность - снятие позора

Быт.30,[23]; 1цар.1,6 Ис.4,1; 54,4-6 Лук.1,[25]

მსგავსი თემები