ღმერთი ჩვენთანაა განსაცდელში და შეგვეწევა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 31 : 7 ; დაბადება 35 : 5 ; დაბადება 46 : 4 ; დაბადება 48 : 21 ; გამოსვლა 3 : 12 ; გამოსვლა 4 : 31 ; გამოსვლა 8 : 22 ; გამოსვლა 23 : 27 ; მეორე რჯული 7 : 19 ; მსაჯულნი 6 : 16 ; 1მეფეთა 14 : 7 ; 2მეფეთა 7 : 3 ; ფსალმუნები 7 : 11 ; დაბადება 28 : 20 ; გამოსვლა 17 : 6 ; ფსალმუნები 3 : 7 ; ფსალმუნები 5 : 12 ; ფსალმუნები 9 : 10 ; ფსალმუნები 15 : 8 ; 1მაკაბელთა 4 : 1 ;
3.46.25. ღმერთი ჩვენთანაა განსაცდელში და შეგვეწევა

- ღმერთი არ უშვებს მტრებს გვიბოროტონ დაბ.31,7; 35,5 გამ.3,7.8; 4,31; 23,27 რჯ.7,19.21

- ღმერთი ჩვენთანაა განსაცდელში დაბ.28,20; 46,4; 48,21 გამ.3,12; 8,22; 17,6 ფს.3,7; 9,10.13; 15,8

- ღმერთი ჩვენთანაა, რათა გავიმარჯვოთ მსაჯ.6,16

- ღმერთი ჩვენი საჭურველმტვირთველია 1მფ.14,[7]; 2მფ.7,3 ფს.5,12.13; 7,11; 1მაკ.4,30

ბიბლიის მუხლები

ღმერთი ჩემთან იქნება და დამიფარავს.
დაბ. 28,20

არ დაანება ღმერთმა, ებოროტნა ჩემთვის.
დაბ. 31,7

ღვთის შიში იყო გარეშემო ქალაქებზე და არ დაედევნენ იაკობის ძეთ.
დაბ. 35,5

მეც ჩაგყვები ეგვიპტეში, მევე ამოგიყვან იქიდან.
დაბ. 46,4; 48,21. გამ. 3,12

თქვა უფალმა: ვიხილე ჩაგვრა ჩემი ერისა ეგვიპტეში . . . ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი.
გამ. 3,7.8

დაიჯერა ხალხმა და ირწმუნა, რომ მოხედა უფალმა ისრაელიანებს და დაინახა მათი ჩაგვრა.
გამ. 4,31

გამოვარჩევ იმ დღეს გოშენის მხარეს, სადაც დგას ჩემი ხალხი, რომ არ შეაღწიოს იქ ბუზანკალმა.
გამ.8,22

მე ვიდგები შენს წინ, ხორების კლდეზე; დაჰკარი კლდეს და გამოვა წყალი, და დალევს ხალხი.
გამ. 17,6

წინ წაგიმძღვარებ ჩემს შიშსა და ზარს, შევაძრწუნებ ყოველ ხალხს, ვისთანაც კი მიხვალ. ზურგს შევაქცევინებ შენთვის შენს მტრებს.
გამ. 23,27

გაიხსენე ის დიდი განსაცდელები, რაც იხილეს შენმა თვალებმა, და ნიშნები და სასწაულები, და ძლიერი ხელი და აღმართული მკლავი, რომლითაც გამოგიყვანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა, იგივეს გაუკეთებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა ხალხებს, რომლისაც გეშინია.
რჯ.7,19

ნუ უფრთხი მათ, რადგან უფალი, შენი ღმერთი, შენთან არის, დიადი და მრისხანე ღმერთი.
რჯ.7,21

და უთხრა მას უფალმა: „მე ვიქნები შენთან და ისე სძლევ მიდიანს, როგორც ერთ კაცს.“
მსაჯ.6,16

და უთხრა მას მისმა საჭურველთმტვირთველმა: „გააკეთე, რასაც გული გკარნახობს, წადი, აჰა, მეც შენთანა ვარ, როგორც შენი გული.“
1მფ.14,7

და უთხრა ნათანმა მეფეს: „გააკეთე, რასაც გული გეტყვის, რადგან შენთან არის უფალი.“
2მფ.7,3

ვწვები, ვიძინებ და ვიღვიძებ, რადგან უფალი შემწეა ჩემი.
ფს. 3,7

დაიცავ . . . ვისაც შენი სახელი უყვარს . . . შემოსავ, როგორც ჯავშნით.
ფს. 5,12.13

ჩემი ფარი უპყრია ღმერთს, გულმართალთა მხსნელს.
ფს. 7,11

უფალი . . . დასაყრდენი გაჭირვების ჟამს.
ფს. 9,10

რადგან იძიებს მათ სისხლს, გაიხსენებს მათ, არ დაივიწყებს ტვირთმძიმეთა გოდებას.
ფს. 9,13

წარმოვიდგენდი უფალს ჩემს პირდაპირ მუდამ, რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ დავეცემი.
ფს. 15,8

1მაკაბელთა 4
30. როცა დაინახა, რომ ძლიერი იყო მათი ლაშქარი, ილოცა და თქვა: კურთხეულ ხარ, მხსნელო ისრაელისა, რომელმაც შემუსრე ძლიერი მტერი შენი მორჩილის, დავითის ხელით, და უცხოთესლთა ჯარი ხელში ჩაუგდე იონათანს, საულის ძეს, და მის საჭურველთმტვირთველს.

__თემაზე წერდნენ__
***
თუ ღმერთი მწყალობს, ეშმაკები არას დამაკლებენო.
__ ქართული ხალხური __

***
კაცსა ღმერთი არ გასწირავს ასრე, მისგან განაწირსა!
__ შოთა რუსთაველი __

***
სოფლისა განსაცდელები მე ბევრი მამხდენია–და
ქრისტესა გამოვუხსნივარ, ჭირები მამლხენია–და.
__ თეიმურაზ მეორე __

***
მე ნუ მიმადლი, შვილო, შენს დახსნას,
ღმერთია ყველას მშველელი, მხსნელი . . .
ღვთით არ-განწირულს ყველგან წინ უძღვის
მისი მარჯვენა შემწყნარებელი.
__ ილია ჭავჭავაძე __

***
დამესიზმრა ერთხელ: მე მივდიოდი ქრისტესთან ერთად ზღვის ნაპირზე და ჩემს თვალწინ, კინოფილმის მსგავსად, გაირბინა მთელმა ჩემმა ცხოვრებამ, ვხედავდი ჩემს ნაკვალევს ქრისტეს ნაფეხურებთან ერთად. და როცა ჩათავდა უკანასკნელი კადრი, მივიხედე უკან და დავინახე, რომ ზოგჯერ მხოლოდ ერთი წყვილი ნაფეხური მოდიოდა ქვიშაზე. ისინი წარმოადგენდნენ სწორედ ჩემი ცხოვრების ყველაზე ძნელ მომენტებს. ჩემთვის გაუგებარი იყო ეს, შევბრუნდი ქრისტესკენ და ვუთხარ:
“როცა მე გამოგყევი და გადმოგეცი ყოველივე რაც მებადა, შენ აღმითქვი რომ ყოველთვის ჩემთან ერთად იქნებოდი. ახლა კი, ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ წუთებში მე ვხედავ მხოლოდ ჩემს ნაფეხურებს. რატომ მიმატოვე სწორედ მაშინ, როცა მე შენი თავი უფრო მეტად მესაჭიროებოდა?”
ქრისტემ ჩამჭიდა ხელი და მითხრა: “ძვირფასო მეგობარო, მე არასოდეს მიმიტოვებიხარ. მით უმეტეს იმ წუთებში, როცა შენ იღლებოდი და გჭირდებოდა შველა. ნაფეხურები რომლებსაც შენ ხედავ, შენი კი არა, არამედ ჩემია. მე მომყავდი შენ იმ რთულ წუთებში ჩემს მხრებზე შესმული.”
__ იაკობ ლევენი __

***
ძნელია პოვნა კაცისა ღმრთით ზეცით განაწირისა.
__ სერგეი ავერიანცევი __

***
ზოგჯერ ძალიან საჭირო წუთებში გვიჩლუნგდება ტკივილის გრძნობა, რომ უბედურება გადავიტანოთ და აქაც ვგრძნობ განგების მფარველ ძალას.
__ შოთა ორველაშვილი __