დასტური - თანხმობა, დამოწმება, მტკიცება

საკვანძო მუხლები
(დასტური სპარსულიდან დამკვიდრდა ქართულში)
ქართული ბიბლიის სხვადასხვა გამოცემების სიმფონიური მონაცემები
- ფულის მიცემა უდანაშაულობის დასტურად დაბ.20,16
- კრავების მიცემა ჭის კუთვნილების აღიარების დასადასტურებლად დაბ.21,30
- მხოლოდ მაშინ მოგცემთ დასტურს, თუ ჩვენსავით წინდაიცვეთს თქვენში ყოველი მამაკაცი დაბ.34,15
- მოყვანის მოთხოვნა ნახსენები პიროვნების არსებობის დასადასტურებლად დაბ.42,20
- ქმრისგან ცოლის მიერ აღთქმულზე დუმილით დათანხმება რიცხ.30,14
- დასტურს დასცემს მთელი ერი და იტყვის: ამინ! რჯ.27,15
- სამსხვერპლო თანხმობისთვის იესნ.22,27
- ეს ქვა იქნება მოწმედ თქვენს წინააღმდეგ, რათა არ მიატოვოთ უფალი იესნ.24,27
- ყიდვის ან გაცვლის დასტური რუთ.4,7
- დაინახა სამუელმა საული და უფალმაც დაადასტურა: “აჰა, ის კაცი, რომელზეც გელაპარაკე. იგი იმეფებს ჩემს ერზე.” 1მფ.9,17
- ნათქვამის დამოწმება 3მფ.1,14
- ხალხისგან ფიცით მოითხოვდა იმის დადასტურებას, რომ სინამდვილეში ვერ გიპოვეს 3მფ.18,10
- განუმტკიცდა ამაციაჰუს ხელში მეფობა 4მფ.14,5
- ღმერთის აღთქმის 2ნეშ.6,17
- ხელი მისცეს იმის დასტურად, რომ გაუშვებდნენ ცოლებს ეზრ.10,19
- ბრალეულობის დამტკიცება ესთ.2,23
- განამტკიცა ესთერის ბრძანებამ სიტყვები ფურიმის შესახებ და ჩაწერილ იქნა წიგნში ესთ.9,32
- რას ადასტურებს თქვენი ლაპარაკი? იობ.6,25
- ღმერთი ადასტურებს თავის მსახურთა სიტყვას და თავის მოციქულთა თათბირს აღასრულებს ეს.44,26 იერ.28,6 დან.9,12
- მეფევ, დაადასტურე ეს ბრძანება და დაბეჭდე წერილი, რომ არ შეიცვალოს დან.6,8
- დაუდასტურებ იაკობს გამტანობას და აბრაამს – სიყვარულს, რომელიც ჩვენს მამებს შეჰფიცე ძველთაგანვე მიქ.7,20
- ორი თუ სამი მოწმის პირით დადასტურდეს ყოველი სიტყვა მათ.18,16
- ამით ადასტურებთ თქვენი მამების საქმეებს და ეთანხმებით მათ, რადგან მათ დახოცეს წინასწარმეტყველნი, თქვენ კი სამარხებს უშენებთ ლუკ.11,48
- ვინც მიიღო [ქრისტეს] მოწმობა, დაადასტურა, რომ ღმერთი ჭეშმარიტია იოან.3,33
- მხილველმა დაადასტურა ეს; მისი მოწმობა ჭეშმარიტია; მან იცის, რომ ჭეშმარიტებას ამბობს, რათა თქვენც ირწმუნოთ იოან.19,35
- ადასტურებდა წერილების მიხედვით, რომ ქრისტეა იესო საქ.18,28
- იუდევლებმაც დაადასტურეს; თქვეს, ასეაო საქ.24,9
- მოსეს რჯულიდან და წინასწარმეტყველთაგან იესოს შესახებ უდასტურებდა საქ.28,23
- სამნი მოწმობენ დედამიწაზე: სული, წყალი და სისხლი 1იოან.5,8
- ქრისტე, ღმერთის ჭეშმარიტებისათვის გახდა წინადაცვეთილთა მსახური, რათა დაედასტურებინა მამებისადმი აღთქმული რომ.15,8
- დაადასტურეთ ჩვენი ქადილი თქვენს შესახებ ეკლესიების წინაშე 2კორ.8,24
- იმის დასტურს ეძებთ, მეტყველებს თუ არა ჩემში იესო ქრისტე 2კორ.13,3
- ღვთის მიერ დამტკიცებული აღთქმა გალ.3,17
- ფიცი ადასტურებს მათი ყოველგვარი დავის დასასრულს ებრ.6,16
- არც პირველი აღთქმა იყო დამტკიცებული სისხლის გარეშე ებრ.9,18
- რწმენა არის მტკიცედ დარწმუნება იმაში, რისი იმედიც გვაქვს, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ ებრ.11,1
4.18.43 Утверждение - согласие
Быт.20,16; 21,30; 34,15; 42,20 Чис.30,14 Вт.27,15 Иисн.22,27; 24,27 Руф.4,7; 1цар.9,17; 3цар.1,14; 18,10; 4цар.14,5; 2Пар.6,17 Езд.10,19 Есф.2,23; 9,32 Иов.6,25 Ис.44,26 Иер.28,6 Дан.6,8; 9,12 Мих.7,20 Матф.18,16 Лук.11,48 Ин.3,33; 19,35 Деян.18,28; 24,9; 28,23; 1Ин.5,8 Рим.15,8; 2Кор.8,24; 13,3 Гал.3,17 Евр.6,16; 9,18; 11,1