აშერი

საკვანძო მუხლები
(ბედნიერება, ნეტარება)
- იაკობის ძე ლეას მხევალ ზილფასგან დაბ.30,13; 1ნეშ.2,2
- დაიბადა შუამდინარეთში დაბ.35,26
- აშერის ძენი დაბ.46,17
- იაკობის წინასწარმეტყველება აშერზე დაბ.49,20
- ეგვიპტეში შევიდნენ გამ.1,4
- აშერის შტოს თავკაცი რიცხ.1,13; 7,72; 10,26; 34,27
- გამოსულთა რიცხვი რიცხ.1,41; 2,28
- მზვერავი აშერის ტომიდან რიცხ.13,14
- აშერის საგვარეულოები რიცხ.26,47
- აშერის ძეთა ტერიტორიები იესნ.17,7; 19,31
- აშერის ტომიდან იყო ანა ფენუელის ასული ლუკ.2,36
- მისი შთამომავლების შესახებ გმცხ.7,6
ბიბლიის მუხლები
დაბადება 30
13. თქვა ლეამ: "ბედნიერი ვარ, რადგან ბედნიერად მიმიჩნევენ ქალები”. და დაარქვა სახელად აშერი.
დაბადება 35
26. ზილფას, ლეას მხევლისგან: გადი და აშერი. ესენი იყვნენ ძენი იაკობისა, რომლებიც შუამდინარეთში შეეძინა.
დაბადება 46
17. აშერის ძენი: იმნა, იშვა, იშვი, ბერიყა და სერახი - მათი და. ბერიყას ძენი: ხებერი და მალქიელი.
დაბადება 49
20. აშერის პური ნოყიერია, გასცემს იგი სამეფო ნუგბარს.
გამოსვლა 1
4. დანი და ნაფთალი, გადი და აშერი.
რიცხვნი 1
41. აშერის ტომიდან, ორმოცდაერთი ათას ხუთასი აღრიცხა.
იესო ნავეს ძე 17
7. მენაშეს ტომის საზღვარი აშერიდან მიქმეთათისკენ იყო, რომელიც შექემის პირდაპირაა, მარჯვნივ გრძელდებოდა იქიდან, ყენ-თაფუახის მკვიდრთაკენ.
იესო ნავეს ძე 19
31. ეს იყო აშერის ძეთა ტომის სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით - ეს ქალაქები და მათი სოფლები.
1ნეშტთა 2
2. დანი, იოსები, ბენიამინი, ნაფთალი, გადი და აშერი.
ლუკა 2
36. იქვე იყო ანა წინასწარმეტყველი, ფენუელის ასული, აშერის ტომიდან, ღრმად მოხუცებული, ქალწულობის შემდეგ ქმართან შვიდ წელიწადს ნაცხოვრები.
გამოცხადება 7
6. აშერის ტომიდან თორმეტი ათასი; მენაშეს ტომიდან თორმეტი ათასი;
1.8.112 Асир
Быт.30,13; 35,26; 46,17; 49,20 Исх.1,4 Чис.1,13.41; 2,28; 7,72; 10,26; 13,14; 26,47; 34,27 Иисн.17,7; 19,31; 1Пар.2,2 Лук.2,36 Отк.7,6