დილემა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 22 : 5 ; დაბადება 24 : 50 ; 1ნეშტთა 21 : 10 ; ეკლესიასტე 7 : 29 ; იერემია 15 : 19 ; მათე 21 : 25 ; 1კორინთელთა 6 : 7 ; ფილიპელთა 1 : 22 ; ებრაელთა 11 : 19 ; დაბადება 39 : 9 ; იგავნი 30 : 9 ; რომაელთა 6 : 15 ;
=3.46.43 დილემა

საძნელო არჩევანის წინ დგომა ორ ან რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავ შესაძლებლობას შორის

- არჩევანის მინდობა ღმერთისგან გამომდინარე საქმეზე დაბ.24,49.50
- სამი სასჯელიდან ერთერთის არჩევანის წინაშე დააყენა ღმერთმა დავითი 1ნეშ.21,10-17
- შეთავაზებულ იქნა მღვდელმთავრებისა და ხალხის უხუცესებისთვის იესოს მიერ მათ.21,23-27

- ადამიანები ცოდვილი ბუნების გამო თავად იჩენენ თავსატეხ დილემებს ეკლ.7,29
- მონანიება და სწორი გზის არჩევა იხსნის კაცს უფლის მიერ იერ.15,19.20

- რწმენის კაცი არ დგება დილემის წინაშე - სცოდოს თუ არ სცოდოს დაბ.39,9 იგავ.30,9 რომ.6,15
- რწმენის კაცი ეგოიზმს იცხრობს მოყვასისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებით 1კორ.6,7
- რწმენის კაცის ფიქრი საკუთარ სიკვდილსა და სიცოცხლეზე, პირად ღმერთისგან მონიჭებულ მისიაზე ფლპ.1,21-25
- აბრაამს მისი გამოცდისას არ ჰქონია დილემა - იდგა რწმენით და ასრულებდა ნაბრძანებს ღმეთისგან. რწმენის კაცი არც კი აყენებს საკითხს, შეასრულოს თუ არა ღვთის სიტყვა დაბ.22,5.8 ებრ.11,19

ბიბლიის მუხლები

დაბადება 22
5. უთხრა აბრაამმა მსახურ ბიჭებს: თქვენ აქ დარჩით სახედართან, მე და ეს ბიჭი კი იქ წავალთ, თაყვანს ვცემთ და თქვენთან მოვბრუნდებით.
8. უთხრა აბრაამმა: ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს. ასე მიდიოდნენ ორნი ერთად.

დაბადება 24
49. და ახლა მითხარით მე: მადლი და სიკეთე თუ გსურთ ჩემი ბატონისთვის? თუ არა და ესეც მითხარით და წავალ, მარჯვნივ იქნება თუ მარცხნივ.“
50. და მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა: „უფლისგან მოდის ეს საქმე. ვერც ცუდს გეტყვით, ვერც კარგს.

დაბადება 39
9. ჩემზე დიდი არავინ არის ამ სახლში, არაფერი აუკრძალავს ჩემთვის, გარდა შენი თავისა, რადგან შენ ცოლი ხარ მისი. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?

1ნეშტთა 21
10. „წადი და ელაპარაკე დავითს: ასე ამბობს უფალი: სამ სასჯელს შემოგთავაზებ და ერთ-ერთი ამოირჩიე, რომ დაგსაჯო”.
11. მივიდა გადი დავითთან და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ამოირჩიე,
12. სამი წლის შიმშილობა გირჩევნია, სამი თვით შევიწროება შენი მტრისაგან და თან მისი მახვილი გემუქრებოდეს თუ სამი დღის მანძილზე შავი ჭირი და უფლის შემმუსვრელი ანგელოზი მძვინვარებდეს ისრაელის მთელ საზღვრებში. რა ვუპასუხო ჩემს წარმომგზავნელს?”
13. უთხრა დავითმა გადს: „ძალიან მიჭირს, მაგრამ მიჯობს უფლის ხელში ჩავვარდე, რადგან ძალზედ დიდია მისი მოწყალება. ოღონდ კაცის ხელში ნუ ჩავვარდები”.

იგავნი 30
9. რომ გამაძღარმა არ უარგყო და არა ვთქვა, ვინ არის უფალიო? ხოლო გაღატაკებულმა არ ვიქურდო და ჩემი ღვთის სახელს არ შევცოდო.

ეკლესიასტე 7
29. აჰა, ეს ვპოვე მხოლოდ: ღმერთმა წრფელი შექმნა კაცი, ისინი კი ზედმეტ თავსატეხს მრავლად იჩენენ.

იერემია 15
19. ამიტომ ასე ამბობს უფალი: თუ შეინანებ, მოგაბრუნებ, რომ დადგე ჩემ წინაშე; თუ ძვირფასიანს გამოარჩევ უფასურისგან, ჩემს ბაგესავით იქნები. ისინი მობრუნდნენ შენსკენ, შენ არ მიუბრუნდე მათ.
20. დაგაყენებ ამ ხალხის წინ სპილენძის მაგარ კედლად; შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთან ვიქნები, რომ გიხსნა და დაგიფარო, ამბობს უფალი.

მათე 21
23. ტაძარში რომ შევიდა და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას: "რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას და ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?”
24. მიუგო იესომ მათ პასუხად: "მეც გკითხავთ თქვენ ერთ სიტყვას და თუ მიპასუხებთ, მაშინ გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
25. საიდან იყო იოანეს ნათლობა - ზეციდან თუ კაცთაგან?” ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: "თუ ვიტყვით ზეციდანო, გვეტყვის, მაშ, რატომ არ ერწმუნეთო მას?
26. თუ ვიტყვით, კაცთაგანო, ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე”.
27. მიუგეს იესოს პასუხად: "არ ვიცითო”. მანაც უთხრა მათ: "არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.

რომაელთა 6
15. მერედა რა? ვცოდოთ, რადგან რჯულის ქვეშ კი არა ვართ, არამედ მადლის ქვეშ? არამც და არამც.

1კორინთელთა 6
7. ისიც დიდად დამამცირებელია თქვენთვის, ერთმანეთს რომ უჩივით. რატომ არ არჩევთ უსამართლობა აიტანოთ, ან იზარალოთ რამე?

ფილიპელთა 1
21. რადგან ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი – მონაგები.
22. მაგრამ თუ ხორციელი ცხოვრება ჩემი საქმის ნაყოფის მომტანია, არ ვიცი, რა ამოვირჩიო.
23. შეჭირვებული ვარ ამ ორი მხრიდან: ძალზე მსურს გავიდე და ვიყო ქრისტესთან, რაკი ეს ბევრად უკეთესია,
24. ხორცში დარჩენა კი უფრო თქვენთვის არის საჭირო.
25. და მე დარწმუნებული ვარ, რომ დავრჩები და ვიქნები თქვენ ყველასთან ერთად თქვენი წარმატებისა და რწმენის სიხარულისათვის,

ებრაელთა 11
19. რადგანაც სწამდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს. ამიტომაც იყო, რომ შეწირული უკანვე მიიღო, როგორც ნიმუში.