დოქი, ლაგუნი, კოკა, სარწყული, სურა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 24 : 20 ; მსაჯულნი 7 : 16 ; 3მეფეთა 17 : 12 ; ეკლესიასტე 12 : 6 ; გოდება იერემიასი 4 : 2 ; მარკოხი 14 : 13 ; ლუკა 22 : 10 ;
=4.19.42 დოქი, ლაგუნი, კოკა, სარწყული, სურა

თიხის მაღალყელიანი ჭურჭელი

გამოიყენება:
- წყლისთვის დაბ.24,20 მარ.14,13 ლუკ.22,10
- ლამპრის დასამალად მსაჯ.7,16.19
- ზეთისთვის 3მფ.17,12

სიმბოლურად:
- გული ეკლ.12,6
- სისუსტეები გოდ.4,2

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24
20. და უმალვე ჩამოცალა გეჯაში კოკა და ისევ გაიქცა ჭისკენ წყლის ამოსაღებად. და უზიდავდა აქლემებს წყალს.

მსაჯულნი 7
16. და გაჰყო მან სამასი კაცი სამ რაზმად, და ყველას ბუკები და ცარიელი დოქები მისცა ხელში, დოქებში კი ლამპრები იყო დამალული.

3მეფეთა 17
12. და თქვა ქალმა: "უფალს, შენს ღმერთს, გეფიცები, ერთი ხმიადიც თუ გამაჩნდეს. ერთი მუჭა ფქვილი მაქვს ქოთანში და ცოტაოდენი ზეთი დოქში. აგერ ორ გუდურა შეშას შევაგროვებ, წავალ და გამოვაცხობ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. შევჭამთ ამას და მერე დავიხოცებით კიდეც.”

ეკლესიასტე 12
6. ვიდრე გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი და დაიმსხვრეოდეს ოქროს აზარფეშა, კოკა გატყდებოდეს წყალზე და დაიშლებოდეს ოწინარის ბორბალი ჭაზე;

გოდება 4
2. სიონის ძვირფასო ძენო, შეფასებულნო ბაჯაღლოთი, როგორ დაემსგავსნენ ისინი თიხის დოქებს, მექოთნის ხელით ნაკეთებს.

მარკოზი 14
13. და გაგზავნა ორი თავის მოწაფეთაგან და უთხრა მათ: „წადით ქალაქში და შემოგხვდებათ კაცი, რომელსაც კოკით წყალი მოაქვს. გაჰყევით მას

ლუკა 22
10. უთხრა მათ: „აჰა, ქალაქში შესვლისას შემოგხვდებათ კაცი, რომელსაც წყალი მიაქვს კოკით. მიჰყევით მას იმ სახლამდე, სადაც შევა,


----------------------------
P.S.
თემის სათაურში გამოყენებულია ქართულად გამოცემულ ბიბლიებში მთარგმნელებმა თუ რომელი სახელწოდებები გამოიყენეს ამ ჭურჭლის შერქმევისას. ეს შერჩევა მათგან ინდივიდუალური იყო, როგორც ვხედავთ. ჩვენ კი უბრალოდ, ყველა მათგანის მოხსენიება მოგვიხდა სათაურში, რათა ნებისმიერი მათგანის საძებნ სისტემაში ჩაწერისას ამ კონკრეტულ თემაში შემოხვიდეთ მკითხველები. ასეთი სათაურების გაკეთება ჩვენც გვიადვილებს საქმეს, რათა იგივე სინონიმურ საგანზე სხვა თემა აღარ გავაკეთოთ შემდგომში.