წყურვილი


საკვანძო მუხლები:

დაბადება 24 : 19 ; გამოსვლა 17 : 3 ; მეორე რჯული 28 : 48 ; 2ნეშტთა 32 : 11 ; ნეემია 9 : 15 ; ფსალმუნები 62 : 1 ; ესაია 49 : 10 ; ესაია 55 : 1 ; მათე 5 : 6 ; მათე 25 : 35 ; ლუკა 16 : 24 ; იოანე 6 : 35 ; იოანე 7 : 37 ; იოანე 19 : 28 ; 2კორინთელთა 11 : 27 ; გამოცხადება 7 : 16 ; გამოცხადება 22 : 17 ;
=3.44.17 წყურვილი

გამოწვეულია:
- უწყლობით გამ.17,3
- ურწმუნოებით რჯ.28,48
- ალყით 2ნეშ.32,11
- ჯოჯოხეთით ლუკ.16,24
- ძლიერი ტკივილით იოან.19,28
- მოგზაურობით 2კორ.11,27

სიმბოლურად:
- ხსნა ეს.55,1
- მართლობა მათ.5,6
- ქრისტესადმი მსახურება მათ.25,35-42
- სული წმიდა იოან.7,37-39

დარწყულება:
- კაცის და პირუტყვის დაბ.24,19
- სასწაულით ნეემ.9,15.20
- მხოლოდ ღმერთში ფს.62,1
- მხოლოდ ქრისტეში იოან.6,35
- საბოლოო მოწოდება გმცხ.22,17
- სრული დაკმაყოფილება ეს.49,10 გმცხ.7,16

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24
19. წყურვილი რომ დაუცხრო, უთხრა: "შენი აქლემებისთვისაც ამოვხაპავ წყალს, ვიდრე არ დარწყულდებიან”.

გამოსვლა 17
3. სწყუროდა ხალხს წყალი, ებუზღუნებოდნენ მოსეს და ამბობდნენ: "რად გამოგვიყვანე ეგვიპტიდან, ჩვენი და ჩვენი შვილების და ჩვენი საქონლის წყურვილით მოსაკლავად?”

მეორე რჯული 28
48. ამიტომ მოემსახურები შენს მტრებს, რომელთაც გამოგიგზავნის უფალი, შიმშილითა და წყურვილით, სიშიშვლითა და სიდუხჭირით ყოველივეში; და რკინის უღელს დაგადგამს კისერზე, სანამ არ განადგურდები.

2ნეშტთა 32
11. განა არ გაცდუნებთ ხიზკიაჰუ, რათა შიმშილით და წყურვილით ამოგხოცოთ, როცა გეუბნებათ, უფალი, ღმერთი ჩვენი, გვიხსნისო აშურის მეფის ხელიდან?

ნეემია 9
15. მიეცი პური ზეციდან შიმშილის დასაცხრომად და კლდიდან წყალი გადმოუდინე წყურვილის მოსაკლავად; უთხარი, რომ შესულიყვნენ და დაემკვიდრებინათ მიწა, რომელიც ფიცით გქონდა მათთვის აღთქმული.
20. შენი კეთილი სული მიეცი მათ შესაგონებლად, შენი მანნა არ მოგიკლია მათი პირისთვის და წყალი - მათი მწყურვალებისას.

ფსალმუნი 62
1. ღმერთო! შენ ხარ ჩემი ღმერთი, შენ დაგეძებ, შენ სწყურიხარ ჩემს სულს. შენკენ მოილტვის ჩემი სხეული უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე.

ესაია 49
10. არც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ და არც პაპანაქება მზე დალახვრავს, რადგან მათი შემბრალებელი წარუძღვება მათ და წყლის ნაკადულებთან მიიყვანს.

ესაია 55
1. ჰოი, ყოველნო მწყურვალნო, მოდით წყლებთან; და ფულის უქონელნო, მოდით, იყიდეთ და ჭამეთ; დიახ, მოდით, იყიდეთ ღვინო და რძე უფულოდ და უსასყიდლოდ.

მათე 5
6. ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან.

მათე 25
35. რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ;

ლუკა 16
24. შესძახა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ თითის წვერი დაისველოს წყალში და ენა გამიგრილოს, რადგან ვიტანჯები ამ ალში.

იოანე 6
35. უთხრა მათ იესომ: "მე ვარ სიცოცხლის პური. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასდროს მოსწყურდება.

იოანე 7
37. ხოლო დღესასწაულის უკანასკნელ, დიდ დღეს ადგა იესო, შეღაღადა და თქვა: ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას.
38. ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარენი.
39. ესა თქვა სულზე, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ იყო მათზე სული, რადგან ჯერ კიდევ არ განდიდებულიყო იესო.

იოანე 19
28. ამის შემდეგ, იცოდა რა იესომ, რომ უკვე ყველაფერი დასრულდა წერილის აღსასრულებლად, თქვა: "მწყურია!”

2კორინთელთა 11
27. შრომასა და გაჭირვებაში, ხშირ უძილობაში, შიმშილსა და წყურვილში, ხშირ მარხვაში, ყინვასა და სიშიშვლეში.

გამოცხადება 7
16. აღარ მოშივდებათ და არც მოსწყურდებათ, არც მზე დასწვავთ და არც არავითარი პაპანაქება.

გამოცხადება 22
17. სული და სასძლო ამბობენ: "მოდი!” გამგონემაც თქვას: "მოდი!” მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი.