დიაკვნები


საკვანძო მუხლები:

საქმენი მოციქულთა 6 : 5 ; საქმენი მოციქულთა 7 : 59 ; საქმენი მოციქულთა 8 : 38 ; საქმენი მოციქულთა 21 : 8 ; რომაელთა 16 : 1 ; ფილიპელთა 1 : 1 ; 1ტიმოთე 3 : 8 ;
=4.6.10 დიაკვნები

- ამ მსახურებისთვის არჩეულებს ხელი დაასხეს მოციქულებმა საქ.6,1-6
- დიაკვანი სტეფანეა პირველი წამებული საქ.7,59
- დიაკვან ფილიპეს სახლში მისვლა საქ.21,8
- დიაკვანი ფილიპე ახარებს და ნათლავს ეთიოპიელ საჭურისს საქ.8,38
- ფებე იყო ქალი დიაკვანი რომ.16,1
- ეპისკოპოსებთან ერთად დიაკვნებიც იხსენიებიან ფლპ.1,1
- მათი ღირსებები უნდა იყოს 1ტიმ.3,8-13

ბიბლიის მუხლები

საქმეები 6
1. იმ დღეებში, მოწაფეები რომ მომრავლდნენ, გაბერძნებულთა შორის დრტვინვა დაიწყო ებრაელობის წინააღმდეგ, რადგან უგულებელყოფილი იყო მათი ქვრივების ყოველდღიური მომსახურება.
2. მაშინ, მოიწვია თორმეტმა მრავალი მოწაფე და უთხრა: "არ შეგვფერის ღმერთის სიტყვის მიტოვება და სუფრების მომსახურება.
3. ამიტომ, ძმებო, ამოირჩიეთ თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით სავსე კაცი, და ისინი დავადგინოთ ამ საქმეზე.
4. ჩვენ კი, ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი”.
5. მთელ კრებულს მოეწონა ეს სიტყვა; აირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულიწმიდით სავსე კაცი, აგრეთვე ფილიპე, პროხორე, ნიკანორი, ტიმონი, პარმენი და ნიკოლოზი, ანტიოქიელი პროზელიტი.
6. წარადგინეს მოციქულების წინაშე, ილოცეს და ხელები დაასხეს მათ.

საქმეები 7
59. ქვას რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: "უფალო იესო, მიიღე ჩემი სული”.

საქმეები 8
38. და ბრძანა გაეჩერებინათ ეტლი: ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და მონათლა იგი.

საქმეები 21
8. მეორე დღეს კი გამოვედით და კესარიას მივაღწიეთ, სადაც ფილიპე მახარებლის, ერთ-ერთი შვიდთაგანის სახლში შევედით და იქ დავდექით.
8. (რუს. სინოდალური თარგმანი)
А на другой день Павел и мы, бывшие с ним, выйдя, пришли в Кесарию и, войдя в дом Филиппа благовестника, одного из семи диаконов, остались у него.

რომაელთა 16
1. აჰა, წარმოგიდგენთ ჩვენს დას ფებეს, რომელიც არის კენქრელთა ეკლესიის მსახური,
1. (რუს. სინოდალური თარგმანი)
Представляю вам Фиву, сестру нашу, диакониссу церкви Кенхрейской.

ფილიპელთა 1
1. პავლე და ტიმოთე, იესო ქრისტეს მონები, ყველა წმიდას ქრისტე იესოში, ფილიპეში რომ იმყოფებიან, ეპისკოპოსებითა და დიაკვნებით:

1ტიმოთე 3
8. დიაკვნებიც პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, ღვინოს ნაკლებად მიძალებულნი, არა ანგარნი,
9. რათა წმიდა სინდისში ინახავდნენ რწმენის საიდუმლოებას.
10. ესენიც წინასწარ უნდა გამოიცადონ და შემდეგ, თუ უბიწონი იქნებიან, იმსახურონ.
11. ცოლებიც ღირსეული უნდა იყვნენ: არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყველაფერში ერთგულნი.
12. დიაკვანიც ერთი ცოლის ქმარი იყოს, შვილებისა და თავისი სახლის კარგი მმართველი.
13. ვინაიდან კეთილად მომსახურენი თავიანთი თავებისთვის იმკვიდრებენ პატივსა და დიდ სიმტკიცეს ქრისტე იესოს რწმენაში.

---------------------
სურათზე: დიაკვანი ფილიპე ახარებს და ნათლავს ეთიოპიელ საჭურისს საქ.8,38