საკვანძო მუხლები:

დაბადება 16 : 7 ; დაბადება 21 : 30 ; დაბადება 24 : 11 ; დაბადება 26 : 20 ; დაბადება 37 : 22 ; ლევიანნი 11 : 36 ; რიცხვნი 21 : 16 ; 1მეფეთა 19 : 22 ; 2მეფეთა 17 : 18 ; 4მეფეთა 10 : 14 ; 4მეფეთა 18 : 31 ; 2ნეშტთა 26 : 10 ; ფსალმუნები 68 : 15 ; იგავნი 5 : 15 ; იგავნი 23 : 27 ; ეკლესიასტე 12 : 6 ; ქებათა-ქება 4 : 12 ; იერემია 2 : 13 ; იერემია 6 : 7 ; იერემია 38 : 6 ; იერემია 41 : 7 ; ლუკა 14 : 5 ; იოანე 4 : 6 ; გამოცხადება 9 : 2 ;
=3.43.17 ჭა

იყენებდნენ:
- წყალმომარაგებისთვის დაბ.24,11; 4მფ.18,31
- საპყრობილედ დაბ.37,22 იერ.38,6
- გადამალვის მიზნით მოკლულს აგდებდნენ შიგ ფს.68,15 იერ.41,7

ჭის წყალს ვერ აუწმიდურებს უწმიდურების შეხება ლევ.11,36
- ვარდებოდა შიგ უმეთვალყურეოდ დარჩენილი პირუტყვი ლუკ.14,5

სიმბოლურად:
- ცოლი იგავ.5,15
- მეძავი იგავ.23,27
- გული ეკლ.12,6
- სასძლო ქებ.4,12.15
- ჭაში დაგროვილი წყალივით გროვდება ბოროტება მათში იერ.6,7
- ცრურელიგია იერ.2,13

სახელდებული ჭები:
- ჭა შურის გზაზე დაბ.16,7
- აბრაამის ამოთხრილი დაბ.21,30
- ისააკის - ყესეკი დაბ.26,20
- ისააკის - რეხობოთი (სიფართოვე) დაბ.26,22
- ბეერი რიცხ.21,16
- რამათის დიდი ჭა 1მფ.19,22
- ერთი ბახურიმელის ეზოში მდებარე 2მფ.17,18
- ბეთ-ყეკედის 4მფ.10,14
- უდაბნოში ყუზიას მიერ ამოკვეთილი ჭები 2ნეშ.26,10
- იაკობის ჭასთან ქრისტე ესაუბრებოდა სამარიელ ქალს იოან.4,5-26
- მეხუთე საყვირზე გაიხსნება უფსკრულის ჭა (ჯურღმული) გმცხ.9,2

ბიბლიის მუხლები

დაბადება 16
7. ნახა იგი უფლის ანგელოზმა წყლის ჭასთან უდაბნოში, ჭასთან, შურის გზაზე რომ არის.

დაბადება 21
30. უთხრა აბრაამმა: მიიღე ჩემგან ეს შვიდი ბატკანი იმის დასტურად, რომ ჩემი ამოთხრილია ეს ჭა.

დაბადება 24
11. ჩაამუხლა აქლემები ქალაქის გარეთ ჭასთან საღამოხანს, წყლის მზიდავი ქალების გამოსვლის ხანს.

დაბადება 26
20. ედავებოდნენ გერარელი მწყემსები ისაკის მწყემსებს, ჩვენიაო წყალი. უწოდა სახელად იმ ჭას: ყესეკი; რადგან დაობდნენ მასთან.
22. გადაინაცვლა იმ ადგილიდან და კიდევ ამოიღო სხვა ჭა; მასზე აღარ შედავებიან და უწოდა სახელად რეხობოთი (სიფართოვე). თქვა: რაკი ამიერიდან გაგვაფართოვა უფალმა, ვიმრავლებთ ამქვეყნად.

დაბადება 37
22. უთხრა მათ რეუბენმა: ნუ დაღვრით სისხლს. უდაბნოში რომ ჭაა, იქ ჩააგდეთ; ნუ გაიმეტებთ სასიკვდილოდ. რომ ეხსნა მათი ხელიდან და მამასთან დაებრუნებინა.

ლევიანნი 11
36. მხოლოდ წყარო და ჭა, წყალსატევი დარჩება სუფთა. მათი ლეშის შემხებელი კი გაუწმიდურდება.

რიცხვნი 21
16. იქიდან ბეერში. ეს ის ბეერია (ჭა), რომელზეც უთხრა უფალმა მოსეს: შეკრიბე ხალხი და მე მივცემ მათ წყალს.

1მეფეთა 19
22. მაშინ თავად გაემართა რამათს და მივიდა ერთ დიდ ჭასთან, სექუსთან რომ არის, და იკითხა, სად არიანო სამუელი და დავითი? მიუგეს: ნავათს არიანო, რამათში.

2მეფეთა 17
18. მაგრამ დაინახა ისინი ერთმა ყმაწვილმა და შეატყობინა აბესალომს. საჩქაროდ წავიდნენ ორნი და მოვიდნენ ბახურიმს, ერთი კაცის სახლში. ჭა ჰქონდა ეზოში კაცს და შიგ ჩავიდნენ.

4მეფეთა 10
14. თქვა: ცოცხლად შეიპყარით. შეიპყრეს ცოცხლად და ჭასთან დახოცეს, მწყემსთა ბინაში - ორმოცდაორი კაცი. ერთიც არ გადარჩენილა მათგან ცოცხალი.

4მეფეთა 18
31. ნუ დაუჯერებთ ხიზკიას, რადგან ასე ამბობს აშურის მეფე: დამიზავდით და გადმოდით ჩემს მხარეზე, ჭამოს თითოეულმა თავისი ყურძენი და ლეღვი, და სვას თავისი ჭის წყალი.

2ნეშტთა 26
10. ააგო კოშკები უდაბნოშიც და უამრავი ჭა ამოიყვანა, რადგან ბევრი ხარ-ძროხა ჰყავდა დაბლობში და ვაკეზე. მიწისმუშაკნი და მევენახენი კი მთებში და ქარმელში ჰყავდა, რადგან მიწის მოყვარული იყო.

ფსალმუნი 68
15. ნუ გამიტაცებს წყლის ტალღა და ნუ ჩამყლაპავს მორევი და ნუ შეიკრავს ჩემზე პირს ჭა.

იგავნი 5
15. სვი წყალი შენი ჭიდან და შენი წყაროდან.

იგავნი 23
27. მეძავი ქალი ღრმა ორმოა და ვიწრო ჭაა უცხო დედაკაცი.

ეკლესიასტე 12
6. გახსოვდეს იგი, ვიდრე გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი და ოქროს ფიალა დაიმსხვრეოდეს, დოქი წყაროსთან გატყდებოდეს და ბორბალი ჭაში ჩაიმსხვრეოდეს.

ქებათა ქება 4
12. ბაღი ხარ დახშული, სძალო, დაო ჩემო, ჭა დაგმანული, წყარო დაბეჭდილი.
15. ბაღების წყარო, ჭა ცხოველი წყლისა და ნაკადულნი, ლიბანიდან მომდინარენი.

იერემია 2
13. "რადგან ორი ბოროტება ჩაიდინა ჩემმა ხალხმა: მე, ცოცხალი წყლების წყარო, მიმატოვეს და ამოკვეთეს თავიანთთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ.

იერემია 6
7. როგორც ჭაში გროვდება წყალი, ასე დაგროვდა მასში ბოროტება. ძალადობა და ძარცვა ისმის იქ, სნეულება და ჭრილობებია ჩემს წინაშე მუდამ.

იერემია 38
6. და წაიყვანეს იერემია და ჩააგდეს მალქია უფლისწულის დილეგში, რომელიც ყარაულთა ეზოში იყო, და საბელებით ჩაუშვეს იერემია ჭაში. ჭაში კი წყალი არ იყო, არამედ შლამი. და ჩაეფლო იერემია შლამში.

იერემია 41
7. როცა შუაგულ ქალაქში შევიდნენ, ისინიც დახოცეს ისმაელ ნეთანიას ძემ და მასთან მყოფმა ხალხმა და ჭაში ჩაყარეს.

ლუკა 14
5. და უთხრა მათ: რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში, განა დაუყოვნებლივ არ ამოიყვანს, შაბათიც რომ იყოს?

იოანე 4
5. მივიდა სამარიელთა ქალაქში, სიქარი რომ ჰქვია, იმ მიწის ნაკვეთის მახლობლად, იაკობმა რომ მისცა თავის ძეს - იოსებს.
6. და იყო იქ იაკობის ჭა. გზით დაქანცული იესო წყაროსთან ჩამოჯდა. ასე ექვსი საათი იქნებოდა.
7. მოვიდა სამარიელი დედაკაცი წყლის ამოსაღებად. უთხრა იესომ: "წყალი დამალევინე,”

გამოცხადება 9
2. გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან.