უხეშობა, უკმეხობა, გულქვობა, გულმქისობა


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 8 : 15 ;
=3.46.41 უხეშობა, უკმეხობა, გულქვობა, გულმქისობა

გამ.8,15 რჯ.15,7; 1მფ.25,2.13 ფს.30,18 იგავ.18,23; 28,14 ეს.6,10 ეზეკ.2,4 დან.5,20 მათ.13,15; 26,67 საქ.23,2; 28,27; 1კორ.13,5

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 8
15. იხილა ფარაონმა, რომ სული მოითქვა ქვეყანამ და გაიქვავა გული. არ ისმინა მათი, როგორც ჰქონდა ნათქვამი უფალს.

მეორე რჯული 15
7. თუ იქნება შენთან გლახაკი, ერთი შენი ძმათაგანი, ერთ-ერთ შენს კარიბჭეში, იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, არ გაიქვაო გული და ხელმოჭერილი ნუ იქნები შენი გლახაკი ძმის მიმართ,

1მეფეთა 25
2. და სახელად ამ კაცს ერქვა ნაბალი, მის ცოლს - აბიგაილი. კეთილგონიერი და ლამაზი შესახედავი იყო ეს ქალი, ხოლო კაცი უკმეხი და ავისმქნელი. ქალების გვარიდან იყო იგი.
13. მიუტანა ამბავი ნაბალის ცოლს, აბიგაილს, ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: მოციქულები გაუგზავნა დავითმა უდაბნოდან ჩვენს ბატონს და მოიკითხა; მაგრამ აბუჩად აიგდო ისინი.

ფსალმუნი 30
18. დაე, დამუნჯდნენ ცრუ ბაგეები, რომელნიც უხეშად ლაპარაკობენ მართალზე - ქედმაღლობით და სიძულვილით.

იგავნი 18
23. ღარიბი ვედრებით ლაპარაკობს, მდიდარი კი უკმეხად პასუხობს.

იგავნი 28
14. ნეტარია ადამიანი, რომელსაც მუდამ ეშინია, ხოლო გულის გამქვავებელი უბედურებაში ჩავარდება.

ესაია 6
10. უგრძნობს გახდი მაგ ხალხის გულს, სასმენელთ დაუმძიმებ და სახედველთ აუხვევ, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს, გულით ვერ ხვდებოდეს, რომ არ მოიქცეს და არ განიკურნოს.

ეზეკიელი 2
4. ეს პირგამეხებული და გულგასასტიკებული ხალხია. მე გაგზავნი მათთან, რათა უთხრა: „ასე და ასე ამბობს უფალი ღმერთი.“

დანიელი 5
20. მაგრამ, როდესაც გული აღუმაღლდა და სული ისე გაუმქისდა, რომ გაკადნიერდა, სამეფო ტახტიდან ჩამოგდებული და პატივაყრილი იქნა.

მათე 13
15. რადგან გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა არ იხილონ თვალით, არ ისმინონ ყურით, არ იგრძნონ გულით, და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.

მათე 26
67. მაშინ აფურთხეს სახეში და სცემეს, ზოგიერთებმა სილა გააწნეს

საქმეები 23
2. მღვდელმთავარმა ანანიამ კი თავის წინაშე მდგომთ უბრძანა, რომ სახეში გაერტყათ მისთვის.

საქმეები 28
27. რადგან გაუხეშდა ამ ხალხის გული, ყური დაუმძიმდათ და თვალი დაებინდათ, რომ თვალით ვერ იხილონ, ყურით ვერ ისმინონ, გულით ვერ გაიგონ და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.

1კორინთელთა 13
5. არ უხეშობს, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს,