საჩუქარი, ძღვენი, საბოძვარი


საკვანძო მუხლები:

დაბადება 21 : 29 ; დაბადება 24 : 53 ; დაბადება 25 : 6 ; დაბადება 32 : 13 ; დაბადება 43 : 11 ; მსაჯულნი 3 : 15 ; მსაჯულნი 6 : 18 ; 3მეფეთა 4 : 21 ; 4მეფეთა 5 : 20 ; 4მეფეთა 8 : 8 ; 4მეფეთა 20 : 12 ; ესთერი 2 : 18 ; ესთერი 9 : 19 ; ფსალმუნები 71 : 10 ; იგავნი 19 : 6 ; იგავნი 25 : 14 ; ესაია 39 : 1 ; დანიელი 2 : 48 ; დანიელი 5 : 17 ; ოსია 10 : 6 ; რომაელთა 12 : 8 ; 2კორინთელთა 9 : 5 ; გამოცხადება 11 : 10 ;
=4.19.34 საჩუქარი, ძღვენი, საბოძვარი

გაკეთებული, მიძღვნილი:
- მოკავშირისთვის დაბ.21,29
- მოყვრებისთვის დაბ.24,53
- შვილებისთვის გაყრისას დაბ.25,6
- ძმისთვის დაბ.32,13-20
- სოლომონისთვის 3მფ.4,21
- ქვემდგომებისთვის ესთ.2,18
- აშურის მეფისთვის ოს.10,6
- უბრალოებით რომ.12,8
- აღთქმით, ნებაყოფლობით 2კორ.9,5

მიზანი:
- კაცის თვალში მოსაპოვებლად დაბ.43,11
- ბოროტი საქმის დასაფარად მსაჯ.3,15-23
- გამოგზავნილისადმი პატივისცემა მსაჯ.6,18-24
- გადასაცემი სიტყვების განსამტკიცებლად 4მფ.8,7-10
- მოსაკითხად 4მფ.20,12 ეს.39,1
- მორჩილების დასტურად ფს.71,10
- პატივის მიგება დან.2,48

დამოკიდებულება საჩუქრებისადმი:
- საჩუქრების, ანგარების გარეშე კეთილი საქმის გაკეთება 4მფ.5,20 დან.5,17
- ზეიმისა და ერთმანეთისთვის საჩუქრების გაგზავნის დღე ესთ.9,19 გმცხ.11,10
- მეგობრობა საჩუქრების დამრიგებელთან იგავ.19,6
- საჩუქრებით კვეხნა იგავ.25,14

ბიბლიის მუხლები

დაბადება 21
29. ჰკითხა აბიმელექმა აბრაამს: "რისთვისაა აქ ეს შვიდი კრავი, რომლებიც ცალკე გამოასხი?”

დაბადება 24
53. ამოიღო მორჩილმა ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი და სამოსელი და მისცა რებეკას; მის ძმას და დედასაც მიართვა ძვირფასი საჩუქრები.

დაბადება 25
6. ხოლო თავის ხარჭების შვილებს აბრაამმა საჩუქრები დაურიგა და თავის სიცოცხლეშივე მოაშორა ისინი ისაკს, თავის ძეს, და გაუშვა აღმოსავლეთისკენ, აღმოსავლეთის მხარეში.

დაბადება 32
13. ღამე იქ გაათია და ძღვენი შეურჩია ძმას თავისი ქონებიდან.
14. ორასი დედალი თხა და ოცი ვაცი, ორასი ნეზვი და ოცი ვერძი,
15. ოცდაათი მეწველი აქლემი თავის კოზაკებით, ორმოცი ფური და ათი ხარი, ოცი დედალი ვირი და ათი ჩოჩორი.
16. თავის მსახურებს ჩააბარა ცალცალკე ჯოგებად და უთხრა: "იარეთ ჩემ წინ და ჯოგსა და ჯოგს შორის მანძილი მოიტოვეთ”.
17. უბრძანა პირველს: "როცა ჩემი ძმა, ესავი შეგხვდება და გკითხავს, ვისი ხარ, საით მიდიხარ ან ეგ სამწყსო ვისიაო,
18. მაშინ ეტყვი: "შენი მსახურის, იაკობისაა-თქო, ესავისთვისაა გამოგზავნილი და თავადაც უკან მოგვყვება-თქო”.
19. ასევე უბრძანა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც სამწყსოს გააყოლა: "შეხვედრისას ასე უთხარით ესავს:
20. "შენი მსახური იაკობიც უკან მოგვყვება-თქო”. ფიქრობდა: "გულს მოვუგებ, მის რისხვას დავაცხრობ და მერე შევხედავ სახეზე, ეგებ შემიწყნაროსო”.

დაბადება 43
11. უთხრა მათ ისრაელმა, მათმა მამამ: თუ ასეა, ეს მაინც გააკეთეთ: გაავსეთ ჭურჭლები ამ ქვეყნის დოვლათით, ჩაუტანეთ იმ კაცს ძღვნად მცირეოდენი ბალსამონი, მცირეოდენი თაფლი, საკმეველი, შტახსი, ფსტა და ნუში.

მსაჯულნი 3
15. შეჰღაღადეს უფალს ისრაელის ძეებმა, მოუვლინა მათ უფალმა მხსნელად ეჰუდი, ძე გერასი, ბენიამინის ძისა, ცაცია კაცი; და ძღვენი გაუგზავნეს ისრაელის ძეებმა მისი ხელით ყეგლონს, მოაბის მეფეს.

მსაჯულნი 6
18. ნუ წახვალ აქედან ჩემს მოსვლამდე, ძღვენს მოგართმევ და დავდებ შენ წინაშე”. უპასუხა: "შენს დაბრუნებამდე მოვიცდი”.

3მეფეთა 4
21. და ეპყრა სოლომონს ყველა სამეფო მდინარე ევფრატიდან ფილისტიმელთა ქვეყნამდე და ეგვიპტის საზღვრამდე. და უგზავნიდნენ ძღვენს და ემორჩილებოდნენ სოლომონს მთელს მის სიცოცხლეში.

4მეფეთა 5
20. თქვა გეხაზიმ, ღვთისკაცის მსახურმა: აჰა, არ გამოართვა ჩემმა ბატონმა ნაყამანს, ამ არამელს, მათი მორთმეული ძღვენი. უფლის მადლმა, გავეკიდები და მე გამოვართმევ რამეს.

4მეფეთა 8
8. უთხრა მეფემ ხაზაელს: "ძღვენი აიღე ხელში, წადი, შეხვდი ღვთისკაცს და აკითხვინე უფალთან, თუ განვიკურნები ამ სნეულებისგან.

4მეფეთა 20
12. ამ დროს გამოუგზავნა მეროდაქ-ბალადან ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, ხიზკიას წერილები და ძღვენი, რადგან გაგებული ჰქონდა, რომ ავად იყო ხიზკია.

ესთერი 2
18. გაუმართა მეფემ დიდი ლხინი თავის მთავრებსა და მორჩილთ, ლხინი ესთერის სახელზე და შეუმსუბუქა ტვირთი სამთავროებს და მეფურად გასცა საჩუქრები.

ესთერი 9
19. ამიტომ არის, რომ სოფლელი იუდაელებისათვის, რომლებიც უგალავნო დაბებში ცხოვრობენ, ადარის მეთოთხმეტე დღე სიხარულისა და ლხინის, ზეიმისა და ერთმანეთისთვის საჩუქრების გაგზავნის დღეა.

ფსალმუნი 71
10. თარშიშისა და კუნძულთა მეფენი ხარკს მოუტანენ მას; შებას და საბას მეფენი ძღვენს მოართმევენ.

იგავნი 19
6. მრავალი ეძიებს დიდებულთა კეთილგანწყობას და ყველა მეგობრობს საჩუქრების დამრიგებელთან.

იგავნი 25
14. რაღა ღრუბლები და ქარი წვიმის გარეშე და რაღა ფუჭი ძღვენით მოქადული კაცი.

ესაია 39
1. იმ დროს მეროდახ-ბალყადანმა, ბალყადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, წერილები და საჩუქრები გაუგზავნა ხიზკიაჰუს, რადგან ესმა, რომ ავად იყო და გამოჯანმრთელდა.

დანიელი 2
48. მაშინ განადიდა მეფემ დანიელი, ძვირფასი საჩუქრები უბოძა და მთელი ბაბილონის ქვეყნის განმგებლად და ბაბილონის ყველა ბრძენის მთავრად დაადგინა.

დანიელი 5
17. მაშინ მიუგო დანიელმა და თქვა მეფის წინაშე: შენი საჩუქრები შენვე გქონდეს და შენი ძღვენი სხვას მიეცი. წარწერას კი მე წავუკითხავ მეფეს და მის მნიშვნელობასაც გავაგებინებ.

ოსია 10
6. თვითონაც აშურში იქნება წაყვანილი, საჩუქრად მეფე იარებთან. სირცხვილს იტვირთავს ეფრემი და შერცხვება ისრაელს თავისი ზრახვებისა.

რომაელთა 12
8. თუ შემგონებელია - შეგონებით, გამჩუქებელია - უბრალოებით, უფროსია - სიბეჯითით და ქველმოქმედია - ხალისით.

2კორინთელთა 9
5. ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მეთხოვა ძმებისთვის, რომ მოსულიყვნენ და გაემზადებინათ თქვენს მიერ აღთქმული ძღვენი, რათა მზად - ყოფილიყო, როგორც ძღვენი და არა როგორც ანგარება.

გამოცხადება 11
10. დედამიწის მკვიდრნი იხარებენ და ილხენენ მათ გამო და ძღვენს უძღვნიან ერთმანეთს, რადგანაც ამ ორმა წინასწარმეტყველმა აწამა დედამიწის მკვიდრნი.

-------------------------
სურათზე: დანიელი უარს ამბობს საჩუქარზე