საყვედურობა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 21 : 25 ; გამოსვლა 16 : 7 ; რიცხვნი 21 : 7 ; 3მეფეთა 1 : 6 ; იობი 6 : 25 ; ფსალმუნები 49 : 8 ; იგავნი 13 : 1 ; იგავნი 17 : 10 ; იგავნი 19 : 6 ; ეკლესიასტე 7 : 5 ; ესაია 50 : 2 ; ესაია 51 : 20 ; ესაია 66 : 15 ; იერემია 15 : 17 ; გოდება იერემიასი 3 : 30 ; ეზეკიელი 5 : 15 ; მათე 19 : 13 ; მარკოზი 10 : 13 ; მარკოზი 16 : 14 ; ლუკა 17 : 3 ; საქმენი მოციქულთა 11 : 2 ; 2კორინთელთა 8 : 20 ;
=4.18.20 საყვედურობა

დაბ.21,25 გამ.16,7 რიცხ.21,7; 3მფ.1,6 იობ.6,25.26 ფს.49,8 იგავ.13,1.8; 17,10; 19,6 ეკლ.7,5 ეს.50,2; 51,20; 66,15 იერ.15,17 გოდ.3,30 ეზეკ.5,15 მათ.19,13 მარ.10,13; 16,14 ლუკ.17,3 საქ.11,2; 2კორ.8,20

თემისთვის გამოყენებულია ბიბლიის მუხლები 4 ახალქართული გამოცემიდან (1989, 2001, 2013, 2015 წ.წ.) - ვფიქრობთ, სასარგებლო უნდა იყოს დაინტერესებული მკითხველისთვის მათი ასეთი სახით წარმოდგენა კომენტარების გარეშე

დაბადება 21
25. და უსაყვედურა აბრაამმა აბიმელექს წყლის იმ ჭის გამო, რომელიც მიიტაცეს აბიმელექის მსახურებმა.

გამოსვლა 16
7. და დილით იხილავთ უფლის დიდებას, რადგან ისმინა თქვენი დრტვინვა მან. ჩვენ ვინა ვართ, რომ ჩვენ გვსაყვედურობთ?“

რიცხვნი 21
7. მივიდა ხალხი მოსესთან და თქვეს: ვცოდეთ, რომ გისაყვედურეთ უფალს და შენ. ილოცე უფლისდმი, რომ მოგვცილდეს გველი. ილოცა მოსემ ხალხისათვის.

3მეფეთა 1
6. არ საყვედურობდა მამამისი, არც შეჰკითხვია, ასე რატომ იქცევიო. ლამაზი კაცი იყო ადონია, აბესალომის შემდეგ შეეძინა იგი დედამისს.

იობი 6
25. როგორი მწარეა წრფელი სიტყვა! მაგრამ რას მემართლება თქვენი საყვედური?
26. ნუთუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ მისაყვედუროთ, თითქოს სასოწარკვეთილის სიტყვები ქარისთვის გასატანებელი იყოს?

ფსალმუნი 49
8. მსხვერპლისთვის კი არ გისაყვედურებ; შენი შესაწირები ყოველთვის ჩემს წინაშეა.

იგავნი 13
1. ბრძენი შვილი მამის წვრთნას ღებულობს, ბრიყვი კი საყვედურს არ ისმენს.
8. სიცოცხლის გამოსასყიდი კაცის სიმდიდრეა, ღარიბს კი არ ესმის საყვედური.

იგავნი 17
10. საყვედური გონიერზე უფრო ღრმად მოქმედებს, ვიდრე ბრიყვზე ასი დარტყმა.

იგავნი 19
6. მამის მაგინებელი და დედის გამძევებელი შერცხვენისა და ყვედრების ღირსია.

ეკლესიასტე 7
5. სჯობს ბრძენის მიერ საყვედურის მსმენელი კაცს, რომელიც ბრიყვის ქებას ისმენს.

ესაია 50
2. რატომ არ იყო არავინ, როცა მოვედი? ვიძახდი და არ იყო პასუხის გამცემი? განა დამოკლდა ჩემი ხელი გამოსყიდვისთვის ან აღარ არის ჩემში ძალა შეწევნისა? მე ხომ ჩემი საყვედურით ვაშრობ ზღვას და მდინარეებს უდაბნოდ ვაქცევ; აყროლდებიან მათი თევზები უწყლობის გამო და დაიხოცებიან წყურვილით.

ესაია 51
20. შენი ძეები დაუძლურდნენ, ყველანი ქუჩის თავში განრთხმულან, მახეში გაბმული ხარირემივით; სავსენი არიან უფლის მრისხანებით, შენი ღმერთის საყვედურით.

ესაია 66
15. რადგან, აჰა, ცეცხლში მოვა უფალი და ქარიშხალივითაა მისი ეტლები, რათა მიუზღოს თავისი რისხვა მძვინვარებით და თავისი საყვედური ცეცხლის ალით.

იერემია 15
17. არ ვმჯდარვარ ლაზღანდარების კრებულში და არ გავლაღებულვარ; შენი მძიმე ხელის შიშით ვიჯექი ეულად, რადგან საყვედურებით გამავსე მე.

გოდება იერემისი 3
30. ლოყა მიუშვიროს თავის მცემელს, გაძღეს საყვედურებით.

ეზეკიელი 5
15. და იქნება ეს შესარცხვენად და დასაცინად, და მაგალითად და გასაოცებლად ხალხებისათვის, რომლებიც შენს ირგვლივაა, როდესაც ვყოფ შენში სამართალს გულისწყრომასა და რისხვაში და რისხვის საყვედურებში. მე, უფალმა, ვილაპარაკე.

მათე 19
13. მაშინ მიიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო და ელოცა მათთვის, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მათ.

მარკოზი 10
13. და მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მომყვანებს.

მარკოზი 16
14. მოგვიანებით ეჩვენა თერთმეტს, სუფრასთან მსხდართ და ურწმუნოება და გულქვაობა უსაყვედურა, რადგან არ ირწმუნეს მათი, რომლებმაც აღმდგარი იხილეს იგი.

ლუკა 17
3. გაფრთხილდით: თუ შენმა ძმამ შეგცოდოს, უსაყვედურე მას და თუ მოინანიოს, მიუტევე.

საქმეები 11
2. და როცა იერუსალიმში ავიდა პეტრე, უსაყვედურეს ზოგიერთებმა წინადაცვეთილთაგან.

2კორინთელთა 8
20. ვფრთხილობთ, არავინ გვისაყვედუროს სიუხვისათვის, ჩვენი მსახურებით რომ იქნა მოპოვებული.