ნაქარგობა


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 26 : 1 ; გამოსვლა 28 : 39 ; გამოსვლა 35 : 35 ; ლევიანნი 8 : 7 ; მსაჯულნი 5 : 30 ; ფსალმუნები 44 : 14 ; იგავნი 7 : 16 ; ეზეკიელი 16 : 10 ; ეზეკიელი 26 : 16 ; ეზეკიელი 27 : 7 ;
=3.45.5 ნაქარგობა

გამ.26,1.36; 28,4-8.39; 35,35 ლევ.8,7 მსაჯ.5,30 ფს.44,13.14 იგავ.7,6 ეზეკ.16,10; 26,16; 27,7

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 26
1. "სავანე გრეხილი სელისგან, ათი ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი გადასაფარებლისგან გააკეთე და ზედ ქერუბები ამოქარგე.
36. გრეხილი, ნაქარგი ბისონის კრეტსაბმელი გაუკეთე სავანის შესასვლელს, ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი.

გამოსვლა 28
4. აჰა, სამოსელი, რომელიც უნდა დაამზადონ: სამკერდული, ეფოდი, წამოსასხამი და ნაქსოვი კვართი, თავსაბურავი და სარტყელი. დაუმზადონ სამოსელი აჰარონს, შენს ძმას და მის ძეებს, რომ მღვდლობა გამიწიონ.
5. აიღონ ოქრო, ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული მატყლი და ბისონი.
6. ოქროსგან გააკეთონ ეფოდი, ცისფერი და ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისა, ოსტატური ნაკეთობით.
7. ორი შემკვრელი სამხრე ექნება მას ორივე კიდეზე, რათა დამაგრებული იყოს.
8. ეფოდის სარტყელი, რომელიც მასზეა, ისეთივე ნახელავი უნდა იყოს - ოქროსგან, ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისა.
39. მოქსოვე ბისონის კვართი და ოსტატურად მოქარგული სარტყელი გაუკეთე.

გამოსვლა 35
35. აუვსო გული სიბრძნით, რათა აკეთონ ყოველი საქმე მეჩუქურთმისა, ოსტატურად მქსოველისა და მქარგავისა ცისფერ, ძოწისფერ, მეწამულ და ბისონის ქსოვილებზე და მქსოველისა, რომელიც ოსტატურ ნაკეთობებს ქმნის”.

ლევიანნი 8
7. კვართით შემოსა, სარტყელი შემოარტყა, მოსასხამი შემოასხა და ეფოდი ჩამოაცვა, ეფოდის ოსტატურად ნაქარგი სარტყელი შემოარტყა და ზედ მიამაგრა.

მსაჯულნი 5
30. "ალბათ იპოვეს და იყოფენ ნადავლს - თითოს ან ორ-ორ ქალწულს მეომარზე; ნადავლად ნაქარგი ფერადი სამოსელი სისარას: ნაალაფარი ჭრელი სამოსელი, ორმხრივად ნაქარგი”.

ფსალმუნი 44
13. შიდა ოთახში - მეფის ასულია, მოოქროვილია მისი სამოსი.
14. მოქარგული კაბით მოჰყავთ იგი მეფესთან; უკან მოჰყვებიან ქალწულნი, დობილნი მისნი.

იგავნი 7
16. ფარდაგებით მოვფინე ჩემი სარეცელი, ეგვიპტის ნაქარგი ქსოვილით,

ეზეკიელი 16
10. მოქარგული ქსოვილით შეგმოსე, ფეხზე რბილი ტყავი ჩაგაცვი, ბისონი შემოგარტყი და აბრეშუმი მოგახვიე.

ეზეკიელი 26
16. ჩამოვა თავ-თავისი ტახტიდან ზღვის ყველა მთავარი, მოიხსნის თავის მანტიას, ნაქარგ სამოსელს გაიხდის, შიშით შეიმოსება, მიწაზე დაჯდება და შეძრწუნდება შენი ხვედრის გამო.

ეზეკიელი 27
7. ეგვიპტის მოქარგული ქსოვილისა იყო შენი იალქნები, რომ დროშად გქონოდა. გადასახურავი ცისფერი და მეწამული ქსოვილისა იყო ელიშას ზღვისპირეთიდან;