ყოველთვის - გამუდმებით, მუდამ


საკვანძო მუხლები:

დაბადება 6 : 3 ; მეორე რჯული 11 : 12 ; 1ნეშტთა 16 : 15 ; ფსალმუნები 102 : 9 ; იგავნი 8 : 30 ; მათე 28 : 20 ; მარკოზი 5 : 5 ; ლუკა 21 : 36 ; იოანე 8 : 29 ; იოანე 11 : 42 ; საქმენი მოციქულთა 2 : 25 ; საქმენი მოციქულთა 7 : 51 ; საქმენი მოციქულთა 24 : 16 ; 1პეტრე 3 : 15 ; 1კორინთელთა 15 : 58 ; 2კორინთელთა 2 : 14 ; 2კორინთელთა 5 : 6 ; 2კორინთელთა 9 : 8 ; ფილიპელთა 2 : 12 ; ფილიპელთა 4 : 4 ; 1თესალონიკელთა 1 : 2 ; 2თესალონიკელთა 3 : 16 ; ტიტე 1 : 12 ;
=2.1.48 ყოველთვის - გამუდმებით, მუდამ

ღმერთის
- მზრუნველობაზე რჯ.11,12
- აღთქმაზე 1ნეშ.16,15
- დასჯაზე ფს.102,9

ქრისტეს
- გვერდით ყოფნა იგავ.8,30 საქ.2,25
- მუდამ მათ.28,20
- სურვილები იოან.8,29
- ლოცვა იოან.11,42

ქრისტიანების
- ლოცვები ლუკ.21,36
- მშვიდობა 2თეს.3,16
- მორჩილება ფლპ.2,12
- შრომა 1კორ.15,58
- დაცვა 1პეტ.3,15
- სიხარული ფლპ.4,4
- მადლიერება 1თეს.1,2
- გამარჯვება 2კორ.2,14
- სინდისიერება საქ.24,16
- მხნეობა 2კორ.5,6
- უზრუნველყოფილობა 2კორ.9,8

ურწმუნოები
- დახასიათებული ღმერთისგან დაბ.6,3
- მოუსვენრობაში მარ.5,5
- მოწინააღმდეგენი საქ.7,51
- მუდამ ცრუნი ტიტ.1,12

ბიბლიის მუხლები

დაბადება 6
3. და თქვა უფალმა: "არ იქნება ჩემი სული ადამიანთან ჭიდილში სამუდამოდ, რადგან ხორციელია იგი. იყოს მისი ხანი ას ოცი წელი”.

მეორე რჯული 11
12. მიწა, რომელზეც უფალი, შენი ღმერთი ზრუნავს; უფლის, შენი ღმერთის თვალია მასზე, წლის დასაწყისიდან - დასასრულამდე.

1ნეშტთა 16
15. გახსოვდეთ: მარადიულია აღთქმა მისი, სიტყვა, რომელიც ათასი თაობისთვის ბრძანა!

ფსალმუნი 102
9. არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება.

იგავნი 8
30. ხუროთმოძღვარივით გვერდში ვყავდი, დღენიადაგ მისი სიხარული ვიყავი და ყოველთვის ვხარობდი მის წინაშე:

მათე 28
20. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე”. ამინ!

მარკოზი 5
5. მუდამ, დღე და ღამ, სამარხებსა და მთებში იყო, ღრიალებდა და ლოდებს ეხეთქებოდა.

ლუკა 21
36. ამიტომ, იფხიზლეთ ყოველ ჟამს. ილოცეთ, რომ შეძლოთ თავის დაღწევა ყოველივესგან, რაც უნდა მოხდეს და წარსდგეთ ძე კაცისას წინაშე!”

იოანე 8
29. ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო”.

იოანე 11
42. მე ვიცი, რომ ყოველთვის მისმენ. ეს გარშემოკრებილი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე”.

საქმეები 2
25. ვინაიდან დავითიც ამბობს მასზე: ყოველთვის ჩემს წინაშე ვხედავდი უფალს, რადგან ის ჩემს მარჯვნივაა, რომ არ შევდრკე.

საქმეები 7
51. ქედმაგარნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, ყოველთვის რომ ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ისე თქვენც!

საქმეები 24
16. ამიტომ ვცდილობ ყოველთვის, ყველაფერში უმწიკვლო სინდისით ვიყო ღვთისა და კაცთა წინაშე.

1პეტრე 3
15. წმიდა ჰყავით ქრისტე, როგორც უფალი თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ.

1კორინთელთა 15
58. ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არ არის თქვენი შრომა უფალში.

2კორინთელთა 2
14. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გამარჯვებას გვანიჭებს ქრისტეში და ჩვენი მეშვეობით წარმოაჩენს თავისი შემეცნების კეთილსურნელებას ყოველ ადგილზე.

2კორინთელთა 5
6. ამიტომ ვართ ყოველთვის მხნედ; და ვიცით, რომ სანამ სხეულში ვართ დამკვიდრებულნი, განშორებულნი ვართ უფლისგან,

2კორინთელთა 9
8. ღმერთს კი ძალუძს სიუხვე მოგცეთ ყოველგვარ მადლში, რათა ყველაფერში ყოველივეს საკმარისად მქონენი, უხვნი იყოთ ყოველი კეთილი საქმისთვის.

ფილიპელთა 2
12. ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის, იყავით მორჩილნი, არა მარტო მაშინ, როცა მანდ ვარ, არამედ უფრო მეტად ახლა, როცა მანდ არა ვარ. შიშითა და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად,

ფილიპელთა 4
4. მარადის იხარეთ უფალში, და კიდევ ვიტყვი: იხარეთ!

1თესალონიკელთა 1
2. მარადის ვმადლობთ ღმერთს ყველა თქვენგანისთვის და გიხსენებთ ჩვენს ლოცვებში.

2თესალონიკელთა 3
16. თავად მშვიდობის უფალმა მოგცეთ თქვენ მშვიდობა ყოველთვის და ყოველმხრივ. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან.

ტიტე 1
12. ერთ-ერთმა მათგანმა, მათმავე წინასწარმეტყველმა, თქვა: კრეტელნი მუდამ ცრუნი არიან, ბოროტი მხეცები, უქნარა სტომაქები.