ძაძა, ჯვალო


საკვანძო მუხლები:

დაბადება 37 : 34 ; 3მეფეთა 20 : 31 ; 4მეფეთა 6 : 30 ; ესთერი 4 : 1 ; ესაია 20 : 2 ; ესაია 32 : 11 ; ესაია 50 : 3 ; ესაია 58 : 5 ; იოველი 1 : 8 ; იონა 3 : 5 ; მათე 3 : 4 ; ლუკა 10 : 13 ; გამოცხადება 6 : 12 ;
=3.45.4 ძაძა, ჯვალო

აქლემის ან თხის ბეწვისგან მზადდებოდა

ატარებდნენ:
- მეფეები 4მფ.6,30
- წინასწარმეტყველები ეს.20,2
- ქალები ეს.32,11
- ხალხი იონ.3,5-8 ლუკ.10,13
- ასკეტები მათ.3,4

გამოხატავდა:
- გლოვას დაბ.37,34
- მორჩილებას 3მფ.20,31.32
- პროტესტს ესთ.4,1-4
- მარხვას ეს.58,5
- მონანიებას იოვ.1,8.13

სიმბოლირებდა:
- მკაცრ სასჯელს (მსჯავრი) ეს.50,3
- ღვთის სამსჯავრო გმცხ.6,12

ბიბლიის მუხლები

დაბადება 37
34. ტანზე შემოიხია იაკობმა, ჯვალო შემოირტყა წელზე და დიდხანს გლოვობდა შვილს.

3მეფეთა 20
31. უთხრეს მისმა მორჩილებმა: გვსმენია, გულმოწყალენი ყოფილან ისრაელის სახლის მეფეები; წელზე ჯვალოს შემოვიკრავთ, თავზე ბაწრებს დავიწყობთ და გავალთ ისრაელის მეფესთან. იქნებ ცოცხლები დაგვტოვოს.
32. წელზე ჯვალო შემოიკრეს, თავზე ბაწრები დაიდეს, მივიდნენ ისრაელის მეფესთან და უთხრეს: შენი მორჩილი ბენ-ჰადადი გთხოვს, სიცოცხლე შემინარჩუნეო. თქვა: ჯერ კიდევ ცოცხალია? ჩემი ძმა არის.

4მეფეთა 6
30. როცა გაიგონა მეფემ ქალის ნათქვამი, შემოიხია სამოსელი და გალავანზე გავიდა. დაინახა ხალხმა, რომ ჯვალო ემოსა შიშველ ხორცზე.

ესთერი 4
1. შეიტყო მარდოქაიმ ყველაფერი, რაც მოხდა. შემოიხია მარდოქაიმ სამოსელი, ჩაიცვა ჯვალო და თავზე ნაცარი დაიყარა. გავიდა შუაგულ ქალაქში და ხმამაღლა და მწარედ მოთქვამდა.
2. მივიდა სამეფო კარიბჭემდე, რადგან ჯვალოთი შემოსილს სამეფო კარიბჭეში შესვლა არ შეეძლო.
3. ყველა სამთავროში, ყველგან, სადაც კი მეფის ბრძანება და კანონი მივიდა, დიდი გლოვა ჰქონდათ იუდაელებს, მარხვა, ტირილი და გოდება. ჯვალო და ნაცარი ეგო ბევრს.
4. მივიდნენ ესთერთან მისი მოახლეები და საჭურისები და ყველაფერი უამბეს. დიდად შეშფოთდა დედოფალი. გაუგზავნა სამოსელი, რომ შემოსილიყო მარდოქაი და გაეძრო ჯვალო, მაგრამ არ მიიღო.

ესაია 20
2. იმ დროს ილაპარაკა უფალმა ესაიას, ამოცის ძის ხელით ასე: “წადი და მოიხსენი ძაძა წელიდან და ფეხსაცმელი გაიძვრე ფეხზე.” და ასე მოიქცა და დადიოდა ტიტველი და ფეხშიშველი.

ესაია 32
11. თრთოდეთ უზრუნველნო, შეშფოთდით უდარდელნო, გაიხადეთ, გაშიშვლდით და ძაძა შემოირტყით წელზე.

ესაია 50
3. მე ზეცას წყვდიადით ვფარავ და ძაძებით ვბურავ.

ესაია 58
5. განა ასეთია ის მარხვა, რომელიც მე ამოვარჩიე, დღე, როცა ადამიანი სულს იტანჯავს, როცა თავს იდრეკს ლერწამივით, და ძაძასა და ნაცარს იფენს ქვეშ? ამას უწოდებ მარხვასა და უფლის საწადელ დღეს?

იოველი 1
8. იტირე ძაძით მოსილი ქალწულივით, სიყრმის ქმარს რომ დასტირის!
13. ძაძით შეიმოსეთ და იგლოვეთ, მღვდლებო! ივალალეთ, სამსხვერპლოს მსახურებო! მოდით, ძაძებში გაათიეთ ღამე, ჩემი ღმერთის მსახურნო, რადგან შეწყდა თქვენი ღმერთის სახლში შესაწირი და საღვრელი.

იონა 3
5. იწამეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და დიდიან-პატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ.
6. შეიტყო ეს ამბავი ნინევის მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამოსელი; ჯვალო ჩაიცვა და ნაცარზე დაჯდა.
7. გამოაცხადებინა ნინევეში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს.
8. ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული.

მათე 3
4. ხოლო თვით იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელს ერტყა ტყავის სარტყელი: და საზრდელი მისი იყო კალია და ველური თაფლი.

ლუკა 10
13. ვაი, შენდა, ქორაზინ! ვაი შენდა, ბეთსაიდა! რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი სასწაული, რა ხანია ძაძასა და ნაცარში მსხდომნი შეინანებდნენ.

გამოცხადება 6
12. და როცა ახსნა მეექვსე ბეჭედი, შევხედე და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, და გაშავდა მზე, როგორც ძაძა, და სისხლივით გაწითლდა მთვარე.