ზემოდან ყურება საკუთარი დაბალი მდგომარეობის მიუხედავად


საკვანძო მუხლები:

დაბადება 16 : 4 ; 1მეფეთა 1 : 6 ; 2მეფეთა 6 : 16 ; იგავნი 29 : 21 ; იგავნი 30 : 23 ;
=1.2.100 ზემოდან ყურება საკუთარი დაბალი მდგომარეობის მიუხედავად

დაბ.16,[4].5; 1მფ.1,6; 2მფ.6,16 იგავ.29,21; 30,21-23

ბიბლიის მუხლები

დაბადება 16
4. შევიდა აბრამი აგართან და დაორსულდა აგარი. როცა მიხვდა, რომ ფეხმძიმედ იყო, დამცირდა მისი ქალბატონი მის თვალში.
5. უთხრა სარაიმ აბრამს: "შენი ბრალია ჩემი დამცირება, მე მოგიწვინე ჩემი მხევალი და რა იხილა, რომ დაორსულდა, დავმცირდი მის თვალში. უფალმა განსაჯოს ჩემსა და შენს შორის”.

1მეფეთა 1
6. და ამის გამო ხანას მისი მეტოქე ფენინა ამწარებდა და აღიზიანებდა.

2მეფეთა 6
16. როცა შევიდა უფლის კიდობანი დავითის ქალაქში, სარკმლიდან იმზირებოდა მიქალი, საულის ასული. დაინახა უფლის წინაშე მხტომელი და მროკველი მეფე დავითი და დამცირდა იგი მის გულში.

იგავნი 29
21. სიყმაწვილიდანვე განებივრებული მონა შემდგომში მემკვიდრედ გაგიხდება.

იგავნი 30
21. სამი რამის ქვეშ ზანზარებს მიწა და ოთხ რამეს ვერ იტვირთავს:
22. გამეფებულ მონას და უგუნურს - პურით რომ ძღება,
23. კახპა ქალს, როცა გათხოვდება და მხევალს, თავისი ქალბატონის ადგილს რომ იმკვიდრებს.

__თემაზე წერდნენ__
***
დაბ.16,4 როდესაც მდაბალი და მონური სულის მქონენი გამოსცდიან კეთილგანწყობას ღმერთისა თუ კაცისგან და წარმატებას აღწევენ, მაშინ ისინი იქცევიან მოურიდებლად და ქედმაღლად, მიუხედავად თავიანთი ადგილისა და მდგომარეობისა (იხ. იგავ.29:21; 30:21-23). საკმაოდ ძნელია მათთვი ღირსეულად მიიღონ დიდება.
__ მეთიუ ჰენრი __

***
დაბ.16,4 აქ ვხედავთ მხევლის უმადურობას - მან დაივიწყა თავისი მდგომარეობა, რომელშიც მანამდე იყო და და ვერ დაინახა სარაის სიბრძნე, გაამპარტავნდა საკუთარი თავით და შეურაცხყოფდა ქალბატონს
5. სარამ ვერ აიტანა მხევლისგან უმსგავსო დამოკიდებულება და საყვედურობს აბრამს, რატომ მისცა მას გაყოყოჩების უფლება.
__ ჟენევის ბიბლიის კომენტარი __

----------------------
რუბენსის ნახატი