როგორ ვახაროთ მუსულმანებს


საკვანძო მუხლები:

იოანე 3 : 18 ; იოანე 6 : 65 ; საქმენი მოციქულთა 16 : 14 ; იაკობი 2 : 18 ; რომაელთა 12 : 2 ; 1კორინთელთა 9 : 21 ; 2ტიმოთე 2 : 25 ; 2ტიმოთე 3 : 5 ;
=4.21.31 როგორ ვახაროთ მუსულმანებს

მთავარი ის არის, რომ ძირითადში არც ქრისტიანებს და არც მუსულმანებს ერთმანეთის რწმენაზე სწორი შეხედილებები არ აქვთ

- მუსულმანებს სწამთ ალაჰი, ანუ ღმერთი, და ის, რომ მაჰმადი ღვთის წინასწარმეტყველია. ესაა ისლამის მრწამსი - ტაშაჰუდი. მათი საღვთო წიგნია ყურანი, ხოლო მათს რელიგიას ისლამი ჰქვია, რაც „მორჩილებას“ ნიშნავს. ყურანში ნათქვამია, რომ სიცრუე და კერპთაყვანისმცემლობა არასწორია, რომ ღმერთი ერთია და რომ ის სამების ნაწილი არ არის. ამავე დროს, ყურანი ასწავლის სულის უკვდავებას, ჯოჯოხეთის ცეცხლსა და ზეციერ სამოთხეს. მუსულმანებს ბიბლია ღვთის სიტყვად მიაჩნიათ, მაგრამ თვლიან, რომ ის შეიცვალა, ხოლო ყურანი, რომელიც დღემდე დედნის ენაზეა, უცვლელი დარჩა.

— ისლამში ალაჰი, ანუ ღმერთი სრულიად დაშორებულია ადამიანისგან და არავითარი გამოცხადება არ მოიაზრება.

— როცა ვამბობთ: «ლოცვა», «მარხვა», «წყალობა», «სული», «ცოდვა», — ქრისტიანები და მუსულმანები ვგულისხმობთ სხვადასხვა რამეს. თუ ეს არ ვიცით, საუბარში წარმოგვეშვება გაუგებრობანი. გვეგონება, რომ ორივეს ერთიდაიგივე რამ გვაქვს მხედველობაში!

- მშვინვას ისლამში ეწოდება nafs, რაცაა კაცის ბუნებრივი მხარე და რომელიც მას ყოველთვის მიდრეკს იქითკენ, რომ ბოროტება ჩაიდინოს. მუსულმანების თვალსაზრისით ესაა ყოველგვარი სიკეთის უარყოფა კაცში. ამბობენ, რომ «nafs ისეა შექმნილი, რომ მას სურს ყოველივე დაუშვებელი». ამის შესახებ ნათქვამია ყურანშიც: «...მშვინვა აღძრავს ბოროტისქმნად...» (12.53)! გარდა ამისა აქვთ სწავლება სულების წინასწარ არსებობის შესახებ, რომ ვითომ ჯერ შეიქმნა ადამიანთა სულები და მერე სახლდებიან ისინი სხეულებში. ქრისტიანები, პირიქით, სულს სთვლიან ყველაზე ამაღლებულ ნაწილად კაცში.

- რაც შეეხება ცოდვას, აქ უფრო მეტი განსხვავებაა. ისლამი უარყოფს დასაბამიერ ცოდვას. ცოდვაში ჩავარდნა ყურანშიცაა აღწერილი, მაგრამ მას არ ენიჭება ისეთი მნიშვნელობა როგორიც ბიბლიაშია. მათი აზრით ადამმა მოინანია და ცოდვა გაქრა. არსებითად ადამიანში გამოვლენილ უარყოფით ძალებზე პასუხისმგებლობას ისლამი მიაწერს ღმერთს. მათი სწავლებით ალაჰი თანაბრადაა წყარო კეთილისა და ბოროტისა.

- ცოდვის გაგებაშიც განსხვავებაა. მათი სწავლებით ცოდვა არის ღვთაებრივი კანონის დაუცველობა. ისლამის აღიარებითა და რიტუალების აღსრულებით მუსულმანი ავტომატურად იწმინდება ჩადენილი ცოდვებისგან, ამიტომ არ აქვთ მათ მონანიება.
ქრისტიანული შეხედულება ცოდვაზე უფრო ღრმად მიმავალია და მხოლოდ გონებრივით არ შემოიფარგლება.

- მუსულმანური შეხედულებები მყარადაა ფესვგადგმული და მათგან უმეტესობას ზეპირად სწავლობენ. ამგვარად, მათი სულიერი აღზრდა არ ითვალისწინებს რელიგიურ მოძღვრებაზე და ღვთის ნებაზე მსჯელობას (რომ.12:2). მუსულმანებისთვის დახმარების აღმოსაჩენად ძალიან მნიშვნელოვანია მოთმინება და ურთიერთგაგება (1კორ.9:19-23).

- საჭიროა ვუჩვენოთ ჩვენი რწმენა, მაგრამ თავზე არ მოვახვიოთ ის. ბევრი ჩვენგანი რატომღაც ფიქრობს, რომ ქადაგება უნდა იყოს აგრესიული და მიმწოლი, რასაც წარმატება არავისთვის არ მოუტანია.
ჩვენ ვუტევთ და არ ვიაზრებთ იმას თუ როგორ ჩამოყალიბდა ამ ადამიანის რწმენა წლების მანძილზე, რომ მას ჰყავს მოსიყვარულე დედმამა და ერთმორწმუნეთა გარემოცვა. ვცდილობთ დავანგრიოთ მისი წარმოდგენები ერთი ხელის მოსმით.
ჩვენ ვიქცევით იმ ქარის მსგავსად, მზეს რომ დაენიძლავა მოსასხამს გავხდიო მგზავრს. დაბერა აქედან, იქიდან და ვერაფერი დააკლო, უფრო შეიფუთნა მგზავრი. მზემ კი ღრუბლები გადაყარა, გამოუჩნდა, მოეფერა, მოუალერსა და მგზავრმა თვითონ გაიხადა მოსასხამი.
ამგვარად, არაქრისტიანებთან ქადაგების პირველ წესად უნდა ვაქციოთ არა დოქტრინალური ძალდატანება, არამედ ქრისტეს რწმენის ჩვენება ჩვენი საქმეებიდან (იაკ.2,18).
სამწუხაროა, რომ ბევრი თეორიტიკოსობს და მორალს უკითხავს და არ ავლენს რწმენას, უფრო ეადვილებათ კამათი და გაუთავებელი მტკიცება.
ცარიელსიტყვაობა მუსულმანებს აღიზიანებთ და ასეთი მქადაგებლები მათთვის არიან გარეგნულად ღვთისმოსავნი (2ტიმ.3:5).

- მნიშვნელოვანია პატივისცემის ჩვენება ადამიანისთვის, რომელიც სხვა რწმენას აღიარებს, რომ იგი ღვთის ქმნილებაა პირველყოვლისა. არა აქვს მნიშვნელობა, რომ ის ცდება. მნიშვნელოვანია, რომ მისთვის მოკვდა ქრისტე. რომ ის ისევე საყვარელია ღმერთისთვის, როგორც შენ. ვინმე იტყვის, რომ ეს შეუძლებელია, რომ მან შეიძლება არასოდეს მიიღოს ღმერთი. ეს მისი არჩევანია, მაგრამ ღმერთმა შექმნა იგი თავის განსადიდებლად.

- როდესაც ზედმიწევნით ახლოს ვეცნობით მათ სარწმუნოებას და ამავე დროს განმტკიცებულნი ვართ ქრისტეს რწმენაში, რაოდენ მნიშვნელოვანია მისი სახელი გადარჩენისთვის (იოან.3,18), არ უნდა გაგვიჭირდეს კეთილი უწყების მიტანა მუსულმანებისთვის.

- მათთვის წმინდა წიგნში აღიარებულია ქრისტე წმინდა წინასწარმეტყველად. ერთადერთი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ყურანი ისას მესიანურობას საზღვრავს ისრაელის ჩარჩოებში და არ მოიაზრებს განურჩევლად ყველა ხალხის მხსნელად.

- დაარწმუნო მუსულმანი, რომ იესო არის ერთადერთი გზა ზეცისკენ, ძნელი არ არის. მის რელიგიურ ცხოვრებაში ხომ მნიშვნელოვანია ზეცაში გარანტირებული მოხვედრა, რისი აღსრულების ერთადერთ საშუალებადაცაა მიჩნეული შახიდიზმი (რელიგიური თვითმკვლელობა). ყოველივე დანარჩენი არ იძლევა ხსნის ასპროცენტიან გარანტიას.
მხოლოდ იესო იქცა იმ ერთადერთ შახიდად, რომელმაც მისცა თავს ნება მომკვდარიყო არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის და მოხვედრილიყო ზეცაში, არამედ პირველ რიგში იმათთვის, ვისაც სურს იქ მოხვედრა. იგია ყველაზე დიდი შაჰიდი, რომელმაც თავისი სიკვდილით არ წაიმძღვარა სხვების სიცოცხლე, არამედ აჩუქა საუკუნო სიცოცხლე ყველას, ვინც მას იწამებს, მიატოვებს თავის სიამაყეს და აღიარებს, რომ აღასრულა ეს მისი გულისთვის. მხოლოდ იესოა გარანტი ჩვენს ზეცაში დასამკვიდრებლად.

- მუსულმანებისადმი ქადაგებისას ნუ დავივიწყებთ, რომ ღმერთი დამოუკიდებელი სუვერენია ხსნის საკითხში, რაც ზებუნებრივობის შედეგია მხოლოდ და მიიღწევა სულიწმიდის მიერ მათი გულების გახსნით (საქ.16:14)
- მონანიების მიცემით (2ტიმ.2:25)
- როცა მუსულმანი შედის რწმენაში, ეს დამოკიდებული არაა ჩვენს მიერ გაწეულ კონტექსტუალურ შრომაზე, არამედ პირდაპირი ღვთაებრივი ჩარევის შედეგია (იოან.6:65)