საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 20 : 24 ; გამოსვლა 22 : 4 ; გამოსვლა 23 : 12 ; რიცხვნი 7 : 3 ; რიცხვნი 22 : 4 ; მეორე რჯული 14 : 4 ; მეორე რჯული 25 : 4 ; 3მეფეთა 7 : 25 ; 3მეფეთა 19 : 19 ; იობი 24 : 3 ; იგავნი 7 : 22 ; იგავნი 15 : 17 ; ესაია 32 : 20 ; 1კორინთელთა 9 : 9 ;
=1.1.98 ხარი

გამოყენება:
- მსხვერპლშესაწირავი გამ.20,24
- გამწევი პირუტყვი რიცხ.7,3
- საკვებად რჯ.14,4
- დეკორატიული გამოსახულება 3მფ.7,25
- მინდვრის სახნავად 3მფ.19,19
- საარსებო საშუალება იობ.24,3

კანონები მათ შესახებ:
- დაუბრუნდეს პატრონს გამ.22,4.9-13
- ეკუთვნით შაბათს დასვენება გამ.23,12
- არ უნდა შეებას სახედართან ერთად რჯ.22,10
- პირი არ უნდა აეკრათ ლეწვისას რჯ.25,4

სიმბოლურად:
- იოლი მარცხი რიცხ.22,4
- უგუნური ყმაწვილი იგავ.7,22
- მაძღარი ცხოვრება იგავ.15,17
- მახარებლობის შედეგიანობის სიხარული ეს.32,20
- მოციქულის შრომის საზღაურზე 1კორ.9,9.10

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 20
24. გამიკეთე სამსხვერპლო მიწისგან და შესწირე მასზე შენი სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლები, შენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი; და ყოველ ადგილზე, სადაც დავადგენ ჩემი სახელის ხსენებას, მოვალ შენთან და გაკურთხებ.

გამოსვლა 22
4. თუ მის ხელში ცოცხლად აღმოჩნდება ნაქურდალი – ხარი იქნება, ვირი თუ ცხვარი, ორმაგად უნდა ზღოს.
9. ყოველგვარ დანაშაულზე, ხარის საქმე იქნება ეს, ვირის, ცხვრისა თუ სამოსლის, ყოველ დაკარგულ ნივთზე, რომელსაც პატრონი გამოუჩნდება, ამ ორის საქმე ღვთის წინაშე უნდა წარდგეს, ვისაც ღმერთი გაამტყუნებს, მან ორმაგად უნდა უზღოს თავის ახლობელს.
10. თუ ვინმე მიაბარებს თვისტომს ვირს, ხარს ან კრავს, ან რაიმე პირუტყვს, და თუ ის მოკვდა ან დაშავდა, ან მოიტაცეს და მნახველი არავინ იქნება,
11. უფლის წინაშე ფიცი იყოს ორივეს შორის, რომ არ წასცდენია ხელი თავისი მოყვასის საკუთრებაზე. და მიიღოს ეს პატრონმა და არ აუნაზღაურდეს.
12. ხოლო თუ მოჰპარეს, უზღოს მის პატრონს.
13. თუ მას მხეცი დაგლეჯს, წარმოადგინოს დაგლეჯილი დასამოწმებლად, და არ ზღოს.

გამოსვლა 23
12. ექვს დღეს აკეთე შენი საქმე, და მეშვიდე დღეს დაისვენე, რათა დაისვენოს შენმა ხარმა და სახედარმა, და სული მოითქვას შენი მხევლის ძემ და ხიზანმა.

რიცხვნი 7
3. და მიიტანეს შესაწირავი უფლის წინაშე: 6 მოჩარდახული ურემი და 12 ხარი, თითო ურემი ორი თავკაცისგან და თითო ხარი თითოზე, და წარადგინეს ისინი კარვის წინაშე.

რიცხვნი 22
4. და უთხრა მოაბმა მიდიანის უხუცესებს: „ახლა გააჩანაგებს ეს ხალხი ყველაფერს, რაც ჩვენს ირგვლივაა, როგორც ხარი აჩანაგებს მინდვრის ბალახს.“ იმჟამად მოაბის მეფე იყო ბალაკი, ძე ციფორისა.

მეორე რჯული 14
4. აი, ის ცხოველები, რომელთა ჭამაც შეგიძლიათ: ხარი, ცხვარი, თხა,

მეორე რჯული 25
4. კევრში შებმულ ხარს პირს ნუ აუკრავ.

3მეფეთა 7
25. თორმეტ ხარზე იყო შედგმული. სამი ჩრდილოეთით იყურებოდა, სამი – დასავლეთით, სამი – სამხრეთით და სამი – აღმოსავლეთით. ზღვა ზედ ედგათ და ზურგები შიგნით ჰქონდათ მიქცეული.

3მეფეთა 19
19. და წავიდა იქიდან და მოძებნა ელისე, შაფატის ძე, როცა ის ხნავდა; 12 უღელი ხარი ება და თავად ედგა მეთორმეტეს. ჩაუარა ელიამ და გადაუგდო თავისი ხალენი.

იობი 24
3. ობოლთა სახედრებს ერეკებიან, ქვრივის ხარი გირაოში მიჰყავთ;

იგავნი 7
22. მაშინვე გაჰყვა ყმაწვილი, როგორც დასაკლავი ხარი, როგორც შეპყრობილი ცხოველი,

იგავნი 15
17. სჯობს ბოსტნეული და სიყვარული, ვიდრე მსუქანი ხარი და სიძულვილი.

ესაია 32
20. ნეტარება გელით წყლის პირას მთესველთ, ყველგან დამწყემსავთ თქვენს ხარსა და სახედარს.

1კორინთელთა 9
9. რადგან მოსეს რჯულში წერია: „პირს ნუ აუკრავ ხარს ლეწვისას.“ განა ხარებზე ზრუნავს ღმერთი?
10. თუ ამას უფრო ჩვენთვის ამბობს? დიახაც, ჩვენთვის არის ეს დაწერილი, რომ მხვნელმა მოსავლის იმედით უნდა ხნას, მლეწავმა კი – წილის იმედით.