ნუ დავუყრით ჩვენს მარგალიტებს ძაღლებს და ღორებს


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 8 : 26 ; გამოსვლა 11 : 7 ; გამოსვლა 29 : 33 ; იგავნი 9 : 7 ; იგავნი 11 : 22 ; იგავნი 23 : 9 ; სიბრძნე სოლომონისა 6 : 1 ; მათე 7 : 6 ; მათე 10 : 11 ; მათე 13 : 11 ; მათე 15 : 14 ; მათე 22 : 5 ; მარკოზი 4 : 11 ; საქმენი მოციქულთა 13 : 45 ; საქმენი მოციქულთა 18 : 6 ; 2პეტრე 2 : 22 ; 2კორინთელთა 11 : 26 ; ფილიპელთა 3 : 2 ; 2ტიმოთე 4 : 15 ; ტიტე 3 : 9 ; ებრაელთა 10 : 29 ;
=4.21.28 ნუ დავუყრით ჩვენს მარგალიტებს ძაღლებს და ღორებს

მათ.7,[6] ფლპ.3,2

მარგალიტებში მოიაზრება:
- დარიგება, მხილება, გონივრული სიტყვა იგავ.9,7.8; 23,9
- ცათა სამეფოს საიდუმლოებათა ცოდნა მათ.13,11
- სასწაულები, ძალთაქმედებანი მათ.13,58
- ღვთის ძე ებრ.10,29

ძაღლებსა და ღორებში მოიაზრებიან
- უცხოები, გარეშენი გამ.29,33 მარ.4,11
- მქირდავები იგავ.9,7.8
- ბრიყვები, უგუნურები, ბრმები და ბრმა წინამძღოლები იგავ.11,22; 23,9 მათ.15,14
- საზრუნავებს გადაყოლილები მათ.22,5
- რწმენისგან განდგომილები 2პეტ.2,21.22
- თანატომელები, წარმართები, ცრუ ძმები 2კორ.11,26

არ უნდა ვუყრიდეთ ჩვენს მარგალიტებს, რადგან
- ქვეყნიერებას სძაგს ჩვენი სიწმიდეები გამ.8,26
- შურით საწინააღმდეგოს ლაპარაკობენ საქ.13,45
- უფალმა ზღვარი დადო წმიდებსა და ქვეყნიერებას შორის გამ.11,7
- წმიდაა ღმერთი და უწმიდური არ უნდა ეკარებოდეს მის სიწმიდეებს გამ.29,33

თუ მაინც მივცემთ მათ ჩვენს სიწმიდეებს, არის საშიშროება ჩვენს მიმართ:
- აბუჩად აგდების, დამცირების, შეურაცხყოფის იგავ.9,7; 23,9 ებრ.10,28.29
- სიძულვილის იგავ.9,8
- არმიღების მათ.10,14
- დევნის საქ.13,50
- უაზრო და არაფრის მომცემი რელიგიური დავა-კამათის ტიტ.3,9-11

ვიყოთ გონიერნი:
- სიწმიდეთა სიწმიდით შემნახველნი სიბრძ.6,10
- გამოვიკითხოთ წინასწარ, ვისთან გვაქვს საქმე მათ.10,11-14
- განვერიდოთ საქ.13,46.51; 18,6; 2ტიმ.4,14.15 ტიტ.3,10

მივბაძოთ ქრისტეს:
- იესო ურწმუნოებში არ ახდენდა სასწაულებს მათ.13,58
- გამოვცადოთ მათი მდგომარეობა რწმენაში, როგორც იესომ გამოსცადა ქანაანელი დედაკაცის რწმენა მათ.15,25-28
- იესო ქრისტე მხოლოდ ხალხისთვის გასაგები იგავებით საუბრობდა მათ.13,10.11 მარ.4,11.12

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 8
26. უთხრა მოსემ: "ვერ ვიზამთ ამას, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის, უფლის, ჩვენი ღმერთისადმი მსხვერპლშეწირვა; განა არ ჩაგვქოლავენ ეგვიპტელთათვის საძაგელი მსხვერპლი მათ თვალწინ რომ შევწიროთ?

გამოსვლა 11
7. ხოლო ისრაელიანებს - კაციდან პირუტყვამდე - ძაღლიც არ შეუყეფს, რათა იცოდეთ, რომ ზღვარს დებს უფალი ეგვიპტელთა და ისრაელიანთა შორის.

გამოსვლა 29
33. ჭამონ ყველაფერი, რითაც გამოსყიდვა მოხდა, მათ მისაძღვნელად და გასაწმედად; მაგრამ უცხომ არ ჭამოს იქიდან, რადგან წმიდაა იგი.

იგავნი 9
7. მქირდავის დამრიგებელი დამცირებას იღებს, ბოროტეულის მამხილებელი - შეურაცხყოფას.
8. ნუ ამხელ მქირდავს, თორემ შეგიძულებს; შეაგონე ბრძენს და შეგიყვარებს.

იგავნი 11
22. ღორის დინგზე წამოცმული ოქროს ბეჭედივითაა ლამაზი, მაგრამ უგუნური ქალი.

იგავნი 23
9. ბრიყვის გასაგონად ნუ ილაპარაკებ, რადგან აბუჩად აიგდებს შენს გონივრულ სიტყვებს.

სიბრძნე სოლომონისა 6
10. რადგან სიწმიდეთა სიწმიდით შემნახველნი განიწმიდებიან და გამართლებას იპოვიან მასში განსწავლულნი.

მათე 7
6. ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ ისინი და შემობრუნებისას თქვენც არ დაგგლიჯონ.

მათე 10
11. რომელიმე ქალაქში ან სოფელში რომ შეხვალთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და იქ დარჩით, ვიდრე გამოხვიდოდეთ.
12. სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და თქვით: მშვიდობა ამ სახლს.
13. და თუ ღირსი იქნება სახლი, მიუვა მას თქვენი მშვიდობა; ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენვე დაგიბრუნდებათ თქვენი მშვიდობა.
14. ხოლო ვინც არ მიგიღებთ და არც თქვენს სიტყვებს მოისმენს, მაშინ სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი.

მათე 13
10. მივიდნენ მასთან მოწაფეები და ჰკითხეს: "რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?”
11. პასუხად კი უთხრა მათ: "იმიტომ, რომ თქვენ მოცემული გაქვთ ცათა სამეფოს საიდუმლოებათა ცოდნა, მათ კი არ მიეცათ.
58. არ მოუხდენია იქ ბევრი ძალთაქმედებანი მათი ურწმუნოების გამო.

მათე 15
14. მოეშვით მათ, ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. თუ ბრმას ბრმა გაუძღვება, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან”.
25. მივიდა, თაყვანი სცა და უთხრა: "მიშველე, უფალო!”
26. ხოლო მან მიუგო: "არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო”.
27. უთხრა დედაკაცმა: "დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს, მათი ბატონების სუფრიდან რომ ცვივა”.
28. მაშინ მიუგო იესომ პასუხად: "ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა, მოგეცეს, რაც გსურს”. და იმ ჟამიდან განიკურნა მისი ქალიშვილი.

მათე 22
5. მაგრამ მათ ყურად არ იღეს შემოთვლილი და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგიც თავის სავაჭრო საქმეზე.

მარკოზი 4
11. მან უთხრა: "თქვენ მოგეცათ ღმერთის სამეფოს საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავებით ითქმის.
12. რადგან ხედვით ხედავენ და ვერ შეიცნობენ, სმენით ისმენენ და ვერ იგებენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ”.

საქმეები 13
45. იუდევლებმა ამდენი ხალხი რომ დაინახეს, შურით აღივსნენ და პავლეს ნათქვამის საწინააღმდეგოდ დაიწყეს ლაპარაკი და გმობა.
46. მაშინ პავლემ და ბარნაბამ მხნეობა მოიკრიბეს და თქვეს: "პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღვთის სიტყვა, მაგრამ ვინაიდან უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად ხდით თქვენს თავს, აჰა, წარმართებს მივუბრუნდებით.
50. მაგრამ წააქეზეს იუდევლებმა ღვთისმოშიში ქალები, ქალაქის წარჩინებულნი და მთავარნი, და იწყეს პავლესა და ბარნაბას დევნა და გამოაძევეს თავიანთი საზღვრებიდან.
51. მათ ფეხიდან მტვერი ჩაიბერტყეს და იკონიაში წავიდნენ.

საქმეები 18
6. მაგრამ იმის გამო, რომ ეწინააღმდეგებოდნენ და გმობდნენ ისინი, ტანისამოსი დაიბერტყა და უთხრა მათ: "თქვენს თავზე იყოს თქვენივე სისხლი! მე უბრალო ვარ; ამიერიდან წარმართებთან მივდივარ”.

2პეტრე 2
21. უმჯებესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და უკუქცეულიყვნენ მათთვის გადაცემული წმიდა მცნებისგან.
22. იმ ჭეშმარიტი იგავისა არ იყოს, მათაც ასე მოუვიდათ: ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ნაბანი ღორი კი ტალახს - საგორაოდ.

2კორინთელთა 11
26. გამუდმებით გზაზე მდგომი, განსაცდელში მდინარეებზე, განსაცდელში ყაჩაღებისგან, განსაცდელში თანატომელთაგან, განსაცდელში წარმართთაგან, განსაცდელში ქალაქად, განსაცდელში უდაბნოში, განსაცდელში ზღვაზე, განსაცდელში ცრუ ძმებს შორის;

ფილიპელთა 3
2. ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ავ მუშებს, ერიდეთ წინადაცვეთას,

2ტიმოთე 4
14. მესპილენძე ალექსანდრემ დიდად მიბოროტა. უფალმა მიუზღოს მისი საქმეების მიხედვით.
15. შენც უფრთხილდი მას, ვინაიდან ძალიან ეწინააღმდეგება ჩვენს სიტყვებს.

ტიტე 3
9. სულელურ პაექრობას, გვარ-ტომობას, კინკლაობასა და რჯულის თაობაზე დავას მოერიდე, ვინაიდან ეს უსარგებლო და ამაოა.
10. განხეთქილების შემომტანს პირველი და მეორე შეგონების შემდეგ გაერიდე,
11. იცოდე, რომ ასეთმა კაცმა გზიდან გადაუხვია და სცოდავს; და თავისივე თავის მიერ არის მსჯავრდებული.

ებრაელთა 10
28. თუკი ვინმე, მოსეს რჯულის უარმყოფელი, ორი ან სამი კაცის მოწმობით, შეუწყალებლად ისჯება სიკვდილით,
29. როგორ ფიქრობთ, რაოდენ უფრო მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელა ძე ღვთისა, წმიდად არ მიიჩნია აღთქმის სისხლი, რომლითაც განიწმიდა, და შეურაცხყოფს მადლის სულს?

__თემაზე წერდნენ__
***
მიჯნაზე ხორბალი არ დათესო და სულელთა გულში – სიბრძნე.
ქვეყნად სულელებს არც სთესენ, არცა იმკიან, არც ბეღელში ინახავენ, არამედ თავისით ჩნდებიან. სულელთა შეგონება გახეულ ტიკში ღვინოს ჩასხმაა.
როგორც ძაღლებსა და ღორებს არ სჭირდებათ ოქრო და ვერცხლი, ასევე სულელს – ბრძნული სიტყვა.
მკვდარს ვერ გააცინებ და სულელს ჭკუას ვერ ასწავლი.
ოდეს წიწკანა არწივს ჩაყლაპავს, ოდეს ქვა წყალში ცურვას დაიწყებს, ოდეს ციყვს ღორი შეუყეფავს, მაშინ სულელიც ჭკუას ისწავლის.
ნუ დაუშლი სულელს სისულელეს, რათა მასვე არ დაემგვანო.
__ დანიელ პყრობილის სიტყვა __

***
მათ.7:6 ნუ მისცემთ სიწმიდეებს. სიწმიდეებში მოიაზრება ქადაგება, ხარება სასუფევლისა. არ უნდა ვუქადაგებდეთ მათ, ვინც თავიანთ სიავესა და უწმიდურებას ახვედრებს კეთილ უწყებას (მათ.10,14; 15,14 საქ.13,44-51; 18,5.6; 28,17-28).
__ ჟენევის ბიბლიის კომენტარები __