დაამოწმე ადამიანების წინაშე როგორ შეგეწია უფალი


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 18 : 8 ; ფსალმუნები 65 : 16 ; ფსალმუნები 125 : 2 ; დანიელი 4 : 2 ; ლუკა 8 : 39 ; იოანე 4 : 28 ; საქმენი მოციქულთა 1 : 8 ; საქმენი მოციქულთა 10 : 42 ; საქმენი მოციქულთა 14 : 3 ; საქმენი მოციქულთა 18 : 5 ; საქმენი მოციქულთა 20 : 21 ;
=4.21.27 დაამოწმე ადამიანების წინაშე როგორ შეგეწია უფალი

გამ.18,8 ფს.65,16; 125,2.3 დან.4,1-3 ლუკ.8,38.[39].40 იოან.4,28-30 საქ.1,8; 10,42; 14,3; 18,5; 20,21

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 18
8. და მოუთხრო მოსემ თავის სიმამრს ყველაფერი, რაც გაუკეთა უფალმა ფარაონს და ეგვიპტელებს ისრაელის გამო, და ყველა იმ გასაჭირზე, რაც მათ გზაზე შეემთხვათ, და როგორ იხსნა უფალმა ისინი.

ფსალმუნი 65
16. მოდით, ისმინეთ ყველამ, ვისაც ღმერთის შიში გაქვთ, და გიამბობთ, რა ქმნა ჩემი სულისთვის.

ფსალმუნი 125
2. მაშინ აივსო სიცილით ჩვენი ბაგეები და ჩვენი ენა – გალობით; მაშინ ამბობდნენ ერებს შორის: დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა მათთვის.
3. 
დიადი საქმე მოიმოქმედა ჩვენთვის უფალმა. ვიმხიარულოთ.

დანიელი 4
1. მეფე ნაბუქოდონოსორი ყველა ხალხებს, ტომებს, ენებსა და მთელი დედამიწის ზურგზე მცხოვრებთ: მშვიდობა გიმრავლოთ!
2. ნიშნები და სასწაულები, რომელნიც მაღალმა ღმერთმა ჩემზე მოახდინა, კეთილად მიმაჩნია, გაცხადებულ იქნას.
3. რაოდენ დიდია მისი ნიშნები, რაოდენ ძლიერია მისი სასწაულები! მისი სამეფო საუკუნო სამეფოა, მისი ხელმწიფება კი თაობიდან თაობაშია!

ლუკა 8
38. ევედრებოდა მას ის კაცი, რომლისგანაც ეშმაკები გავიდნენ: შენთან ვიქნებიო. მაგრამ მან გაუშვა და უთხრა:
39. „დაბრუნდი შინ და უამბე, რაც გიყო ღმერთმა. ისიც წავიდა და მთელ ქალაქს ამცნობდა, რაც გაუკეთა მას იესომ.“
40. როდესაც იესო დაბრუნდა, ხალხმა მიიღო იგი, რადგან ყველანი ელოდნენ მას.

იოანე 4
28. ქალმა დატოვა თავისი ჭურჭელი, წავიდა ქალაქში და უთხრა ხალხს:
29. „წადით, ნახეთ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი ჩამიდენია. ის ხომ არ არის ქრისტე?“
30. ისინი გამოვიდნენ ქალაქიდან და მისკენ წამოვიდნენ.

საქმეები 1
8. თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე,

საქმეები 10
42. მან გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და დავუმოწმოთ, რომ ის არის ღმერთისგან განწესებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯული.

საქმეები 14
3. თუმცა ისინი საკმაოდ დიდ ხანს გაბედულად აგრძელებდნენ ლაპარაკს უფალზე, რომელიც თავისი მადლის სიტყვის დასამოწმებლად, ნიშნებსა და სასწაულებს იძლეოდა მათი ხელით.

საქმეები 18
5. ხოლო, როცა სილა და ტიმოთე მაკედონიიდან ჩამოვიდნენ, პავლემ მთლიანად ქადაგებას მიუძღვნა თავი, და უმოწმებდა იუდევლებს, რომ იესოა ქრისტე.

საქმეები 20
21. ვუმოწმებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღმერთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას.

__თემაზე წერდნენ__
***
რა ბევრს დაკარგავდა ჩვენი სიხარული, სხვებთან გაუზიარებელი.
__ ციცერონი __

***
მეგობრებო, მე არ გიყვებით თქვენ ზღაპარს. ვერ გავბედავდი აქ თქვენს წინაშე დგომას, რომ არ ვიყო ამ ჭეშმარიტებაში დარწმუნებული – აღმდგარ იესოში. ჩვენ ცოცხალი ღმერთი გაგვიცხადდა.
__ ვ. ბუში __