სიტყვის კარის გახსნა ქრისტეს სახარებლად


საკვანძო მუხლები:

საქმენი მოციქულთა 4 : 29 ; საქმენი მოციქულთა 14 : 27 ; საქმენი მოციქულთა 19 : 8 ; 1კორინთელთა 16 : 9 ; 2კორინთელთა 1 : 11 ; 2კორინთელთა 2 : 12 ; ეფესელთა 6 : 19 ; კოლასელთა 4 : 3 ; 2თესალონიკელთა 3 : 1 ; გამოცხადება 3 : 8 ;
=4.21.24 სიტყვის კარის გახსნა ქრისტეს სახარებლად

საქ.19,8-10; 1კორ.16,[9]; 2კორ.2,12 გმცხ.3,8
- ლოცვა სიტყვის კარის გასახსნელად საქ.4,29-31; 2კორ.1,11 ეფ.6,18.[19].20 კოლ.4,3.4; 2თეს.3,1
- რწმენის კარის გახსნა ხარებით საქ.14,27

ბიბლიის მუხლები

საქმეები 4
29. ახლა კი, უფალო, შეხედე მათ მუქარას და მიეცი შენს მონებს ძალა, რომ მთელი გაბედულებით ილაპარაკონ შენი სიტყვა,
30. როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნებლად, ნიშნებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის, იესოს სახელით”.
31. და შეიძრა ის ადგილი მათი ლოცვისას, სადაც შეკრებილიყვნენ, ყველანი სულიწმიდით აღივსნენ და გაბედულად ლაპარაკობდნენ ღმერთის სიტყვას.

საქმეები 14
27. ჩავიდნენ, შეკრიბეს ეკლესია და უამბეს, რა მოიმოქმედა ღმერთმა მათთან ერთად და როგორ გაუხსნა რწმენის კარი წარმართებს.

საქმეები 19
8. შევიდა სინაგოგაში და სამი თვე გაბედულად საუბრობდა და არწმუნებდა ღმერთის სამეფოს შესახებ.
9. მაგრამ, როცა ზოგიერთები გაჯიუტდნენ, არ ირწმუნეს და საჯაროდ ბოროტად ლაპარაკობდნენ უფლის გზაზე, მიატოვა ისინი, გამოაცალკევა მოწაფენი და ყოველდღე შეაგონებდა ტირანუსის სკოლაში.
10. ასე გასტანა ორ წელიწადს, და აზიის ყველა მკვიდრი ისმენდა უფლის სიტყვას - როგორც იუდევლები, ისე ბერძნებიც.

1კორინთელთა 16
9. ვინაიდან გამეღო ფართო კარი, ქმედითი მსახურებისთვის, ოღონდ მოწინააღმდეგენიც მრავლად არიან.

2კორინთელთა 1
11. რაშიც თქვენც შეგვეწევით თქვენი ლოცვებით, რათა უამრავმა ადამიანმა შესწიროს მადლობა ჩვენთვის და იმ მადლისთვის, რაც მრავალთა შუამდგომლობით მოგვენიჭა.

2კორინთელთა 2
12. ქრისტეს სახარებლად მივედი ტროადაში და კარი ღია იყო ჩემთვის უფალში,

ეფესელთა 6
18. ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და ამაზე იფხიზლეთ მთელი დაჟინებით და ლოცვით ყველა წმიდასთვის;
19. ჩემთვისაც, რათა მომეცეს სიტყვა - ჩემი პირით თამამად ვაუწყო სახარების საიდუმლო,
20. რომლის დესპანიცა ვარ ბორკილებში, რათა თამამად ვილაპარაკო, რისი თქმაც მმართებს.

კოლასელთა 4
3. ჩვენთვისაც ილოცეთ, რათა სიტყვის კარი გაგვიღოს ღმერთმა, ქრისტეს საიდუმლოს საუწყებლად, რისთვისაც შებორკილი ვარ,
4. რათა ისე გავაცხადო იგი, როგორც მმართებს, რომ ვაუწყო.

2თესალონიკელთა 3
1. და ბოლოს, ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის, რათა გავრცელდეს და განდიდდეს უფლის სიტყვა, როგორც თქვენ შორისაა,

გამოცხადება 3
8. ვიცი შენი საქმენი; აჰა, მოგეცი შენს წინაშე ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს; მცირე ძალა გაქვს, მაგრამ შეინახე ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი.