უფროსებისადმი, მოხუცებისადმი დამოკიდებულება


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 20 : 12 ; ლევიანნი 19 : 32 ; მეორე რჯული 28 : 50 ; 3მეფეთა 2 : 19 ; 2ნეშტთა 36 : 17 ; იობი 29 : 8 ; იობი 30 : 1 ; იობი 32 : 4 ; იგავნი 3 : 1 ; იგავნი 23 : 22 ; ზირაქი 8 : 1 ; ესაია 3 : 5 ; გოდება იერემიასი 5 : 12 ; 1პეტრე 5 : 5 ; ეფესელთა 6 : 1 ; 1ტიმოთე 5 : 1 ;
4.17.13 უფროსებისადმი, მოხუცებისადმი დამოკიდებულება

გამ.20,12 ლევ.19,[32] რჯ.28,50; 3მფ.2,19; 2ნეშ.36,17 იობ.29,8; 30,1.2; 32,4.6.7 იგავ.3,1.2; 23,22 ზირაქ.8,6.7 ეს.3,5 გოდ.5,12; 1პეტ.5,5 ეფ.6,1-3; 1ტიმ.5,1.2

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 20
12. პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო შენს მიწაზე, რომელსაც უფალი ღმერთი გაძლევს.

ლევიანნი 19
32. წამოდექი ჭაღარის წინაშე და პატივი ეცი მოხუცებულს; გეშინოდეს შენი ღმერთისა; მე ვარ უფალი.

მეორე რჯული 28
50. ხალხი თავხედი, რომელიც მოხუცს არ მიაგებს პატივს და ყრმას არ შეიწყალებს.

3მეფეთა 2
19. მივიდა ბათ-შებაყი მეფე სოლომონთან, რათა ადონიაზე დალაპარაკებოდა. ადგა მეფე მის შესახვედრად, თაყვანი სცა და კვლავ თავის ტახტზე დაჯდა. მეფის დედასაც დაუდგეს ტახტი და დაჯდა მის მარჯვნივ.

2ნეშტთა 36
17. ქალდეველთა მეფე მოავლინა მათზე და მათივე საწმიდრის სახლში გაუჟლიტა მახვილით ყმაწვილები. არ შებრალებია არც ჭაბუკი, არც ქალწული, არც ასაკოვანი, არც მხცოვანი; ყველანი მის ხელს გადასცა ღმერთმა.

იობი 29
8. დამინახავდნენ ყმაწვილები და განზე დგებოდნენ, წამოიმართებოდნენ მოხუცები და ფეხზე იდგნენ;

იობი 30
1. "ახლა კი დამცინიან ჩემზე უმცროსნი, რომელთა მამებს ჩემი ფარის ძაღლებშიც არ გავრევდი.
2. რაღაში მჭირდება მათი ხელების ძალა? დაილია მათი ძლიერება;

იობი 32
4. აცლიდა ელიჰუ იობს ლაპარაკს, რადგან ყველანი მასზე უფროსები იყვნენ წლებით.
6. და ილაპარაკა ელიჰუმ, ბუზელი ბარაქელის ძემ: "მე წლებით უმცროსი ვარ, თქვენ კი მოხუცებულნი; ამიტომ მერიდებოდა და მეშინოდა თქვენთვის ჩემი აზრი მეთქვა.
7. ვიფიქრე: უმჯობესია დღეებმა ილაპარაკონ და წლების სიმრავლემ ასწავლოს სიბრძნე.

იგავნი 3
1. შვილო! ჩემს მოძღვრებას ნუ დაივიწყებ და ჩემი მცნებანი დაიცვას შენმა გულმა,
2. რადგან დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და მშვიდობას შეგმატებენ.

იგავნი 23
22. უსმინე მამაშენს, რომელმაც გაგაჩინა და ნუ მოიძულებ დედაშენს, როცა მოხუცდება.

ზირაქი 8
6. ნუ შეურაცხყოფ კაცს მის სიბერეში, რადგან ყველანი დავბერდებით.
7. ნუ იხარებ მკვდარზე, გახსოვდეს, ყველანი მოვკვდებით.

ესაია 3
5. შეავიწროვებს ხალხი ერთმანეთს და თითოეული თავის მოყვასს, გაუთავხედდება ყმაწვილი მოხუცს და მდაბიო - პატივდებულს.

გოდება იერემიასი 5
12. მთავრებს ხელებით ჰკიდებენ, უხუცესებს პატივს არ სცემენ.

1პეტრე 5
5. ასევე ახალგაზრდებიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ერთმანეთისადმი მორჩილებით თავმდაბლობა შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.

ეფესელთა 6
1. შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია.
2. პატივი მიაგე შენს მამას და დედას, - ეს არის პირველი მცნება აღთქმით, -
3. რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე.

1ტიმოთე 5
1. ბერიკაცს ნუ შერისხავ, არამედ შეაგონე, როგორც მამა, ყმაწვილკაცები კი - როგორც ძმები,
2. დედაკაცები - როგორც დედები, ყმაწვილქალები - როგორც დები, მთელი სიწმიდით.