შვილიშვილები


საკვანძო მუხლები:

დაბადება 11 : 31 ; დაბადება 19 : 36 ; დაბადება 31 : 55 ; დაბადება 48 : 20 ; გამოსვლა 10 : 2 ; გამოსვლა 34 : 7 ; მსაჯულნი 12 : 14 ; 4მეფეთა 17 : 41 ; იგავნი 13 : 22 ; იგავნი 17 : 6 ; ესაია 14 : 22 ; 1ტიმოთე 5 : 4 ;
4.15.43 შვილიშვილები

- ლოტი - თერახის შვილიშვილი დაბ.11,31
- ლოტი თავისი შვილიშვილების მამა დაბ.19,36-38
- ყაბდონს 30 ჰყავდა მსაჯ.12,14
- ქვრივებს, რომელთაც ჰყავთ 1ტიმ.5,4
- კერპმსახურები 4მფ.17,41
- ღვთის სასჯელი გამ.34,7
- წყევლა ეს.14,22
- მოხუცთა გვირგვინებია იგავ.17,6
- აკურთხებენ დაბ.31,55; 48,20
- მემკვიდრეობას უტოვებენ იგავ.13,22
- მოუთხრობენ ღმერთის საქმეების შესახებ გამ.10,2

ბიბლიის მუხლები

დაბადება 11
31. წაიყვანა თერახმა აბრამი, თავისი ძე, ლოტი, ხარანის ძე - თავისი შვილიშვილი, სარაი, თავისი რძალი - აბრამის ცოლი, და მათთან ერთად წავიდა ქალდეველთა ურიდან ქანაანის ქვეყანაში. მივიდნენ ხარანამდე და იქ დამკვიდრდნენ.

დაბადება 19
36. და დაორსულდა ლოტის ორივე ასული თავისი მამისაგან.
37. ეყოლა უფროსს ძე და სახელად მოაბი დაარქვა. ის არის მოაბელთა მამა დღემდე.
38. უმცროსსაც ეყოლა ძე, დაარქვა სახელად ბენ-ყამი და თქვა: "ძე ჩემი მოდგმისა”. ის არის ყამონელთა მამა დღემდე.

დაბადება 31
55. ადგა ლაბანი დილაადრიანად, აკოცა თავის შვილიშვილებსა და თავის ასულებს და აკურთხა ისინი. წავიდა ლაბანი და დაბრუნდა თავის სახლში.

დაბადება 48
20. აკურთხა ისინი იმ დღეს და თქვა: "შენით წარმოსთქვამს ისრაელი კურთხევას, იტყვის: "ღმერთმა გქმნას როგორც ეფრემი და როგორც მენაშე!” და დააყენა ეფრემი მენაშეზე წინ.

გამოსვლა 10
2. რომ გეამბნა შენი შვილისა და შვილიშვილისათვის, რა მოვაწიე ეგვიპტეს, და რა ნიშნები გამოვავლინე, რათა გცოდნოდათ, რომ მე ვარ უფალი”.

გამოსვლა 34
7. უნახავს წყალობას ათასეულებს, შეუნდობს ბრალს, ურჯულოებას და ცოდვას, თუმცა თვალს არ დახუჭავს დამნაშავეზე: მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს და შვილიშვილებს, მესამე და მეოთხე თაობამდე”.

მსაჯულნი 12
14. ორმოცი ძე ჰყავდა და ოცდაათი შვილიშვილი, სამოცდაათ ჩოჩორზე ამხედრებული. რვა წელიწადს მსაჯულობდა იგი ისრაელში.

4მეფეთა 17
41. ეს ხალხები უფალსაც ესავდნენ და კერპებსაც სცემდნენ თაყვანს. როგორც მამები იქცეოდნენ, დღემდე ასე იქცევიან მათი შვილები და მათი შვილთაშვილები.

იგავნი 13
22. კეთილი კაცი შვილიშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს, ცოდვილის ქონება კი მართლისთვის ინახება.

იგავნი 17
6. მოხუცთა გვირგვინი შვილთა შვილებია, შვილთა დიდება კი მათი მამებია.

ესაია 14
22. “და მე აღვდგები მათზე!” სიტყვა უფალ ცაბაოთისა, “და მოვუსპობ ბაბილონს სახელს და ნარჩენს, და შვილს და შვილთაშვილს!” სიტყვა უფლისა.

1ტიმოთე 5
4. ხოლო თუ შვილები ან შვილიშვილები ჰყავს ქვრივს, უწინარეს ყოვლისა, ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და მშობლებისთვის სამაგიეროს მიგება, ვინაიდან ეს კეთილი და მოსაწონია ღვთისათვის.

---------------------
სურათზე: იაკობი აკურთხებს იოსების შვილებს