პუნქტუალურობა, დროულობა


საკვანძო მუხლები:

ლევიანნი 26 : 4 ; ფსალმუნები 103 : 27 ; ეკლესიასტე 3 : 1 ; მათე 7 : 12 ; ლუკა 12 : 42 ; რომაელთა 12 : 10 ; 1კორინთელთა 14 : 40 ; ეფესელთა 5 : 16 ; ფილიპელთა 2 : 4 ;
4.16.11 პუნქტუალურობა, დროულობა

- ყველას და ყველაფერს თავისი დრო გამოუყავით, იყავით ერთგული და დროული მნენი ეკლ.3,1 ლუკ.12,42; 1კორ.14,40

- იფიქრეთ სხვებზეც - არაპუნქტუალურობა სხვების მიმართ უპატივცემულობა და სხვისი დროის ფლანგვაა. ხომ ღიზიანდებით, როცა ვინმეს ლოდინი გიწევთ? მაშ, თქვენც ნუ ალოდინებთ სხვებს. თუკი თავად იქნებით პუნქტუალური და ყველას აჩვენებთ, რომ პატივს სცემთ საკუთარ დროს, მაშინ სხვებიც ასეთივე პატივისცემით მოეპყრობიან თქვენს დროს. მათ.7,12 ფლპ.2,2-4

- ურთიერთსიყვარულით შესძლებთ პატივის მიგებას რომ.12,10.11

- მოუფრთხილდით თქვენთვის მოცემულ დროს, გამოიყენეთ გონივრულად, რადგან ის წუთის შემდეგ აღარ გექნებათ ეფ.5,16

- მიბაძეთ ღმერთს დროულობაში მათთვის, ვინც თქვენზეა დაიმედებული ლევ.26,4 ფს.103,27

ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 26
4. თავის დროზე მოგცემთ წვიმას და მიწაც მოგცემთ თავის მოსავალს, მინდვრის ხეები მოგცემენ თავიანთ ნაყოფს.

ფსალმუნი 103
27. ყველა მათგანი შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავ-თავის დროზე.

ეკლესიასტე 3
1. ყოველივეს დადგენილი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი აქვს ცის ქვეშ:

მათე 7
12. როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ასევე მოექეცით მათ, რადგან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი.

ლუკა 12
42. და თქვა უფალმა: ვინ არის ერთგული და გონიერი მნე, რომელიც პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს ულუფა მათ?

რომაელთა 12
10. ძმური სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი; ერთიმეორეს ასწრებდეთ ურთიერთპატივისცემას.
11. გულმოდგინება ნუ დაგზარდებათ; სულით მდუღარენი იყავით; ჰმონებდეთ უფალს.

1კორინთელთა 14
40. იზრუნეთ, რომ ყველაფერი საკადრისად და წესიერად ხდებოდეს.

ეფესელთა 5
16. გაუფრთხილდით დროს, რადგანაც უკეთურნი არიან დღენი.

ფილიპელთა 2
2. სრულქმენით ჩემი სიხარული: ერთსა და იმავეს იზრახავდეთ, გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული, იყავით ერთსულოვანნი და ერთაზროვანნი.
3. არაფერი გააკეთოთ ანგარებით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით; საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი.
4. თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც.

__თემაზე წერდნენ__
***
[სხვადასხვა ქვეყნებში დროის მიმართ სხვადასხვა ეტიკეტია – დათქმულ დროზე თითქმის არსად ცხადდებიან, იგვიანებენ თავის დაფასების მიზნით. ამ მხრივ არსებობს სანიმუშო ხალხიც]. გერმანელები ყველაზე პუნქტუალურები არიან მსოფლიოში. ისინი ამ თვისებას ძალიან აფასებენ, მაგრამ საკუთარი ერის ტიპიურ ნიშნად არ მიიჩნევენ. მათი აზრით, გერმანელებს უფრო მეტად შემდეგი თვისებები ახასიათებთ – მონდომება, სრულყოფისაკენ სწრაფვა, ერთგულება და სიფაქიზე. გამოკითხულ გერმანელთა 97%-ს მიაჩნია, რომ პუნქტუალობა ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს – მხოლოდ 0,2% მიიჩნევს, რომ სიზუსტეს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ასე რომ, გერმანელებისთვის პუნქტუალობა უმთავრესია. ამ თვისებას მოსდევს სუფრასთან ქცევის მანერები, კარდაგ ჩაცმა და მოსაუბრესთან კორექტული მიმიკა. მათი აზრით, გერმანელი უფრო ერთგულია, ვიდრე პუნქტუალური. დაგვიანებას ცუდ ტონად თვლიან, თავს მხოლოდ იმ შემთხვევაში იმართლებენ, თუ ქუჩაში რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა – მოძრაობა შეფერხდა. ამის შესახებ, როგორც წესია ყოველთვის ყველა იგებს, რადგან საათში ერთხელ ქვეყნის ყველა რადიოსადგური გზაზე მოძრაობის შეფერხების შესახებ რეგულარულად აცხადებს.
__ გერმანელები __