ვაკურთხოთ უფალი


საკვანძო მუხლები:

დაბადება 24 : 48 ; გამოსვლა 18 : 10 ; მეორე რჯული 8 : 10 ; მსაჯულნი 5 : 2 ; რუთი 4 : 14 ; 1მეფეთა 25 : 31 ; 2მეფეთა 18 : 28 ; 3მეფეთა 1 : 48 ; 3მეფეთა 5 : 7 ; 3მეფეთა 8 : 15 ; 3მეფეთა 10 : 9 ; 1ნეშტთა 16 : 36 ; 1ნეშტთა 29 : 10 ; 2ნეშტთა 2 : 12 ; 2ნეშტთა 6 : 4 ; 2ნეშტთა 9 : 8 ; 2ნეშტთა 20 : 26 ; 2ნეშტთა 31 : 8 ; ეზრა 7 : 27 ; ეზრა 8 : 6 ; ნეემია 9 : 5 ; იობი 1 : 21 ; ფსალმუნები 15 : 7 ; ფსალმუნები 25 : 12 ; ფსალმუნები 27 : 6 ; ფსალმუნები 30 : 21 ; ფსალმუნები 40 : 13 ; ფსალმუნები 65 : 20 ; ფსალმუნები 67 : 19 ; ფსალმუნები 71 : 17 ; ფსალმუნები 88 : 52 ; ფსალმუნები 95 : 2 ; ფსალმუნები 99 : 4 ; ფსალმუნები 102 : 1 ; ფსალმუნები 103 : 1 ; ფსალმუნები 112 : 2 ; ფსალმუნები 118 : 12 ; ფსალმუნები 123 : 6 ; ფსალმუნები 133 : 1 ; ფსალმუნები 134 : 19 ; ფსალმუნები 143 : 1 ; ფსალმუნები 144 : 1 ; დანიელი 2 : 19 ; დანიელი 3 : 28 ; დანიელი 4 : 34 ; ზაქარია 11 : 5 ; მარკოხი 14 : 61 ; ლუკა 1 : 64 ; იაკობი 3 : 9 ; 1პეტრე 1 : 3 ; 2კორინთელთა 1 : 3 ; 2კორინთელთა 11 : 31 ; ეფესელთა 1 : 3 ; 1ტიმოთე 1 : 11 ; 1ტიმოთე 6 : 15 ; გამოცხადება 7 : 12 ;
3.9.8 ვაკურთხოთ უფალი

დაბ.24,48 გამ.18,10 რჯ.8,10 მსაჯ.5,2.9 რუთ.4,14; 1მფ.25,31.38; 2მფ.18,28; 3მფ.1,48; 5,7; 8,15.56; 10,9; 1ნეშ.16,36; 29,10.20; 2ნეშ.2,12; 6,4; 9,8; 20,26; 31,8 ეზრ.7,27; 8,6 ნეემ.9,5 იობ.1,21 ფს.15,7; 25,12; 27,6; 30,21; 40,13; 65,20; 67,19.35; 71,17-19; 88,52; 95,2; 99,4; 102,1.2.20-22; 103,1.35; 112,2; 118,12; 123,6; 133,1.2; 134,19-21; 143,1; 144,1.2.10.21 დან.2,19.20; 3,28; 4,34 ზაქ.11,5 მარ.14,61 ლუკ.1,64.68 იაკ.3,9; 1პეტ.1,3; 2კორ.1,3; 11,31 ეფ.1,3; 1ტიმ.1,11; 6,15 გმცხ.7,12

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24
48. მუხლი მოვიყარე და თაყვანი ვეცი უფალს; ვაკურთხე უფალი, ჩემი პატრონის, აბრაამის ღმერთი, რომელიც წამომიძღვა ჭეშმარიტი გზით, რომ ჩემი პატრონის ძმისწული მის შვილს მივგვარო ცოლად.

გამოსვლა 18
10. თქვა ითრომ: კურთხეულია უფალი, რომელმაც გიხსნათ ეგვიპტელთა და ფარაონის ხელიდან, რომელმაც იხსნა ერი ეგვიპტელთა მონობისგან.

მეორე რჯული 8
10. შეჭამ და გაძღები, და დალოცავ უფალს, შენს ღმერთს, იმ მადლიანი მიწისათვის, რომელიც მოგცა.

მსაჯულნი 5
2. ორომტრიალი შეიქნა ისრაელში, ხალხი ემზადება საბრძოლველად, აკურთხეთ უფალი!
9. ისრაელის წინამძღოლებს ჩემი გული, ხალხში თავგამოდებულებს! აკურთხეთ უფალი!

რუთი 4
14. უთხრეს დედაკაცებმა ნაყომის: კურთხეულია უფალი, რომელმაც ნათესავი არ მოგიშალა დღეს! იხსენებოდეს ისრაელში მისი სახელი!

1მეფეთა 25
31. უთხრა დავითმა აბიგაილს: კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც ჩემს შესახვედრად გამოგგზავნა დღეს.
38. გაიგო დავითმა ნაბალის სიკვდილი და თქვა: კურთხეულია უფალი, რომ უზღო ნაბალს ჩემი შეურაცხყოფისათვის, რომ აარიდა თავისი მორჩილი ბოროტის ქმნას და ნაბალის ბოროტება მასვე დაატეხა თავზე უფალმა. მაშინ შეუთვალა დავითმა აბიგაილს, რომ ცოლად თხოულობდა მას.

2მეფეთა 18
28. დაიყვირა ახიმაყაცმა და უთხრა მეფეს: მშვიდობა! მდაბლად თაყვანისცა მეფეს და უთხრა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი შენი, ხელში რომ ჩაგიგდო ხალხი, რომელთაც ხელი აღმართეს ჩემს მეფე-ბატონზე.

3მეფეთა 1
48. ასე თქვა კიდეც მეფემ: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც მომცა დღეს თვალხილულს ჩემი ტახტის მემკვიდრე და თვალით მახილვინა.

3მეფეთა 5
7. როცა გაიგო ხირამმა სოლომონის სიტყვები, დიდად გაიხარა და თქვა: აწ კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც მისცა დავითს ბრძენი შვილი და ამდენი ხალხის განმგებლად დაადგინა.

3მეფეთა 8
15. თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს, და თავისი ხელით შეასრულა რასაც ამბობდა:
56. კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც სიმშვიდე მიანიჭა თავის ერს, ისრაელს, როგორც დაპირებული იყო. ერთი სიტყვაც არ დარჩენილა აღუსრულებელი იმ სასიკეთო სიტყვებიდან, თავისი მორჩილის, მოსეს პირით რომ ბრძანა.

3მეფეთა 10
9. კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც მოგისურვა, რათა ისრაელის ტახტზე დაესვი. უფლის მარადიული სიყვარულის გამო ისრაელისადმი დაუდგენიხარ მეფედ სამართლისა და სიმართლის გასაჩენად.

1ნეშტთა 16
36. კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე. და მიუგო ერმა: ამენ! ქება უფალს!

1ნეშტთა 29
10. აკურთხა დავითმა უფალი მთელი კრებულის თვალწინ და თქვა დავითმა: კურთხეულ ხარ, უფალო, ისრაელისა და ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე.
20. უთხრა დავითმა მთელ კრებულს: აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი! და აკურთხა მთელმა კრებულმა უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, დაეცნენ და თაყვანი სცეს უფალს და მეფეს.

2ნეშტთა 2
12. კიდევ ეს უთხრა ხურამმა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, რომელმაც მეფე დავითს ბრძენი, ჭკვიანი და გონიერი ვაჟი უბოძა, რომელიც აშენებს სახლს უფლისათვის და სამეფო სახლს თავისთვის.

2ნეშტთა 6
4. თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს, და თავისი ხელით შეასრულა, რასაც ამბობდა:

2ნეშტთა 9
8. კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც მოგისურვა, რათა მის ტახტზე დაესვი უფლის, შენი ღმერთის მეფედ. ისრაელისადმი შენი ღმერთის სიყვარულის გამო დაგაყენა მასზე მეფედ, მის სამარადისოდ განსამტკიცებლად და სამართლისა და სიმართლის გასაჩენად.

2ნეშტთა 20
26. მეოთხე დღეს კურთხევის ველზე შეიკრიბბენ, რადგან იქ აკურთხეს უფალი. ამიტომ ეძახიან დღემდე იმ ადგილს კურთხევის ველს.

2ნეშტთა 31
8. მოვიდნენ იეხიზკიაჰუ და მთავრები, დაინახეს გროვები და აკურთხეს უფალი და მისი ერი - ისრაელი.

ეზრა 7
27. კურთხეულ იყოს უფალი, ჩვენი მამა-პაპის ღმერთი, რომელმაც შთააგონა მეფეს შეემკო უფლის სახლი იერუსალიმში,

ეზრა 8
6. ეზრა აკურთხებდა უფალს, დიად ღმერთს. ხალხი კი ხელებაპყრობილი პასუხობდა: ამინ! ამინ! და თაყვანს-სცმდა უფალს პირქვე დამხობილი.

ნეემია 9
5. ლევიანებმა - იესომ, ადმიელმა, ბანიმ, ხაშბანიამ, შერებიამ, ჰოდიამ, შებანიამ უთხრეს: ადექით და აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი, უკუნითი უკუნისამდე. დაე, აკურთხონ შენი დიდებული სახელი, რომელიც ყველა კურთხევასა და ქებაზე აღმატებულია.

იობი 1
21. თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი.

ფსალმუნი 15
7. ვაკურთხებ უფალს, რომ მომცა რჩევა; ღამღამობითაც კი მწვრთნის ჩემი გული.

ფსალმუნი 25
12. სწორ ადგილზე დგას ჩემი ფეხი; საკრებულოებში ვაკურთხებ უფალს.

ფსალმუნი 27
6. კურთხეულ იყოს უფალი, რადგან შეისმინა ჩემი ვედრების ხმა.

ფსალმუნი 30
21. კურთხეულ იყოს უფალი, რადგან ალყაშემორტყმულ ქალაქში მომივლინა თავისი სიკეთე.

ფსალმუნი 40
13. კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ, ამინ!

ფსალმუნი 65
20. კურთხეულ იყოს ღმერთი, რომელმაც არ უარყო ჩემი ლოცვა და არ მომაკლო თავისი წყალობა.