სანთელი, ლამპარი გასანათებლად


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 25 : 37 ; გამოსვლა 30 : 7 ; გამოსვლა 35 : 14 ; გამოსვლა 37 : 23 ; გამოსვლა 39 : 37 ; გამოსვლა 40 : 4 ; რიცხვნი 4 : 9 ; რიცხვნი 8 : 2 ; ლევიანნი 24 : 4 ; 2მეფეთა 21 : 17 ; 2მეფეთა 22 : 29 ; 3მეფეთა 7 : 49 ; 3მეფეთა 11 : 36 ; 3მეფეთა 15 : 4 ; 4მეფეთა 4 : 10 ; 4მეფეთა 8 : 19 ; 1ნეშტთა 28 : 15 ; 2ნეშტთა 4 : 20 ; 2ნეშტთა 13 : 11 ; 2ნეშტთა 21 : 7 ; იობი 18 : 6 ; იობი 21 : 17 ; იობი 29 : 3 ; ფსალმუნები 17 : 29 ; ფსალმუნები 118 : 105 ; იგავნი 6 : 23 ; იგავნი 13 : 9 ; იგავნი 20 : 20 ; იგავნი 21 : 4 ; იგავნი 24 : 20 ; იგავნი 31 : 18 ; ესაია 43 : 17 ; ესაია 62 : 1 ; იერემია 52 : 19 ; დანიელი 5 : 5 ; სოფონია 1 : 12 ; ზაქარია 4 : 2 ; მათე 5 : 15 ; მათე 6 : 22 ; მათე 6 : 22 ; მარკოზი 4 : 21 ; ლუკა 8 : 16 ; ლუკა 11 : 33 ; ლუკა 12 : 35 ; ლუკა 15 : 8 ; იოანე 5 : 35 ; საქმენი მოციქულთა 16 : 29 ; საქმენი მოციქულთა 20 : 8 ; 2პეტრე 1 : 19 ; გამოცხადება 4 : 5 ; გამოცხადება 21 : 23 ; გამოცხადება 22 : 5 ;
4.2.3 სანთელი, ლამპარი გასანათებლად

სიტყვასიტყვით:
- სახლის გასანათებლად გამ.25,37; 30,7.8; 35,14; 39,37 რიცხ.8,2.3 ლევ.24,4; 4მფ.4,10; 2ნეშ.13,11 დან.5,5 საქ.16,29; 20,8
- აქსესუარები გამ.37,23; 40,4.25; 3მფ.7,49; 1ნეშ.28,15; 2ნეშ.4,20.21 იერ.52,19 ზაქ.4,2 მათ.5,15 მარ.4,21 ლუკ.6,16; 11,33; 15,8

გადატანითი აზრით:
- არსებობა 2მფ.21,17; 3მფ.11,36; 15,4; 4მფ.8,19; 2ნეშ.21,7 იობ.21,17 იგავ.13,9; 20,20; 24,20
- სიკვდილი იობ.18,6 ეს.43,17
- უფლის ნათელი იობ.29,3
- ღვთის სიტყვა ფს.118,105 იგავ.6,23; 2პეტ.1,19
- სინდისი იგავ.20,27
- ცოდვა იგავ.21,4
- გულმოდგინება იგავ.31,18
- ხსნა ეს.62,1
- ღვთის სამსჯავრო სოფ.1,12
- თვალი სხეულის სანთელია მათ.6,22
- მზადყოფნა ლუკ.12,35
- იესო ქრისტე იოან.5,35 გმცხ.21,23
- ღვთის სული გმცხ.4,5
- ღმერთი 2მფ.22,29 ფს.17,29 გმცხ.22,5

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 25
37 გააკეთე შვიდი ლამპარი, რათა მის წინ აანთონ ეს ლამპრები გასანათებლად.

გამოსვლა 30
7 და აკმიოს მასზე აჰარონმა სურნელოვანი საკმეველი, დილაობით აკმიოს, როცა გაამზადებს ლამპრებს.
8 როცა აანთებს აჰარონი ლამპრებს მწუხრის ჟამს, მაშინ აკმიოს. მუდმივი საკმეველია ეს უფლის წინაშე, თაობიდან თაობამდე.

გამოსვლა 35
14 სასანთლე გასანათებლად და ყოველი მისი ჭურჭელი, ლამპრები და ზეთი გასანათებლად.

გამოსვლა 37
23 გაუკეთა წმიდა ოქროს შვიდი ლამპარი თავისი მაშებითა და აქანდაზებით.

გამოსვლა 39
37 წმიდა სასანთლე თავისი ლამპრებით; გაწყობილი ლამპრები მთელი მათი მოწყობილობით და ზეთი გასანათებლად.

გამოსვლა 40
4 შეიტანე მაგიდა და ზედ მისი საგნები განალაგე, შეიტანე სასანთლე და აანთე ლამპრები.
25 აანთო ლამპრები უფლის წინაშე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.

რიცხვნი 4
9 აიღებენ ცისფერ ქსოვილს და გადააფარებენ სასანთლეს მისი ლამპრებით, მის მაშებს, აქანდაზებს და მთელ ჭურჭელს მისი ზეთისთვის, რომელთაც მისთვის იყენებენ.

რიცხვნი 8
2 ელაპარაკე აჰარონს და უთხარი: "ლამპრებს რომ აანთებ, სასანთლის წინ, შვიდი ლამპარი ანათებდეს”.
3 ასე გააკეთა აჰარონმა: ისე აანთო ლამპრები, რომ სინათლე სასანთლის წინ ანათებდა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.

ლევიანნი 24
4 მუდმივად სუფთა სასანთლეზე განალაგოს ლამპრები უფლის წინაშე.

2 მეფეთა 21
17 მაგრამ მიეშველა მას აბიშაი ცერუიას ძე, დაჰკრა ფილისტიმელს და მოკლა იგი. მაშინ დააფიცეს დავითი მისმა ხალხმა და უთხრეს: აღარ გამოხვიდე ჩვენთან ერთად საბრძოლველად, რომ ისრაელის ლამპარი არ ჩააქრო.

2 მეფეთა 22
29 რადგან, უფალო ჩემო, ლამპარი ხარ! უფალი ბნელს მინათებს.

3მეფეთა 7
49 სუფთა ოქროს სასანთლეები: ხუთი მარჯვენა მხარეს და ხუთი მარცხენა მხარეს, შიდა საწმიდრის წინ, ყვავილებით, ლამპრებით და ოქროს მაშებით.

3 მეფეთა 11
36 ხოლო მის შვილს ერთ შტოს მივცემ, რომ სამუდამოდ დაურჩეს ლამპარი დავითს, ჩემს წინაშე იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც ჩემთვის ავირჩიე ჩემი სახელის იქ დასავანებლად.

3 მეფეთა 15
4უფალმა, მისმა ღმერთმა, დავითის გამო მისცა მას ლამპარი, იერუსალიმში რომ დაუსვა ძე მემკვიდრედ და შეუნარჩუნა იერუსალიმი.

4 მეფეთა 4
10 მოვუწყოთ მცირე ოთახი ზემოთვალში, დავუდგათ იქ საწოლი, ტაბლა, სკამი და ლამპარი. როცა ჩვენთან გამოივლის, იქ შევიდეს.

4 მეფეთა 8
19 მაგრამ არ უნდოდა უფალს იუდას დაღუპვა დავითის, თავისი მორჩილის გამო, როგორც შეპირებული იყო, რომ მისცემდა ლამპარს მას და მის შთამომავალთ სამარადისოდ.

1ნეშტთა 28
15 ოქროს სალამპრეებისა თავ-თავისი წონით, თითოეული სალამპრე, თავის სადგომზე წონის ნიშნულით და ვერცხლის სალამპრეებისა წონით, თითოეული სალამპრე, თავის სადგომზე წონის ნიშნულით, თითოეული სალამპრე თავისი სამსახურებრივი დანიშნულებისამებრ.

2ნეშტთა 4
20 სასანთლეები და მათი კანდელები სუფთა ოქროსგან წესისამებრ, რათა წმიდაის წინ ანთებულიყო.
21 ყვავილები, ლამპრები და ოქროს მაშები, სუფთა ოქროსგან;

2ნეშტთა 13
11 ყოველ დილა-საღამოს უფლისთვის სრულადდასაწველს აღავლენენ, კეთილსურნელებას აკმევენ, საწინაშეო პურს სუფთა მაგიდაზე აწყობენ, ოქროს სასანთლეზე ლამპრებს ანთებენ ყოველ საღამოს გასანათებლად, რადგან უფლის, ჩვენი ღმერთის ბრძანებას ვასრულებთ, თქვენ კი მიატოვეთ იგი.

2 ნეშტთა 21
7მაგრამ არ უნდოდა უფალს დავითის სახლის დაქცევა იმ აღთქმის გამო, დავითს რომ დაუდო, როცა შეპირდა, რომ მისცემდა ლამპარს მას და მის შთამომავალთ სამარადისოდ.

იობი 18
6 მის კარავში ნათელი ჩამობნელდება და მისი ლამპარიც ჩაქრება.

იობი 21
17 რამდენგზის ჩამქრალა ბოროტეულთა ლამპარი? რამდენგზის დასტეხიათ უბედურება? ის ანაწილებს ხვედრს თავის რისხვის ჟამს.

იობი 29
3 როცა თავს ზემოთ მისი ლამპარი მინათებდა და მისი სინათლით დავდიოდი ბნელში;

ფსალმუნები 17
29 ამიტომ ანთებ ჩემს ლამპარს, უფალო; ჩემი ღმერთი სინათლედ მიქცევს სიბნელეს.

ფსალმუნები 118
105ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე - ჩემი ბილიკისათვის.

იგავნი სოლომონისა 6
23 რადგან ლამპარია ანდერძი და სინათლეა რჯული, სიცოცხლის გზაა სამხილებელი შეგონება,

იგავნი სოლომონისა 13
9მართალთა ნათელი მხიარულობს, ბოროტეულთა ლამპარი კი ქრება.

იგავნი 20
20 დედ-მამის მაგინებელს უკუნეთ ღამეში ჩაუქრება ლამპარი.
27 უფლის ლამპარია კაცის სული, მთელი მისი წიაღის გამომკვლეველი.

იგავნი სოლომონისა 21
4ქედმაღლობა და დიდგულობა - ბოროტეულთა ლამპარი - ცოდვაა.

იგავნი სოლომონისა 24
20 რადგან უკეთურებას მომავალი არ უწერია, ბოროტეულთა ლამპარი ჩაქრება.

იგავნი 31
18 ხვდება, რომ კარგია მისი მონაგები; ღამითაც არ ქრება მისი ლამპარი.

ესაია 43
17 ეტლთა და მხედრობის, ლაშქრისა და ძლიერ მეომართა გამომტყუებელი. ერთად დაწვნენ აღუდგომელად, დაილივნენ, სანთელივით ჩაქრნენ.

ესაია 62
1სიონის გამო არ დავდუმდები და იერუსალიმის გამო არ დავმშვიდდები, ვიდრე ნათელივით არ გამოჩნდება მისი სიმართლე და ანთებული ლამპარივით მისი ხსნა.

იერემია 52
19 ფიალები, მაშები, თასები, ქვაბები, ლამპრის სადგამები, საწდეები და საღვრელი შესაწირის ფიალები, ყველაფერი, რაც ოქროსი ან ვერცხლის იყო, წაიღო მცველთა უფროსმა.

დანიელი 5
5 სწორედ ამ დროს გამოჩნდა ადამიანის ხელის თითები და სალამპრეს წინ, სამეფო სასახლის კირით შელესილ კედელზე წერა დაიწყეს; და ხედავდა მეფე ხელის მტევანს, რომელიც წერდა.

სოფონია 1
12 მაშინ იქნება, რომ ლამპრით გამოვჩხრეკ იერუსალიმს და დავსჯი საკუთარ დოვლათზე მინდობილ კაცებს, გულში რომ ამბობენ: არც სიკეთეს მოიმოქმედებს უფალი და არც სიავესო!

ზაქარია 4
2 მკითხა: რას ხედავ? მივუგე: აჰა, მთლად ოქროს სასანთლეს ვხედავ, თავზე ფიალით - ზეთისთვის, ასევე შვიდი ლამპრითა და შვიდი საწრეტით ლამპრებზე, რომლებიც მის თავზეა;

მათე 5
15 არც ლამპარს ანთებენ იმისთვის, რომ ჭურჭელქვეშ დადგან, არამედ სალამპრეზე დგამენ და უნათებს ყველას სახლში.

მათეს სახარება 6
22 სხეულის სანთელი არის თვალი. თუ შენი თვალი წმიდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც.

მარკოზი 4
21 უთხრა მათ: "განა იმისთვის მოაქვთ ლამპარი, რომ ჭურჭლის ან საწოლის ქვეშ დადგან? განა იმისთვის არა, რომ სალამპრეზე დადგან?

ლუკა 8
16 არავინ ანთებს ლამპარს, რომ ჭურჭელი დაახუროს ან საწოლქვეშ დადოს; არამედ სალამპრეზე დებენ, რათა სინათლეს ხედავდნენ შემომსვლელნი.

ლუკა 11
33 არავინ ანთებს ლამპარს, რომ დაფარულ ადგილას ან ჭურჭლის ქვეშ დადგას, არამედ სალამპრეზე, რათა სინათლეს ხედავდნენ შემოსულნი.

ლუკას სახარება 12
35 დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლუღი და თქვენი სანთელი - ანთებული.

ლუკა 15
8 ანდა დედაკაცს, რომელსაც ათი დრაქმა აქვს, ერთი დრაქმა რომ დაეკარგოს, განა არ აანთებს ლამპარს, სახლს არ გამოგვის და გულმოდგინედ არ დაუწყებს ძებნას, ვიდრე არ იპოვის?

იოანეს სახარება 5
35 ის იყო სანთელი, რომელიც იწვის და ანათებს, თქვენ კი ისურვეთ ერთხანს გეხარათ მისი სინათლით.

მოციქულთა საქმეები 16
29 მან კი სანთელი მოითხოვა, შიგნით შევარდა და აცახცახებული ფეხქვეშ ჩაუვარდა პავლეს და სილას;

მოციქულთა საქმეები 20
8ქორედში, სადაც ჩვენ ვიყავით შეკრებილნი, ბევრი სანთელი ენთო.

2 პეტრეს წერილი 1
19 ეგეც არ იყოს, ხელთა გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა, და კარგად იქცევით, ისე რომ ესწრაფით მას, როგორც ბნელში მანათობელ ლამპარს, ვიდრე ირიჟრაჟებდეს და თქვენს გულებში ამობრწყინდებოდეს ცისკრის ვარსკვლავი.

გამოცხადება 4
5ხოლო ტახტიდან გამოდიოდნენ ელვანი, გრგვინვა და გრიალი, ტახტის წინ კი ენთო შვიდი ლამპარი ვერცხლისა, რომლებიც არიან ღვთის შვიდი სული.

გამოცხადება 21
23 ქალაქს არც მზე სჭირდება მანათობლად და არც მთვარე, რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი, ხოლო მისი სანთელი არის კრავი.

გამოცხადება 22
5ღამე აღარ იქნება იქ, ასე რომ, აღარც სანთელი დასჭირდებათ და არც მზის ნათელი, რადგანაც ღმერთი გაანათლებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე.