დიდებულება


საკვანძო მუხლები:

ნეემია 6 : 3 ; ფსალმუნები 17 : 35 ; ფსალმუნები 20 : 5 ; ფსალმუნები 28 : 3 ; ფსალმუნები 92 : 1 ; ესაია 2 : 21 ; იერემია 45 : 5 ; მიქა 5 : 4 ; მათე 5 : 19 ; მათე 23 : 11 ; 2პეტრე 1 : 16 ;
2.2.80 დიდებულება

ღმერთის
- მისი სიდიადე ეს.2,21
- მისი ხმა ფს.28,3
- სიდიადით შემოსილი ფს.92,1

ქრისტესი
- აღთქმულია მიქ.5,4
- შემკულია დიდებით ფს.20,5
- მოციქულები იყვნენ მისი დიდების მოწმენი 2პეტ.1,16

კაცის დიდება (ჭეშმარიტი)
- ღვთის მოწყალებით ფს.17,35
- დიდი საქმის კეთება ნეემ.6,3
- ეგოიზმის გარეშე იერ.45,5
- მცნებების აღსრულებით მათ.5,19
- გამოვლინება მსახურებაში მათ.23,11.12

ბიბლიის მუხლები

ნეემია 6
3. მაცნეები გავუგზავნე და შევუთვალე: "დიდ საქმეს ვაკეთებ და არ შემიძლია ჩამოსვლა; რატომ უნდა შეჩერდეს საქმე, როცა მივატოვებ და ჩამოვალ თქვენთან?”

ფსალმუნი 17
35. შენ მომეცი ფარი შენი ხსნისა და შენი მარჯვენით შემეწიე! შენი წყალობა განმადიდებს!

ფსალმუნი 20
5. დიდია ღირსება მისი, რადგან შენგანაა მისი ხსნა. შენ შეამკე პატივითა და დიდებით.

ფსალმუნი 28
3. წყლებზეა ხმა უფლისა; გრგვინავს დიდების ღმერთი; ხმა უფლისა მრავალ წყალზეა.

ფსალმუნი 92
1. უფალი მეფობს, სიდიადით შემოსილი; შეიმოსა უფალი და გარს შემოირტყა ძლიერება; დიახ, მტკიცედ დააფუძნა სამყარო და არ შეირყევა.

ესაია 2
21. მთის გამოქვაბულებსა და კლდის ბზარებში დაემალებიან უფლის შიშსა და მისი სიდიადის ბრწყინვალებას, როცა აღდგება იგი ქვეყნის შესარყევად.

იერემია 45
5. შენ კი დიდს ეძიებ შენთვის? ნუ ითხოვ, რადგან მოვაწევ უბედურებას ყოველ ხორციელზე, ამბობს უფალი, შენ კი შენს სიცოცხლეს მოგცემ ნადავლად ყველგან, სადაც წახვალ!”

მიქა 5
4. დადგება და უფლის ძალით დამწყემსავს, უფლის, თავისი ღმერთის სახელის სიდიადით და დამკვიდრდებიან ისინი თავიანთ ქვეყანაში, რადგან ამიერიდან ქვეყნის კიდემდე იდიდებს ის.

მათე 5
19. მაშ, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სამეფოში; ხოლო ვინც აღასრულებს და ისე ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სამეფოში.

მათე 23
11. უდიდესი თქვენ შორის თქვენი მსახური იყოს.
12. ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს - ამაღლდება.

2პეტრე 1
16. ვინაიდან მოხერხებულად შეთხზული ამბების მოყოლით კი არ გაუწყეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალა და მოსვლა, არამედ საკუთარი თვალით ვიხილეთ მისი სიდიადე.